მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ საჭიროა დადებული პირობის შესრულება, მაშინაც კი, თუ იგი დაუფიქრებლად დადე.
1951 წელს, 14 წლის ავსტალიელი ჯეიმს ჰარისონი ავტოავარიაში მოყვა. ოპერაციის ჩატარებისას, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ…
ბიჭი დიდხანს არ მოსულა გონს, ხოლო როცა გაიღვიძა, ექიმებსა და ღმერთს მადლობას დაუღალავად უხდიდა. ექიმებმა მაშინვე უთხრეს, რომ იგი სიცოცხლეს უნდა უმადლოდეს სისხლს, რომელიც საკმარისი რაოდენობით აღმოჩნდა საავადმყოფოში. ჯეიმსი ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან იმ დროში დონორული სისხლი ყველა საავადყოფოს როდი მიეწოდებოდა.
ჰარისონს თვალები დაუმრგვალდა, როცა გაიგო, რომ მის გადასარჩენად 13 ლ სისხლი დაიხარჯა. მაშინ დაიფიცა, რომ დონორი გახდებოდა და სისხლს ასმაგად დააბრუნებდა. ბიჭს არ უხუმრია, თუმცა 14 წლის ასაკში სისხლის ჩაბარება კანონით იკრძალებოდა, ამიტომ სრულწლოვნებამდე უნდა დაეცადა.
მეთვრამეტე დაბადების დღეს, ჯეიმსი სისხლის ჩაბარების სადგურში მივიდა. რამდენიმე წელიწადში გაიგო, რომ მისი სისხლი განსაკუთრებულია, თუმცა, მაშინ არც კი ეჭვობდა, რომ გმირი გახდებოდა და 2 მილიონზე მეტ სიცოცხლეს გადაარჩენდა.
ავსტრალიაში, 1967 წლამდე, ყოველწლიურად ათასობით ახალშობილი იღუპებოდა. ტრაგედია იმით გამწვავდა, რომ ექიმებმა ახალგაზრდა ქალების ნაადრევად მშობიარობის მიზეზს ვერ მიაკვლიეს. მხოლოდ დროთა განმავლობაში დადგინდა, რომ ბავშვები რეზუს-ფაქტორების კონფლიქტის გამო იღუპებოდნენ.
რეზუს-დაავადება მაშინ ჩდება, როცა რეზუს-უარყოფითი ფაქტორის მქონე დედას დადებითი ფაქტორის მქონე ნაყოფი უჩნდება. თუ დედას რეზუს-დადებითი სისხლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, იგი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ანადგურებს ნაყოფის სისხლის უჯრედებს, იწვევს თავის ტვინის ტრავმებსა და აბორტსაც კი.
1960-იან წლებში, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამ თავისებურებასთან ბრძოლის საშუალება. ეს საშუალება ჰარისონის სისხლი აღმოჩნდა, რომელშიც უნივერსალური ანტისხეულებია. მათ საფუძველზე, ექიმებმა შექმნეს ვაქცინა, რომელსაც ქალებს უკეთებდნენ და ამით მუცლის მოშლის პრობლემა თითქმის სრულად გადაწყვიტეს.
ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რატომ აქვს ჯეიმსს განსაკუთრებული სისხლი. ბევრი ფიქრობს, რომ 14 წლის ასაკში გადასხმულმა დიდი რაოდენობით სისხლმა ეს სასწაულებრივი პათოლოგია გამოიწვია. ავსტრალიაში სულ 50 ადამიანია, რომელთაც სისხლში ეს ანტისხეულები აქვთ, თუმცა მხოლოდ ჰარისონის სისხლია უნივერსალური. მთელ ქვეყანაში არსებული ვაქცინა მხოლოდ ჰარისონის სისხლის საფუძველზე მზადდება.
დღეისათვის, ჯეიმსი სისხლის ჩაბარების აბსოლუტური რეკორდსმენია. მან სისხლი 1173-ჯერ ჩააბარა: 1163-ჯერ მარჯვენა ხელიდან, ხოლო ათჯერ – მარცხენადან. ამისთვის, მას ოქროსხელიანი ადამიანი უწოდეს.
სხვათა შორის, ჰარისონს არ უყვარს, როცა მას გმირს უწოდებენ: “ეს ერთადერთი რამაა, რისი გაკეთებაც ადამიანთა სასიკეთოდ შემიძლია. ჩემი მოვალეობაა მათი დახმარება, რადგან სწორედ მე შემხვდა განსაკუთრებული სისხლი. ამაში გმირული არაფერია.”
1999 წელს, საპატიო დონორს ავსტრალიის ორდენი მიანიჭეს. ახლა ჰარისონი უკვე 81 წლისაა და იგი სისხლის ჩაბარებას გააგრძელებდა, ექიმებს რომ არ შეეშალათ ხელი. ისინი თვლიან, რომ ამ ასაკში დონორობა ნეგატიურად აისახება გმირის ჯანმრთელობაზე.
2018 წლის მაისში, ჯეიმსმა სისხლი ბოლოჯერ გაიღო. ამ მოვლენის საპატივსაცემოდ, დედებმა, რომელთა შვილებიც მამაკაცის სისხლის წყალობით გადარჩნენ, მოაწყვეს წვეულება. ექიმები მოურიდებლად ამბობენ, რომ თავისი სისხლით ჯეიმსმა არანაკლებ 2.4 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ავსტალიის მედიცინა ერთ ადგილზე არაა გაჩერებული, თუ 50 წლის წინ გინეკოლოგები მხოლოდ ერთი დონორის სისხლზე იყვნენ დამოკიდებულნი, ახლა მათ შემცვლელი ჰყავთ.