ჩემს ქმარს აუტანელი ხასიათი აქვს, კომპრომისის პოვნას ვცდილობდი, მაგრამ უკვე ამოვწურე ყველა ვარიანტი

0
324

ქალებსა და კაცებს ფიზიკური განსხვავებების გარდა, სოციალური და ფსიქოლოგიური განსხვავებებიც აქვთ. მაგალითად, კაცი შედარებით უფრო ჩუმია, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება. ქალს უფრო განვითარებული ემოციური ინტელექტი აქვს. ამავდროულად, ხშირად ბეზრდებათ ერთსა და იმავე პრობლემაზე მუშაობა ყურადღების გაფანტვის გარეშე. განსხვავებულები ვართ და ამას თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ასეა თუ ისე, ბუნებამ ასე გადაწყვიტა.

ამბობენ, საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ. ხმაურიანი წყნართან კომფორტულად არის. ძლიერს სუსტი მეორე ნახევარი აკმაყოფილებს. მილიონი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, რომელიც რეალურ ცხოვრებას ვერ ჩაანაცვლებს. და მაინც, ბევრი დაოჯახებული წყვილი ჩხუბობს პარტნიორის მხრიდან გაუგებრობის გამო. ადრე ყველაფერი აკმაყოფილებდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეჭვი ეპარებათ საკუთარ პრეფერენციებში საყვარელი ადამიანის ხასიათთან დაკავშირებით.

განვითარებული ემოციური ინტელექტი

მოგესალმებით, ჩემი პრობლემების გაზიარებას მიჩვეული ვარ და ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ. როგორც ამბობენ, ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი. რა არის ცუდი იმაში, რომ ჭკვიან ხალხთან განიხილო ცხოვრებისეული სირთულეები? იქნებ, თავად ზოგიერთ დეტალს ვერ ვხედავ, ხოლო სხვისი გამოცდილების დახმარებით ბევრ დროს და ნერვებს დავზოგავ. ბოლო დრომდე ასე იყო, მაგრამ ახლა ცხოვრებაში ნამდვილად სერიოზული პრობლემა მაქვს. ფსიქოლოგი ვერ დამეხმარა, მეგობრებმა არ იციან, რა მირჩიონ. იქნებ, აქ ვიპოვო გამოსავალი? ვნახოთ.

პრობლემა ჩემსა და ჩემს ქმარს შორის ურთიერთობას ეხება. მეჩვენება, რომ მთლიანად შევისწავლე. მასში ვეღარ ვხედავ საიდუმლოს, ამიტომ მის გვერდით ყოფნა აღარ მაინტერესებს. მესმის, ბავშვურად ჟღერს. ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ და ჩვენს კავშირში არავინაა ვალდებული ვინმე გაართოს. დიახ, ვიცი. მაგრამ დაფიქრებულხართ, რა აკავებთ ორ პარტნიორს ერთად, რა აერთიანებთ სიყვარულის გარდა? ახლა ხომ სიყვარულს ნებისმიერ რამეს უწოდებენ. ხომ უნდა იყოს რაღაც ინტრიგა? ქარიზმა, გარეგნობა, სუნი, ხმის ტემბრი მაინც?

ჩემი მეუღლე, საბა, ჩემს თვალში ყოველთვის ჭკვიანი და პერსპექტიული მამაკაცი იყო. ტექნიკუმი დაასრულა და პროგრამირების ენა კარგად იცის. ტექნიკის შეკეთება იცის. მისი სტიქიაა. ძირითადად, ძალიან ჩაკეტილი, მშვიდი და უთქმელია. მისი ინტერესების სპექტრი ძალიან ვიწროა. სერიოზულად. დავინტერესდი და საბამ აღიარა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 2 მხატვრული წიგნი წაიკითხა! ორი! დანარჩენი – სხვადასხვა სახელმძღვანელო, დამხმარე წიგნი. როგორ შეიძლება ასე ცხოვრება?

ადრე, როცა მხოლოდ ვხვდებოდით, მისი სიტყვაძუნწობა და განმარტებების ფრთხილად შერჩევა ძალიან მომწონდა. ვგრძნობდი, რომ მისმენდა და თავისი პოზიციის მაქსიმალურად ნათლად ახსნას ცდილობდა. ამას ლაკონურობას უწოდებენ. მაგრად ჟღერს, როგორც რაღაც დეტექტიური რომანიდან, სადაც მთავარი გმირი ბოლოს ამბობს მხოლოდ ერთ, მაგრამ დასამახსოვრებელ, საკულტო ფრაზას. სანამ მთავარ ბოროტმოქმედს ესვრის.

უფროსები მიხვდებიან, რომ ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა არაა. ქალმა უნდა იცოდეს საჭმლის მომზადება, თავის მოვლა და თანაგრძნობა. მამაკაცმაც რაღაც უნდა იცოდეს, რომ მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნის სურვილი გქონდეს. ჩემს შემთხვევაში, ეს უბრალოდ კატასტროფაა. თავად განსაჯეთ: სახლში ვზივარ და კომფორტს ვქმნი. ის მუშაობს, საღამოს ბრუნდება. დღისით შემიძლია საბას დავურეკო და ვთხოვო, რომ მაღაზიიდან რამდენიმე პროდუქტი წამოიღოს. ამაზე მაქსიმუმ სამ წუთს ვხარჯავ. საღამოს, როცა სახლშია, ჩვენი ურთიერთობა ორი რუტინული ფრაზით შეიძლება შემოიფარგლოს და მორჩა. არანაირი დიალოგი. როგორც ჯურღმულში.

