როცა მამაკაცი გავიცანი, ჩემი ბედნიერების არ მჯეროდა, მაგრამ ზღაპარი მალე დასრულდა

0
1494

თანამედროვე ახალგაზრდები ჩივიან, რომ სოციალური ქსელების სიმრავლის გამო პარტნიორის პოვნა უჭირთ. ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება და გაძლიერებას ვერ ასწრებს. ყველაფერი პოტენციური კონკურენტების სიმრავლის და ორივე მხრიდან არარეალურად მაღალი მოთხოვნების გამო. რა უნდა ვთქვათ უფროს თაობაზე: ქვრივებზე და განქორწინებულებზე. მხოლოდ ნერვიულობა და უკმაყოფილება. როგორ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, როცა პარტნიორს, ვისთანაც ნორმალური ოჯახური ცხოვრების დაწყებას გეგმავდით, თქვენი აღარ ესმის. ყოველწლიურად ასეთი სიტუაციები მრავლდება.

თითქოს, ინტერნეტმა მსგავსი პრობლემები უნდა გადაჭრას. სხვის პროფილზე ხომ ყველა საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ. მიუთითოთ, რა არის საუკეთესო თქვენში და ჩათვალეთ, საქმე ქუდშია. პრაქტიკაში, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ხალხი ერთმანეთს ჯილდოსავით უყურებს. სერიოზული ურთიერთობა მეორეხარისხოვანი გახდა.  მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და არ აინტერესებთ, რა იქნება შემდეგ. ოჯახზე სერიოზულად განწყობილი ადამიანის პოვნა ნახევარი საქმეა. მასთან ერთად ცხოვრებაც უნდა შეძლო. აი, სად იწყება ნამდვილი სამუშაო.

როგორ გავხდეთ მშვიდი ადამიანი?

იპოვო შენთვის შესაფერისი ადამიანი, როცა უკვე 50 წლის ხარ, რთული საქმეა. ეს კარგად მესმოდა, მაგრამ სახლში მარტო ჯდომა, ბევრ კატასთან ერთად გამოსავალი არაა. გარდა ამისა, ქალის გული ისეა მოწყობილი, რომ ბოლომდე არ დანებდება. რაღაც დანაზოგი მაქვს, ვმუშაობ, ბინა მაქვს. ჩემი ასაკისთვის კარგად გამოვიყურები, ასე რომ, ღირს ყველაფრის მიტოვება და მელანქოლიაში ჩაძირვა?

ვანო, ჩემი პირველი ქმარი, თავისებური ადამიანი იყო. გულწრფელად, რაღაც მომენტებისთვის მისი მადლობელი ვარ. მაგალითად, არასდროს მადანაშაულებდა, რომ შვილების ყოლა არ შემიძლია. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი მამაკაცი ასეთ ქალთან ცხოვრებას არ ისურვებდა. კარგად მესმის, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა ჩემს სურვილებზე ან მცდელობაზე დამოკიდებული არაა. არაა და მორჩა. ვანო ამისთვის მზად იყო. ერთად 20 წელი ტყუილად არ ვიცხოვრეთ. მადლობა, ძვირფასო.

თუმცა ბევრი მინუსიც ჰქონდა. მაგალითად, ინიციატივის ნაკლებობა. ეს მისი უდიდესი ნაკლი იყო. კარგად ვცხოვრობდით, ვაღიარებ. ციდან ვარსკვლავებს არ ვწყვეტდით, მაგრამ ხანდახან საზღვარგარეთ დასასვენებლად დავდიოდით. მანქანა არ გვქონდა, თან ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ, პატარაა, მაგრამ მაღიზიანებდა, რომ ჩემს ქმარს მართვის მოწმობა არ ჰქონდა. როგორ არ იცი ის, რაც დასავლეთში მოზარდებსაც შეუძლიათ? სასაცილოა.

ჩემი სიტყვები და თხოვნა მასზე გავლენას არ ახდენდა. მისი გაგებით, ყველაფერი ლოგიკური იყო: არ აქვს მანქანა და მოწმობაც არ სჭირდება. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ არა, მხოლოდ იცინოდა და თავად მთავაზობდა მართვის მოწმობის აღებას. ავიღებდი კიდეც, მაგრამ ჩემი გაგებით, სიტუაცია, სადაც ცოლმა იცის ტარება, ხოლო ქმარმა არა, ზღვარს სცდება. მეგობრებისთვის თქმა შემრცხვებოდა.

ან კიდევ ერთი რამ: რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს არ სურს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება? სანაპიროზე აგარაკზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ბინის უკეთეს ვარიანტზე გადაცვლა შეიძლება. გარემონტება მაინც. ეს ხომ ნორმალურია! ჩემი ყოფილი ამ ყველაფერს თავისებურად უყურებდა. როცა ბინის გაცვლის ძალიან კარგი ვარიანტი ვიპოვე, თან დამატებაც ცოტა გვიწევდა, უარი მითხრა. თქვა, რომ სამსახურში მისვლას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და ზოგადად, კოსმეტიკური რემონტი მაქსიმუმია, რაც გვჭირდება. არადა ყოველთვის მაღალი ჭერი მინდოდა, ხომ გესმით?

როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე ასეთ გარემოში? მოკლედ, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ განქორწინება მხოლოდ დროის საკითხია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით და ჩვენს შორის ინტერესი აღარ იყო. ჩემს შეთავაზებას მშვიდად შეხვდა, ნივთები შეაგროვა, ფულის ნაწილი და ბინა დამიტოვა. სკანდალის და პრეტენზიის გარეშე. ამ მხრივაც ინტერესი არ ჰქონდა. მე, პირიქით, დიდი ემოციური ამაღლება განვიცადე. ახალი ცხოვრება, უცნობი შესაძლებლობები. ახალი რიტმი, ბოლოს და ბოლოს.

წინ გავიჭრები და ვიტყვი, რომ ისევ მარტო ვცხოვრობ. განქორწინებიდან წელიწადნახევრის შემდეგ. არა იმიტომ, რომ არ ვცადე. პირიქით. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახლა ასეთი ეტაპი მაქვს. ვიმედოვნებ, მალე დასრულდება. ბევრ საიტზე დავრეგისტრირდი, საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე. და მაინც, ბოლო შეყვარებულზე მინდა გიამბოთ. ერთად 2 თვე ვიცხოვრეთ. ვანოსთან დაშორების შემდეგ ჩემი ყველაზე სერიოზული ურთიერთობა იყო.

დანიელი მომეწონა იმით, რომ ჩემს ყველა კითხვაზე მზა პასუხი ჰქონდა. მგონი, ამქვეყნად ყველაფერი იცოდა. როგორ მოვამზადოთ საჭმელი უკეთ, როგორ ვიზრუნოთ მცენარეებზე, სად სჯობს პროდუქტების ყიდვა და რა ნიშნებით შევარჩიოთ. ქვრივი იყო, ასე რომ მის მარტოობას მავნე ხასიათს ვერ მივაწერდი. ყოფილ ქმართან შედარებით ცა და დედამიწა იყო. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენს წამოწყებას სერიოზულად იღებენ და რჩევებს გაძლევენ.

თავიდან 1 თვე ერთმანეთს ვხვდებოდით. უბრალოდ ვსეირნობდით. მაღაზიებში, კაფეებში დავდიოდით. დანიელი უარს არასდროს მეუბნებოდა. დაწყებით კლასებში მუსიკის მასწავლებელი ვარ, ამიტომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. განსაკუთრებით დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ბავშვები გენატრება, მაგრამ ყოველთვის გესმის, რომ ბავშვები ბავშვები არიან და მათი ხმაური შეიძლება მოგბეზრდეს. თან ჩემი ცხოვრება მაქვს, ქმარი უნდა ვიპოვო. არაფერია, მოითმენენ.

როცა დანიელი საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა, რამდენიმე დღე მისგან არაფერი მომითხოვია. დილით სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ჩვეულებრივ 4 საათისთვის ბრუნდებოდა. ჩემთვის ეს ადრე იყო, მაგრამ მზად ვიყავი, მომეთმინა და სხვა წყობაზე გადავსულიყავი. მთავარია, რომ პარტნიორი დამეხმაროს, მომეფეროს, მკითხოს, როგორ ჩაიარა დღემ. რაღაცას აკეთებდა. ვფიქრობდი, რომ მივხვდი, როგორ გავხდე მშვიდი ადამიანი, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ამას არ ველოდი. არასოდეს მიფიქრია, რომ არსებობენ კაცები, რომლებსაც ნათურის გამოცვლა არ შეუძლიათ. თეორიულად შეეძლო დიპლომის დაწერა, რამდენი ვატ სიმძლავრეს შეიცავს და როდის გამოიგონეს. ოღონდ დატრიალება ან ნახატის ჩამოკიდება კატასტროფაა.

იგივე სამზარეულოში. თავად ვიცი კერძების მომზადება, მაგრამ უკვე გამოცდილი კერძების, ჩემი პირადი რეცეპტებიდან. აი, დანიელს ასეთი კერძები არ მოსწონდა. რაღაც ნოყიერი უნდოდა. ვეუბნები: „მაჩვენე, ვნახავ“. ის მპასუხობს: „არა, ყველა ინგრედიენტი და მოქმედება ზეპირად ვიცი, მოდი გეტყვი და შენ მოამზადე“. რა უნდა ვთქვა, ინიციატივით სავსეა, მაგრამ კაცმა რაღაცის კეთებაც უნდა იცოდეს. თანდათან ურთიერთობა დაგვეძაბა. რაღაც მომენტში დანიელი თავისით წავიდა, მე კი არ შევაჩერე.

რისი თქმა მინდა: სულ არ ვნანობ, რომ ვანოს დავშორდი. ვფიქრობ, რომ ერთმანეთში სრულად იმედგაცრუებული ვიქნებოდით. დიახ, რაღაც ჩემთვის გავიგე. მაგალითად, როგორ გავხდე მშვიდი ადამიანი. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი შეხედულების და ქცევის შეცვლაში აზრს ვერ ვხედავ. მხოლოდ საწყენია, რომ გვიანი განქორწინების გამო დიდი არჩევანი არ მაქვს, როგორიც 10–15 წლის წინ განქორწინების შემთხვევაში მექნებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი წინ მაქვს. მანამდე მოვითმენ და უკეთესის იმედით ვიქნები. ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ვიცი. ცხოვრება 50 წლის შემდეგაც გრძელდება. დარდი მერეც შეიძლება. აი, ჩემი რჩევა ყველას.