რატომ ითვლება, რომ 50 წლის მამაკაცი ჯერ კიდევ არის ოჰო–ჰო, ხოლო ქალი უკვე მოხუცია

0
1886

ყველაფერი ისე კარგად იყო, სტაბილურად და გასაგებად, მაგრამ უცებ არსაიდან გაჩნდა ნაღველი, დარდი და შეგრძნება, რომ ცხოვრება უაზროდ მიედინება. დაახლოებით ასე წარმოგვიდგენია შუახნის კრიზისი და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ის არც პირველი და არც უკანასკნელია ჩვენი ცხოვრების გზაზე. ზოგი ამ ეტაპს შეუმჩნევლად გადის, ზოგი დიდხანს ჩერდება. საკუთარი ტვინის მახეში რომ არ გაებათ, სასარგებლოა იცოდეთ, როგორი ასაკობრივი კრიზისები არსებობს ფსიქოლოგიაში.

პირველ რიგში, ეს აუცილებელია იმის გასაგებად, რომ კრიზისები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გზაჯვარედინია და სწორი გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ეჭვები გღრნით, დიდი ალბათობით, ერთ–ერთი კრიზისი შეიძლება იყოს. როგორც აღვნიშნეთ, არა მხოლოდ მოზარდობის და შუახნის კრიზისები არსებობს. ჯამში დაახლოებით ათია.

ასაკობრივი კრიზისები ფსიქოლოგიაში: რა არის მიზეზი

სიტყვა „კრიზისი“ კარგს არაფერს ნიშნავს. როგორც ეკონომიკაში, ფსიქოლოგიაშიც გულისხმობს სისტემების ნგრევას, მკვეთრ გარდამტეხ მომენტებს, შეფერხებებს კარგად აწყობილ სისტემაში. გრძნობთ, რომ ამას პირველად განიცდით? ასე არაა და ამაში არაფერია ცუდი ან სამარცხვინო. ცუდია, თუ ამ კრიზისებს არ ებრძვით.

ტიპური მაგალითი – 45 წელს ოდნავ გადაცილებული აღმოსავლეთ ევროპელი მამაკაცის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც კრიზისის ეპიცენტრშია. ასეთი ნამდვილად გინახავთ, ვიღაც მასზე დაქორწინებულიც არის. ეს დასაქმებული მამაკაცია, რომელიც სახლში მოსვლისას ტელევიზორის ყურებაში მეტ დროს ატარებს. ზოგიერთ მათგანს უკვე მსმელის მუცელი აქვს. მხოლოდ საკუთარი სიმშვიდე აინტერესებს. უარეს შემთხვევაში, ახალგაზრდა გოგოებს უყურებს, შესაშური სიხშირით სათევზაოდ გარბის, მთელ დღეს ავტოფარეხში ატარებს ან მთელ დანაზოგს მოტოციკლზე ხარჯავს. გაიცანით, თქვენ წინაშე შუახნის კრიზისია. ფიქრობთ, ერთადერთია? როგორ არა.

კიდევ რა სახის კრიზისები არსებობს და რა უნდა გავაკეთოთ?

პირველი კრიზისი – დაბადების კრიზისი

ჩვილი დაბადებისას ყვირის და ტირის. წარმოიდგინეთ, რა მტანჯველი პროცესია. კარგია, რომ არ გვახსოვს. დედის კომფორტულ და თბილ მუცელს ცვლის ცივი სამყარო, რომელშიც თავად უნდა იფიქრო სუნთქვაზე და იმავე ყვირილით სხვების ყურადღება მიიპყრო თქვენს საჭიროებებზე. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების, განსაკუთრებით დედის სიახლოვე. ამ კრიზისს ზოგიერთი დედა შვილს უზიარებს – მშობიარობის შემდგომი დეპრესია იშვიათი არაა, მაგრამ რატომღაც ცოტა ადამიანი აღიარებს ამას.

