კოვზები და ჩანგლები ახალივით რომ ბრწყინავდეს, ამ ხსნარში 1 საათი გააჩერეთ

0
6407

თუ მარტო არ ცხოვრობთ, მაშინ კოვზების გაწმენდის პრობლემა თქვენთვის კარგად ნაცნობია. ყველაფერი რთულდება, როდესაც ჭურჭლის რეცხვაში გვეხმარება ბავშვი ან ქმარი (იგივე ბავშვი, ოღონდ უფრო დიდი). რაც უფრო აქტიურად აკეთებენ ამას, მით უფრო ხშირად გვიწევს დანა–ჩანგლის გაწმენდა. ამაში პირადად დავრწმუნდი.

დამხმარეების დადანაშაულება არაკეთილსინდისიერებაში არ ღირს, რადგან გაბრაზდებიან და სახლის საქმეებში დახმარებას საერთოდ შეწყვეტენ. უმჯობესია, ჩუმად გადაწმინდოთ ყველაფერი და პერიოდულად კარგად გააპრიალოთ. გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ კოვზები მარტივად.

როგორ გაწმინდოთ კოვზები საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებით?

სამზარეულოს აქსესუარებს წმენდენ როგორც ხალხური საშუალებებით, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიით. არჩევანი თქვენზეა. სანამ კოვზებს, დანებს და ჩანგლებს გაწმენდთ, დაადგინეთ, რა მასალისგან დამზადებულია და ცალ–ცალკე შეაგროვეთ. თუ ლითონი აბრაზიების მიმართ მგრძნობიარეა, დანა–ჩანგალი შეიძლება დაზიანდეს, ხოლო მათი შეძენა ძვირი დაგიჯდებათ.

დანა–ჩანგალი შეგიძლიათ გაწმინდოთ მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური საშუალებით. ყველა დიასახლისი სარეცხი ნივთიერების შეძენისას საფულეს და პირად პრეფერენციებს ითვალისწინებს. რეკომენდებულია, კოვზები გაწმინდოთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. თუ დანა–ჩანგალს წინასწარ გააჩერებთ ცხელი წყლის და ამ პრეპარატის ნარევით, ჭუჭყი ადვილად მოშორდება.

საწმენდი ხსნარი

დაგჭირდებათ თბილი წყალი, სუფთა პირსახოცი ან სალფეთქი, ღრუბელი და თასი. ასევე შეიძლება დაგჭირდეთ ქვაბი, ფოლგა და ძველი კბილის ჯაგრისი. ვიმედოვნებთ, იცით, რომ ძველი ჯაგრისის გადაგდება არ ღირს, რადგან გამოგადგებათ ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად და მოჩუქურთმებულ ფორმებზე ჭუჭყის მოსაშორებლად.

დანა–ჩანგლის საწმენდად გამოგადგებათ სოდა, მდოგვის ფხვნილი, ლიმონმჟავა ან ახალი ლიმონის წვენი, ძმარი, არაყი, მარილი, კბილის ფხვნილი და სარეცხი საპონი. ზოგი დიასახლისი გირჩევთ გამოიყენოთ კოვზი ჟანგბადის მათეთრებელი, მაგრამ ამ პროდუქტის აბსოლუტურ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ ვარ.

უნივერსალური ხსნარი მოამზადეთ, რომ დანა–ჩანგალს ჭუჭყი მოაშოროთ. 2 ლ მდუღარე წყალი თასში ჩაასხით. ცხელ წყალში 50 გ სარეცხი საპონი გახსენით და 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ. ამ ნარევში ნებისმიერი მასალის კოვზები 1 საათით ან უფრო დიდხანს შეგიძლიათ გააჩეროთ. ეფექტურობის გასაზრდელად ნარევს 1 ჭიქა არაყი ან სამოგონი დაუმატეთ. შემდეგ პრობლემური ადგილები ღრუბლით ან ჯაგრისით გახეხეთ და მთელი ნადები მოშორდება.

როგორ გავწმინდოთ კოვზები ცხელი ხსნარით

უჟანგავი ფოლადის და ალუმინის კოვზები და ჩანგლები ცხელ ხსნარში ჩალბობით ადვილად იწმინდება. ქვაბში ჩაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ მარილი, 1 ს/კ ლიმონმჟავა. აურიეთ და დანა–ჩანგლის მოწყობილობები მოათავსეთ. ხსნარში მინიმუმ 30 წუთი გააჩერეთ. ქვაბი მთელი ეს დრო სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. ლიმონმჟავა ძმრით ან ლიმონის წვენით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

მელქიორის ან ვერცხლის ნაწარმი ასე გაწმინდეთ: ჭურჭლის ძირში ფოლგა ჩააფინეთ, 2 ს/კ სოდა მოაყარეთ, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ჩანგლები და კოვზები ამ ნარევში 5 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ჩანგლების კბილებს შორის დარჩენილი ნადები კბილის ფხვნილით და რბილი ჯაგრისით მოაშორეთ.

თუ ალუმინის კოვზები და ჩანგლები გაქვთ, ჩალბობაზე არ შეწუხდეთ. ალუმინის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე დიდი ხანია დადასტურებულია, ამიტომ გადააგდეთ ან გადასამუშავებლად ჩააბარეთ.

გარეცხილი დანა–ჩანგალი პირსახოცით ან სალფეთქით გაამშრალეთ. ასე მასზე ზოლები არ დარჩება და ბზინვარებას და სისუფთავეს დიდხანს შეინარჩუნებს. მელქიორის და ვერცხლის ნაწარმი სპეციალურ ყუთში შეინახეთ, რომ ჰაერთან ნაკლები შეხება ჰქონდეს და არ გაშავდეს.

ბებია ჩანგლებს ძალიან მარტივად წმენდდა: კარტოფილის ნახარშში აჩერებდა, შემდეგ ნადებს ჩვრით აშორებდა. ახალი ბოლქვების ნახარში უკეთ მოქმედებდა. მელქიორის დანა–ჩანგალს ათავსებდა თბილ შრატში ან წყალში, რომელშიც კვერცხი მოხარშა. ჩალბობის შემდეგ დანა–ჩანგალი ახალივით ბრწყინავდა. ბავშვობაში ბებიას ვეხმარებოდი: ყველაფერს გამდინარე წყალში ვრეცხავდი და პირსახოცით ვამშრალებდი.

გამოიყენეთ ჩემი რჩევები თქვენი დანა–ჩანგალის გასაწმენდად.