ბეტონის ნიჟარა სამზარეულოში: ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე 

0
69

დღეს უმეტესობა მათგანი, ვინც სააბაზანოს არემონტებს, ირჩევს ბეტონის ნიჟარას და არა ჩვეულებრივ კერამიკის ნიჟარას. არჩევანი აიხსნება იმით, რომ მასალა ბიუჯეტურია, ამასთან ბეტონის ნიჟარა უფრო საინტერესოდ და თანამედროვე გამოიყურება. კიდევ რა უპირატესობა აქვს ბეტონის ნიჟარას და რა ნაკლოვანებები?

15 წლიანი გამოცდილების მქონე ხელოსანთან გასაუბრების შემდეგ პაპარაციმ ბეტონის ნიჟარის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეების სია შეადგინა. თუ უახლეს პერიოდში გეგმავთ რემონტის დაწყებას, ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო შეიძლება გამოდგეს.

ბეტონის ნიჟარა: დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • ბიუჯეტური. ნიჟარა შედარებით იაფი მასალისგან მზადდება. ბეტონის ფასი არ იკბინება. მსგავსი ნიჟარის დამონტაჟება თითქმის ყველას შეუძლია.
  • სამუშაოდ მარტივი. ბეტონი დამყოლი მასალაა, რის გამოც ნებისმიერი ფორმის და ტექსტურის ნიჟარა შეგიძლიათ შეუკვეთოთ.
  • უნივერსალური. ბეტონის ნიჟარა ნებისმიერ ინტერიერს ეთავსება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი დიზაინი (თანამედროვე, ხის თუ ტრადიციული) გაქვთ, ასეთი ნიჟარა მასთან ჰარმონიულად გამოიყურება.
  • დამზადების სიჩქარე. რემონტის დროს არ მოგიწევთ საზღვარგარეთიდან მასალების ჩამოტანას დიდხანს დაელოდოთ, როგორც ეს გრანიტის, მარმარილოს და ხელოვნური ქვის შემთხვევაში არის. ბეტონის საიდანღაც ჩამოტანა საჭირო არაა.

უარყოფითი მხარეები

  • არასაკმარისი სიმტკიცე. ბეტონი თავისი სტრუქტურით ფოროვანია. აქედან გამომდინარე, მისგან ვერ დაამზადებთ ისეთ მყარ და ძლიერ ნიჟარას, როგორც გრანიტისგან. ასეთი ნიჟარის ზედაპირი ადვილად იკაწრება.
  • დამატებითი დამუშავება. მასალის ფოროვანი სტრუქტურა მის შეღებვაზეც გავლენას ახდენს. შედეგად ფერი რომ არ შეიცვალოს და ერთგვაროვანი იყოს, ნიჟარა ჯერ უნდა დამუშავდეს.
  • სიმყიფე. ბეტონის ნიჟარის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს აგრესიული სარეცხი საშუალებები, მასში ჭურჭლის რეგულარული არსებობა, ასევე საკვების ნარჩენები. ნიჟარამ თავისი სილამაზე რომ არ დაკარგოს, სამზარეულოში მის დამონტაჟებას არ გირჩევთ.

სხვათა შორის, სურვილის შემთხვევაში უნიკალური ბეტონის ნიჟარა თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. მხოლოდ ამისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოთ. ნიჟარის ძირს საჭირო დახრა უნდა ჰქონდეს გადინებისკენ. ასევე უნდა ისწავლოთ, როგორ დაამუშავოთ ეს მასალა სწორად. ყველა ნიუანსის შესწავლის შემდეგ შეძლებთ შექმნათ ორიგინალური ბეტონის ნიჟარა, რომელიც თქვენი სახლის ინტერიერს იდეალურად მოერგება.