ასაკობრივი კრიზისები ფსიქოლოგიაში: ზრდის სამი წერტილი

საშუალოდ 4 წლის ადამიანს დღეში დაახლოებით 250 კითხვის დასმა შეუძლია! აღზრდის ეს ეტაპი დაკავშირებულია ამ სამყაროში თვითიდენტიფიკაციასთან, გარემოს შეცნობასთან. მშობლებისთვის საპასუხისმგებლო მომენტია. მათ უნდა სცადონ და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამ დროს ბავშვის ტვინში ხდება რეალობის დაკალიბრება, ანუ იმის გაგება, რას წარმოადგენს საერთოდ. ბავშვისთვის ირგვლივ არსებული სამყარო ბევრი თვალსაზრისით პარადოქსულია. თუ ამ მომენტს შეცვლით პლანშეტით ან ტელეფონით კომუნიკაციაზე, მომავალში ასეთი ბავშვი გახდება ჩაკეტილი და გაჯეტებზე ჩაციკლული. ეს იწვევს შემდეგ კრიზისს.

ზრდის მეორე წერტილი – სოციალიზაცია. ბევრი ამ ეტაპს გადის ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში 5 წლის ასაკში ან 7 წლისას, როცა სკოლაში მიდის (ყველაფერი ბაღის და სკოლის ფორმატზე დამოკიდებულია). ბევრი ბავშვი, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ, სოციალიზაციას მტკივნეულად განიცდის. სკოლის პირველი თვეები ან წლები მისთვის ნამდვილი ციხეა. ასეთი პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც თან სდევს. როგორც წესი, ბავშვები, რომლებმაც სოციალიზაცია გვიან გაიარეს, ინტროვერტობისკენ მიდრეკილნი არიან. თანამედროვე სამყაროში ეს პრობლემა არაა, მაგრამ ექსტროვერტ პიროვნებას უფრო უადვილდება სამსახურის პოვნა, მეგობრების შეძენა და ცხოვრების მოწესრიგება.

ზრდის მესამე წერტილი – იგივე მოზარდობის კრიზისი. მშობლებისგან დაშორების მომენტი, ამბოხი და გაცნობიერება, რომ დედა და მამა ცალკე ხალხია და მათი მოსაზრება საჭიროებებს ყოველთვის არ აკმაყოფილებს. ბავშვისთვის ამ კრიზისის გავლა მნიშვნელოვანია. სკანდალებით, ცრემლებით და შესაძლო ამბოხით. მომავალში ეს დაეხმარება საკუთარი საზღვრების დაცვაში. ბავშვები, რომლებმაც გადაწყვიტეს გარდამტეხ მომენტში მშობლების სტანდარტებზე მორგება, უჭირთ საკუთარი საზღვრების და სურვილების დაცვა ზრდასრულ ასაკში.

ბავშვობა დასრულდა, კრიზისები?

კრიზისები რჩება. როგორც 7 წლის ასაკში სოციალიზაციის შემთხვევაში, მომდევნო ორი კრიზისი აუცილებელი არაა, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია. ეს ახალგაზრდობის კრიზისია (უნივერსიტეტში ჩაბარება და ამ ცხოვრების მიმართულების პირველი ძიება) და 30 წლის კრიზისი. ჩვეულებრივ, ადამიანი ამათგან ერთ–ერთ კრიზისს განიცდის. თუ სტუდენტური განცდები გასაგებია, 30 წლის კრიზისი ძალიან მზაკვარია. მომენტი, როცა სწავლა დასრულდა, სამსახური ნაპოვნია და თითქოს ყველაფერი სტაბილურია. მაგრამ ასე არაა.

ამ მომენტში, ბევრი ადამიანი (თითქმის ნახევარი) კარდინალურად იცვლის გატაცებას, პროფესიას, საცხოვრებელ ადგილს. ვიღაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, ვიღაც ქორწინებას ასრულებს. ეს ქაოტური კრიზისია, რომელსაც ადამიანთან უმეტესობა ადვილად ლახავს ახალგაზრდობის გამო. ხშირად ახალგაზრდები ცხოვრების 2 წელს კარგავს სულიერ შფოთვაში, ამ ეტაპის გადალახვას ვერ ბედავს.

ურჩხული საწოლის ქვეშ – შუახნის კრიზისი

გაცნობიერება, რომ ცხოვრების ნახევარი უკვე გავიდა, ფსიქიკაზე სერიოზული დარტყმაა. დაახლოებით 45 წლის ასაკში ბევრი ადამიანი წყვეტს ტემპი შეანელოს, შეჩერდეს და დაფიქრდეს ყველაფერზე, რაც გააკეთა. სად მუშაობდა მთელი ეს პერიოდი? რას მიაღწია? მიაღწია იმას, რაც სურდა? რა სურს ახლა? ბევრის შვილები უკვე გაიზარდა, შეიძლება დასვენება და ცოტა დაფიქრება. სამწუხაროდ, ბევრი ამ მომენტში მიდის იმ დასკვნამდე, რომ საკმარის სიმაღლეს ვერ მიაღწია. შუახნის კრიზისი მეტწილად ეგზისტენციალური კრიზისია, როცა ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ ბილ გეითსი ან ილონ მასკი არაა. ბევრი ჩვენგანი ვერასდროს გახდება მილიონერი, გაფრინდება კოსმოსში და ა.შ. როგორ ვიცხოვროთ ამ ცნობიერებით?

