უფროსი თაობა მუდმივად იხსენებს, რა გემრიელი იყო კერძები სსრკ–ში. ასეა სინამდვილეში?

0
247

მიჩვეული ვართ მოსმენას, რომ საბჭოთა კავშირი იყო საუკეთესო ქვეყანა საცხოვრებლად წარმოების მოწინავე ტექნოლოგიებით. საბჭოთა ადამიანი იზრდებოდა რწმენით, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემოა, საბჭოთა მოქალაქის გონებით და ხელებით იყო შექმნილი. მართლა ასე იყო? სიტყვები საქმისგან ყველაზე უმნიშვნელო რამითაც განსხვავდება. მაგალითად, „წიგნი გემრიელი და ჯანსაღი საკვების შესახებ“, რომელიც გახდა სწორი კვების საბჭოთა ენციკლოპედია, საერთოდ არ საუბრობს საბჭოთა მოქალაქის კვებაზე არც 1939, არც 1956 წელს.

ბევრი, ვისაც ათწლეულები უცხოვრია სსრკ–ში, ნოსტალგიით იხსენებს იმდროინდელი პროდუქტების გემოს. ნამდვილად, წარმოების ტექნოლოგიის დარღვევის გამო შეეძლოთ დაეხვრიტეთ ან ციხეში გაეშვით. პროდუქციის ხარისხს გოსტი და მარეგულირებელი ორგანოები მკაცრად აკონტროლებდნენ. კვების მრეწველობა გადარჩენის ზღვარზე იყო და ვერანაირი რეპრესიები ვერ გამოიყვანდა ქვეყანას შიმშილის კრიზისიდან.

მაშინ სტალინის ბრძანებით, სსრკ–ს ვაჭრობის სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი 1936 წელს აშშ–ში გააგზავნეს კვებითი მრეწველობის შესასწავლად. მიქოიანი დაბრუნდა არა მხოლოდ შთაბეჭდილებებით სავსე, არამედ ამერიკის მთავრობისგან გარკვეული წინადადებებით. ასე სსრკ–ში გამოჩნდა უახლესი ტექნოლოგიების მქონე კვების მრეწველობის ქარხნები. მიქოიანის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ საჭირო გახდა მოქალაქეების გასტრონომიული გემოვნების ამაღლება, ჯანსაღად და სწორად კვების შესწავლა.

წიგნი გემრიელი და ჯანსაღი საკვების შესახებ

თავად „წიგნი გემრიელი და ჯანსაღი საკვების შესახებ“, რომელიც 1939 წელს და შემდეგ წლებში გამოიცა, არის სოციალიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგობებისა და კაპიტალიზმზე ოცნებების კრებული ძველი დროის ნოსტალგიით. უბრალოდ საბჭოთა ადამიანს ტკბილ სიზმარშიც არ დასიზმრებია „კიბორჩხალა ჰოლანდიური სოუსით“ ან „შოკოლადის მუსი“. პირველი გამოცემის წიგნი აჭრებული იყო ფრანგული ფუნთუშებით, კრუასანებით, კანაპეებითა და კრეკერებით. მაგრამ საოცრად პოპულარული იყო და ცხელ ფუნთუშასავით სწრაფად გაიყიდა. ვიღაცამ ახალი სიტყვა და კერძის დასახელება ისწავლა, ზოგმა, პირიქით, გაიხსენა, რა გემრიელი იყო.

მიქოიანი გატაცებული იყო ახალი კვლევებითა და გამოგონებით. საჭმელი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ნოყიერი, არამედ სასარგებლო და ნატურალური. ყველა სახის გოსტის, სტანდარტების და წესების დახმარებით და უახლესი აღჭურვილობის გამოყენებით შესაძლებელი გახდა უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება. მიქოიანი ოცნებობდა დანაყრებულ ხალხზე, სადღაც მისი ოცნება ძალიან ბავშვური იყო. დაბალანსებული კვების შესაქმნელად მიქოიანმა წიგნის დასაწერად ქვეყნის მთავარი დეიტოლოგი მიიწვია. მანუილ პევზნერი კალორიებით იყო გატაცებული. მისი წყალობით გამოჩნდა დიეტური ცხრილები, რომელთაც ექიმები სხვადასხვა დაავადების დროს ნიშნავდნენ.

კერძების რეცეპტები სსრკ–ში

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. რა თქმა უნდა, არავის გამოუგონია ახალი კერძები. ყველა კერძი „წიგნში გემრიელი და ჯანსაღი საკვების შესახებ“ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის რეცეპტების კრებულია. ყოველი ახალი გამოცემისას კერძებს სახელებს უცვლიდნენ, უფრო ამარტივებდნენ. კრუტონი შეცვალა გახუხულმა პურმა, პუდინგი – კისელმა. როცა 1943 წელს ყალმუხები ციმბირში გადაასახლეს, ყალმუხური ჩაი ინდური ჩაით შეიცვალა. იგივე იყო ებრაული სამზარეულოს კერძებთან და სსრკ–ს სხვა ხალხთან მიმართებაში.

დღეს, თუ ხელში ჩაგივარდებათ „წიგნი გემრიელი და ჯანსაღი საკვების შესახებ“, თან 1939 წლის გამოცემა, ნამდვილი საგანძურია. ამ წიგნით ყველაზე ჩვეულებრივ დიასახლისს შეუძლია მოამზადოს კერძები, რომლებიც ახლა მაღალ სამზარეულოდ ითვლება. თან კერძების უმეტესობა ბიუჯეტურია და ნებისმიერ სუპერმარკეტში ხელმისაწვდომი.