მოგონებები, როგორ აგროვებდნენ საბჭოთა მოსწავლეები მაკულატურას და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ

0
189

ჩვენი მშობლების ბავშვობიდან ერთ–ერთი ნათელი მოგონებაა მაკულატურის შეგროვება სკოლაში. მხიარული და სასარგებლო აქტივობა იყო. კლასებს, რეგიონის სკოლებს შორისაც, შეჯიბრები იმართებოდა. საუკეთესო კლასი, რომელიც ყველაზე მეტ მაკულატურას ჩააბარებდა, საჩუქრდებოდა ძვირფასი საჩუქრებით და მოგზაურობით. სად მიდიოდა შეგროვებული ნედლეული? ამის შესახებ პაპარაცი გიამბობთ.

მაკულატურის შეგროვება საბჭოთა სკოლებში

საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სკოლას ჰქონდა მეორადი ნედლეულის ჩაბარების პუნქტი. წელიწადში რამდენჯერმე ტარდებოდა მასობრივი კამპანიები მაკულატურის ჩასაბარებლად. სერიოზული კონკურენცია იყო. ყველას სახლიდან, ავტოფარეხიდან და სხვენიდან მოჰქონდა ყველაფერი, რისი ჩაბარებაც შეიძლებოდა. მაკულატურა წონით ბარდებოდა და იმარჯვებდა კლასი, რომელსაც ყველაზე მეტი კილოგრამი მაკულატურა მოჰქონდა. მოსწავლეები ამას თავიანთი ცხოვრების ერთ–ერთ მნიშვნელოვან წარმატებად თვლიდნენ. მოგვიანებით, სამსახურში მიღებისას, მაკულატორის ჩაბარებაში ლიდერობის ფაქტი აუცილებლად აღინიშნებოდა. დიდი ალბათობით, ეს სამსახურის ხარისხზე არ აისახებოდა, მაგრამ ბიოგრაფიაში ასეთი ფაქტის ქონა ყველას სურდა.

ამავდროულად, საბჭოთა პროპაგანდა მკაფიოდ მუშაობდა. მოსწავლეებს მოტივაციას აძლევდნენ, რომ გარემოზე და ხეებზე ეზრუნათ. სსრკ–ში გადამამუშავებელი მრეწველობა კარგად მუშაობდა. ყოველწლიურად სტატისტიკა იწარმოებოდა, თუ რამდენი ახალი რვეულის და წიგნის დაბეჭდვა შეძლეს მეორადი მასალებისგან. რაღაც მომენტში მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მოსწავლეების ძალისხმევა საკმარისი არ იყო. მშობლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ.

უფროსების მოტივაციისთვის დაინერგა ტალონების სისტემა. ისინი მაკულატურის ჩაბარებისას ამ ტალონებს იღებდნენ. მოგვიანებით, ამ ტალონით წიგნების ყიდვა შეეძლოთ. სსრკ ძალიან მკითხველი ქვეყანა იყო. ყველგან კითხულობდნენ: სანაპიროზე, ტრანსპორტში, გაჩერებაზე, პარკში, მოგზაურობაში და სიარულისას. თან წიგნი ყველგან ძვირი ღირდა, ხოლო ახალი ნაწარმოების წაკითხვა ყველას სურდა. სწორედ ამიტომ, ახალ ტალონურ სისტემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორადი მასალებისგან ახალი წიგნების დაბეჭდვა დაიწყეს. მათი შეძენა გარკვეული რაოდენობის ტალონებით სპეციალურ მაღაზიებში შეიძლებოდა. მოსახერხებელი და პრაქტიკული იყო.

ტალონები წიგნებზე მაკულატურისთვის

საზრიანი ხალხი ყველა საქმეში გამოჩნდება. მაკულატურის ჩაბარების პუნქტებში სწრაფად შეამჩნიეს, რომ ხალხი აბარებს არა მხოლოდ გაზეთებს და ჟურნალებს, არამედ ძვირფასი გამოცემის წიგნებს. ასეთ წიგნებს ხშირად იღებდნენ და წიგნების ბაზრობაზე ყიდდნენ. მსგავსი ბაზრობები გაიზარდა, ხოლო იშვიათი გამოცემის კოლექციონერები მათი ხშირი სტუმარი გახდა. ხალხი ადვილად ცვლიდა ლენინის ნამუშევრებს აგათა კრისტის წიგნებზე. მთავრობას ლიდერების შრომის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულების დაშვება არ შეეძლო და მალე ჩაბარებულ მაკულატურაზე მკაცრი კონტროლი შემოიღეს.

ხალხმა გამოსავალი აქაც იპოვა. წიგნებს ყდებს ახევდნენ, ხოლო გვერდებს მელნით ფარავდნენ. ახლა წიგნების გარჩევა ძნელი იყო, მაგრამ სწორედ ისინი ანტისაბჭოთა საქმიანობის ეჭვქვეშ ხდებოდა. „ბოროტმოქმედებს“ პოლიცია იჭერდა, ახსნა–განმარტებითი სამუშაოები ტარდებოდა. მეორადი მასალების ჩაბარების პუნქტებში დეტალურად ამოწმებდნენ თითოეულ წიგნს ტალონის გაცემამდე. წიგნების რაოდენობა, რომლებსაც მეორადი მასალებისგან ბეჭდავდნენ, უბრალოდ კოლოსალურია. წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი წიგნი იბეჭდებოდა.