ამ დროს კაცებს უფრო უჭირთ. მათი კონკურენტული სული და მატერიალური ხედვა დიდი სტრესის და დიდი იმედგაცრუების წყაროა. პირველ რიგში, საკუთარ თავში. ამ შეურიგებლობასთან ჭიდილში ფსიქიკა ხშირად მიდის რეგრესიაში, ანუ ბავშვობაში ბრუნდება. ეს თავდაცვითი მექანიზმია, რომ ცხოვრების რთული ეტაპი გადალახოს. აქედან მოდის მოტოციკლის სპონტანური შესყიდვა, გაცილებით ახალგაზრდა ადამიანთან ურთიერთობა და გართობაში გაუმართლებელი ხარჯვა.

ასაკობრივი კრიზისები ფსიქოლოგიაში: ბოლო ზღვარი

ეს ბევრ ბებიას და ბაბუას აწუხებს – მარტოობის კრიზისი, საკუთარი სიბერის კრიზისი. საკუთარი ასაკის მიღება დიდი სიბრძნე და დიდი ძალისხმევაა. ამ დროს შვილები უკვე დიდი ხანია ცალკე ცხოვრობენ, საკუთარი თავისთვის მეტი დრო ჩნდება. აქ, თუ ფსიქიკა სისუსტეს გამოიჩენს, კრიზისი ჩნდება. ამ პერიოდში მოხუცი ხშირად აწუხებს შვილებს, ჯანმრთელობით ან ასაკით მანიპულირებას ცდილობს, ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა სურს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ საჭირო ადამიანი იყოს, როგორც ნებისმიერი მშობლისთვის. ამ მიზეზით ბევრ მოხუცს ანგელოზური ხასიათი არ აქვს, არამედ ხდება მობუზღუნე, რომელმაც ბოლო კრიზისი ვერ გადალახა.

სტატისტიკის მიხედვით, 18–დან 30 წლამდე ადამიანების 40% და 40–50 წლის დაახლოებითი იგივე რაოდენობა კრიზისისადმი მიდრეკილია. ამ პერიოდში ახლობლების მხარდაჭერა და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი გარდამტეხ მომენტს ვერ გაუმკლავდება, დეპრესია შეიძლება განვითარდეს. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია დეპრესიული აშლილობის რისკი ერთ–ერთი კრიზისის შემდეგ.

არსებობს მოსაზრება, რომ 50 წლის მამაკაცი ჯერ კიდევ ქებას იმსახურებს, კარგ ფორმაშია. აი, ქალი უკვე ხავერდის ასაკს მიეკუთვნება, ასეთ ქალს არ ეცნობიან და პაემანზე არ პატიჟებენ.

სიმართლე პირიქით არის. ქალი შუახნის კრიზისს უფრო მარტივად უმკლავდება და შედეგი, როგორც წესი, დადებითია: საკუთარ თავს სრულად იღებს, სტაბილური და თავდაჯერებულია. ხშირად დრო და სურვილი არ აქვს, რომ წარმავალ პაემნებზე დრო დახარჯოს. ან სერიოზულია ან დიდი ხნის წინ დაოჯახებული. მაგრამ არა, არა, ზოგჯერ ტონობით ტანსაცმელს ყიდულობს, რომელთაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩაიცვამს. რით არის მოტოციკლზე ნაკლები? მიუხედავად ამისა, ბევრმა 50 წლის მამაკაცმა ჯერ კიდევ არ იცის, რა სურს ცხოვრებიდან.

ყველას გვაქვს კრიზისი და შეუძლებელია პროგნოზირება, რამდენად ძლიერ იმოქმედებს ჩვენზე. მათ თავაწეული და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა შეხვდეთ. ამის გაკეთება ადვილია, როცა იცით, სად იმალება მორიგი ასაკობრივი კრიზისი.