მის ინტერესებზე მორგებას ვცდილობდი. მისი პროფესიის ძირითად ასპექტებზე ვკითხე. შედეგად, ყველაფერი ან ძალიან რთული იყო ან ქმრის მოთმინება იწურებოდა და ხმამაღლა ფშვინვას იწყებდა – საბას სტრესის აშკარა ნიშანი. ასეთ მომენტებში სჯობს მარტო დატოვო. არ ყვირის, არ იფიქროთ, მაგრამ ლოყები უწითლდება, თვალები უდიდდება. ასეთ მომენტში მისი დანახვა საშინელებაა. ცოტაც გულის შეტევას მიიღებს და მერე რა, რომ 29 წლის ვართ. დაქვრივებას არ ვაპირებ.

მეგობრებმა მირჩიეს, თუ მე ვერ ვერკვევი მის ინტერესებში, მან სცადოს ჩემს ინტერესებში გარკვევა. რატომაც არა?! საბას შევთავაზე და დამთანხმდა. წინასწარ გეტყვით, რომ ესეც გამოცდილება იყო. თუ არ გამოცდი, ვერც გაიგებ. თუმცა რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, გადავაჭარბე. ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ისიც ისურვებდა, რაღაც შედეგის მიღებას. ნუ განსჯით ადამიანს, რომელსაც ქორწინების გადარჩენა სურს.

ჩვენს პროგრამაში პირველი იყო აეროსტრეჩინგი. ეს როცა ჭერზე დამაგრებულ ლენტებზე ეკიდებით და სხვადასხვა ვარჯიშს ასრულებთ, კუნთებს და მყესებს აძლიერებთ. ვიზუალურადაც ლამაზია. ქმარს რამდენიმე მარტივი ვარჯიში ვაჩვენე, მაგრამ გამეორება ვერ შეძლო. ამის ნაცვლად ბევრჯერ დაეცა, მძიმედ სუნთქავდა და იგინებოდა. დილით სამსახურშიც არ წავიდა: ყელის ტკივილმა შეაწუხა. ეჭვი არ შეგეპაროთ, იმ დღეს აქტიურად გამოხატავდა თავის ემოციებს, საწყენია, რომ მათი ზოგადი მიმართულება ძალიან ნეგატიური იყო. მაგრამ უნდა გაგვეგრძელებინა.

ერთად საჭმლის მომზადებამ ნაყოფი არ გამოიღო. თავიდან მომეჩვენა, რომ საბა კულინარიით ნამდვილად იყო დაინტერესებული. მოგვიანებით, შევნიშნე მამაკაცის ტიპური „დაავადება“. გრძნობების მოზღვავების გამო თუ უბრალოდ იმიტომ, რომ მისთვის დრო გაიწელა, ინგრედიენტებს თავისი შეხედულებისამებრ ამატებდა. ყველაფერს ყრიდა, ოღონდ კერძი მომზადებულად ჩაითვალოს. მოგვიანებით მითხრა, რომ მზარეულობა მისი ბავშვობის შიშია, რადგან არ ესმის მთელი ეს მიკრომოძრაობა. როგორ დაშალოს და ააწყოს კომპიუტერი, იცის. აქ, კი სირთულეებს აწყდება.

შემდეგ კარაოკეს ვესტუმრეთ, სახლში რაღაცის დახატვა ვცადეთ. მოდელადაც ვიპოზიორე, შემდეგ ცრემლებს ვიკავებდი, როცა ქმრის შედეგი დავინახე. ვიყავით პროფესიონალ ოჯახის თერაპევტთანაც, რომელიც რაღაც სისულელეებს ამბობდა და ამისთვის საკმაოდ ბევრი აიღო. არაფერმა გვიშველა. საბა ჩუმად იყო, ნერვიულობდა და ოფლიანობდა. როგორც მივხვდი, საერთო არაფერი გვქონდა, სრულიად განსხვავებულები ვიყავით. თითქოს არა სხვადასხვა პლანეტიდან, არამედ სხვადასხვა გალაქტიკიდან!

იქნებ, ჩემი ამბავი სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ სამწუხაროა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგო ვარ. მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ჩემი რჩეული მორალურად ჩაკეტილია და გრძნობების გამოხატვა უჭირს. თუ საერთოდ აქვს გრძნობები. მინდა რაღაც ვნებიანი, იდუმალი და ამაღელვებელი. ვიღებ მხოლოდ იშვიათ და და ხშირად მწარე ფრაზებს, ბანალურ კითხვებს ამინდზე და დღის გეგმებზე. ზედმეტი კონკრეტიკა. ქმარი მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ ამის ატანას. როცა ბავშვი გაჩნდება, ნუთუ მთელ დროს მხოლოდ მასთან ერთად გავატარებ? ეს სწორია? ეს ოჯახია? ვიმედოვნებ, იმ დროისთვის ჭკუიდან არ გადავალ! კოსმოსო, ძალა მომეცი, რომ საღი აზრი შევინარჩუნო! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეზოს კატებთან ლაპარაკს დავიწყებ. სხვა რა დამრჩენია?!