ვაჟმა ოჯახთან ერთად ჩვენთან ცხოვრება ითხოვა, წინააღმდეგი არ ვიყავით, სანამ არ გავიგეთ, რომ მძახალიც გადმოსვლას აპირებდა

0
1278

ჩვენს ოჯახში განვითარდა კომედიური დრამა სახელწოდებით „ვინ არის არისტოკრატი და როგორ ვებრძოლოთ?“ ცოტა ხნის წინ ვაჟმა ცოლთან ერთად ჩვენთან საცხოვრებლად გადმოსვლა ითხოვა. მე და ჩემმა მეუღლემ ნებართვა მივეცით, სახლში ბევრი ადგილია, მაგრამ გამოჩნდა ნიუანსი. მუდმივ საცხოვრებელს ითხოვდა რძლის დედაც. რთული ქალბატონია, მაღალი თვითშეფასებით და მბრძანებლური მანერებით. რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიტუაცია არაა.

ვინ არის არისტოკრატი?

როცა ილიამ თავისი შეყვარებული გაგვაცნო, მე და ჩემმა ცოლმა ყველაფერი ისე მივიღეთ, როგორც იყო. ბიჭი შეყვარებულია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. მაგრამ გოგონა იყო, როგორ ვთქვათ, სულ სხვა ცომიდან იყო მოზელილი.

ემილია პირში ვერცხლის კოვზით დაიბადა. დედას მაღალი თანამდებობა უკავია, თან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. ნამდვილი არისტოკრატი. როგორც მინიმუმ, ასე ამბობს საკუთარ თავზე. ქალბატონმა მარგარიტამ ამისთვის სპეციალურ განყოფილებასაც მიმართა. იქ მისი ოჯახის საგვარეულო ხეს გადახედეს. იპოვეს ვიღაც კეთილშობილი შორეული წინაპარი. რა უნდა ვთქვათ, ასეთი უცნაურობა აქვს ადამიანს.

თავად მუშათა კლასიდან ვართ, უბრალო ხალხი. მთელი ცხოვრება ვმუშაობდით: მე სამშენებლო მოედანზე სამუშაოთა მწარმოებელი ვიყავი, ცოლი – საავადმყოფოში პედიატრი. ორი შვილი გავზარდეთ, თავად ვიშოვეთ ფული სამოთახიანი ბინის და აგარაკის შესაძენად. მდიდრები არ ვართ, მაგრამ არც ღარიბები.

დიდგვაროვანი სიდედრი

ბავშვებმა იქორწინეს. თუმცა დიდგვაროვანი მძახლისთვის ძალიან „უბრალოები“ ვიყავით. სწორედ ამიტომ, ვცდილობდით, ზედმეტად თვალში არ მოვხვედრილიყავით. იშვიათად ვხვდებოდით, მხოლოდ დღესასწაულებზე. მარგარიტა ქმარს 15 წლის წინ დაშორდა და თავით კარიერაში გადაეშვა. მეგობრები არ ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავის დიდგვაროვნებაზე ყურებს ჩვენ გვიჭედავდა, გვინდოდა თუ არა.

ხანდახან ჩვენთან აგარაკზე მოდიოდა. ადიდებდა ბუნებას, ჩვენს სტუმართმოყვარეობას, მაგრამ თითს არასოდეს ანძრევდა. საოჯახო საკითხები არ ეხებოდა. უბრალოდ ჰამაკში იწვა, წიგნს კითხულობდა ან ტყეში სეირნობდა.

როცა ბავშვებმა შვილიშვილები გვაჩუქეს, ყველაფერი გაუარესდა. მძახალს ბავშვები თავისთან ხშირად მიჰყავდა. ჩანდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდა. ბავშვები სოფელში ჩამოდიან და ცხვირს იბზუებენ. არისტოკრატ ბებიას საზღვარგარეთ დაჰყავს, აქ კი მხოლოდ მდინარე და ტყეა. ძალიან უბრალო ბებია–ბაბუა ვართ, რისი მიცემა შეგვიძლია. გვეწყინა. დიახ, აკადემიური ხარისხი არ გვაქვს, მაგრამ როგორღაც ორი შვილი გავზარდეთ. მინდა დავიჯერო, რომ კარგი და წესიერი ადამიანები არიან.

შვილის შემოთავაზება

როცა ბავშვები წამოიზარდნენ და ბუდიდან გაფრინდნენ, მე და ჩემი მეუღლე ჩვენს ბინაში საცხოვრებლად დავრჩით. თავიდან ცარიელი და სევდიანი იყო. ზედმეტად ბევრი ადგილი ჩვენ ორისთვის. მოგვიანებით, შევეჩვიეთ და მოგვეწონა კიდეც. სიბერეში შენთვის ცხოვრება სასიამოვნო საქმეა.

ცოტა ხნის წინ ვაჟი გვესტუმრა მოულოდნელი თხოვნით. დროებით ცოლთან და შვილებთან ერთად ჩვენთან საცხოვრებლად გადმოსვლა ითხოვა. ბინას ქირაობდნენ, მაგრამ ილიას ბიზნესი გაკოტრდა. ახლა ფული არ ყოფნით, ქირას ვერ იხდიან. თან მალე ორი შვილი სკოლაში შესაყვანია.

რა თქმა უნდა, დავთანხმდით. როგორ ვეტყოდით დახმარებაზე უარს ღვიძლ შვილს?! ცოლს გაუხარდა კიდეც: ახლა შვილიშვილებთან მეტს დროს გაატარებს და შვილსაც უფრო ხშირად ნახავს. სიურპრიზი ამით არ დასრულებულა. ვაჟმა ჩვენი თანხმობა მიიღო და შემდეგ გვთხოვა, რომ ჩვენს ბინაში მძახალიც შემოგვეშვა. ქალბატონი მოულოდნელად გაათავისუფლეს და პენსიაზე გაუშვეს. ბავშვებმა დროებით მისი ერთოთახიანი ბინის გაქირავება და ფულის მომავლისთვის გადადება გადაწყვიტეს.

ვინ არის არისტოკრატი?

ასეთ შემობრუნებას არ ველოდით. ერთ ბინაში 7 კაცის ცხოვრება და თან უცხოსთან ერთად. ცოლი აღშფოთდა. ასე როგორ შეიძლება: სამი დიასახლისი ერთ ბინაში? ამასთან, ორი არისტოკრატიული მანერებით. აქ დათვალე დრო პირველ დიდ ჩხუბამდე და სკანდალამდე. იდეით არც მე ვიყავი აღფრთოვანებული. რაში გვჭირდება?

ვაჟი ზეწოლას ენთუზიაზმით აგრძელებდა. თითქოს, შესანიშნავი ვარიანტია. ჩვენ ისედაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე აგარაკზე ვცხოვრობთ და მძახლის ყოფნას ვერ შევამჩნევთ. ის შვილიშვილებს მიხედავს, სკოლაში და წრეებზე ატარებს. „და გააგრძელებს ბავშვებისთვის სულელური აზრების ჩაწვეთებას, ბებია–ბაბუის წინააღმდეგ ამხედრებას“ – გავიფიქრე მაშინ.

მე და ჩემმა ცოლმა ვიმსჯელეთ და შვილს განაჩენი გამოვუტანეთ. მივიღებთ მას, ემილიას და შვილიშვილებს, ხოლო ქალბატონი მარგარიტა თავის ბინაში დარჩეს. შვილი საქმეს მოაგვარებს, ბიზნესს აწყობს და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება. ფულით ისედაც დავეხმარებით. ჩვენი შვილისა და შვილიშვილებისთვის არაფერი გვენანება.

ამპარტავანი უცხო ადამიანი სახლში არ გვჭირდება. საჭირო არაა, შვილიშვილებმა მთელი დღე ისმინონ, ვინ არის არისტოკრატი და რით არის უკეთესი უბრალო მოკვდავებზე. მშვიდ ცხოვრებას მივეჩვიეთ და შეცვლას არ ვაპირებთ.

შვილს კიდევ სჯერა, რომ აზრს შევიცვლით. რძალიც ცეცხლში ნავთს ასხამს, უნდა დედა გვერდით ჰყავდეს. კატეგორიულები ვართ. ჩვენს სახლში მძახლის მოყვანა კარგი იდეა არაა. მით უფრო, რომ სიტუაცია კრიტიკული არაა. ასეთი რადიკალური ზომები საჭირო არაა.

განაწყენებული არისტოკრატია ზეწოლას აგრძელებს. როგორ მოვაგვაროთ საკითხი და არ ვიჩხუბოთ ყველასთან? რჩევა მჭირდება!