მშობლები 9 წლის სკოლის მოსწავლეს ჭარბი წონის მოშორებაში დაეხმარნენ

0
311

9 წლის ბრეანა ბონდი ამერიკულ ქალაქ კლოვისიდანაა, კალიფორნიის შტატიდან. მას უიღბლო ბავშვობა ჰქონდა. გოგონა 84 კილოგრამს იწონიდა, მისი ასაკისთვის კი ეს უბრალოდ საშინლად ბევრი იყო.

თანატოლებთან ერთად თამაში ბრეანას არ შეეძლო, რადგან ამ წონით ნელა სიარულიც კი უჭირდა. პატარას მეგობრები თითქმის არ ჰყავდა, ხოლო თანაკლასელები გოგონას მუდმივად დასცინოდნენ.

მშობლებმა სერიოზული განგაში ატეხეს და გოგონას სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარეს, რომლის შედეგადაც მოქმედების სრულყოფილი გეგმა შეადგინეს. დღეს, 14 თვის შემდეგ, მეუღლეები დიდი სიამოვნებით ამბობენ, რომ მათმა ძალისხმევამ, როგორც იქნა, ნაყოფი გამოიღო.

ბრეანა ადრეული ასაკიდან ფუმფულა ბავშვი იყო. მშობლები თვლიდნენ, რომ მათი ქალიშვილი უფრო სწრაფად იმატებდა წონაში, ვიდრე მათი თანატოლები.

თუმცა, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, გოგონას სიმსუქნე სერიოზულ პრობლემად იქცა. ჰაიდის, გოგონას დედას, შეეშინდა. იგი ფიქრობდა, რომ მისი ქალიშვილის ჭარბი წონა რაღაც დაავადების სიმპტომი იყო.

ექიმებს ეჭვი ჰქონდათ, რომ გოგონას გარკვეული გენეტიკურად განპირობებული დარღვევა ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჰქონდა. თუმცა, ექიმთა ვერდიქტი ჰაიდისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სპეციალისტების თქმით, გოგონას სიმსუქნის წყარო მავნე საკვების დიდი რაოდენობით მიღება იყო.

რჩევების მიღების შემდეგ, მშობლებმა გადაწყვიტეს: გოგონას მთელი ოჯახი უნდა დახმარებოდა. იგი ერთ განსაკუთრებულ დიეტაზე რომ დაესვათ, საკუთარ სახლში თავს დამცირებულად იგრძნობდა. ამიტომ, მეუღლეებმა მოქმედების საერთო გეგმა შეადგინეს, რომელსაც არამხოლოდ ბრეანა, არამედ მშობლებიც უნდა მიჰყოლოდნენ.

ოჯახმა ერთხმად თქვა უარი მავნე საკვებზე და ჯანსაღ დიეტაზე გადავიდა. ასევე, ოჯახმა ერთობლივი სეირნობაც დაიწყო.

მათ მოჰყვა ძუნძული, შემდეგ – ცურვა, რომელმაც ბრეანა სერიოზულად გაიტაცა. 14 თვის შემდეგ, გოგონას რეალური შანსი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდათა ოლიმპიურ თამაშებში.

14 თვეში, ბრეანამ 35 კგ დაიკლო. ახლა გამხდარი გოგონას ცნობა გაგიჭირდებათ.

გარდასახვით გაოგნებული თანატოლები სიამოვნებით იღებდნენ გოგონას თავიანთ გუნდებში და დაცინვაც შეწყდა. სულ ახლახან კი ბრენა ბონდი ადგილობრივი მხარდამჭერ გოგონათა გუნდის სრულიფლებიანი წევრიც გახდა.

გოგონას მშობლების თქმით, მისი გამოჯანმრთელების მთავარი ფაქტორი მათი ერთობლივი შეუპოვრობა გახდა. მთელი ოჯახი გადიოდა სასეირნოდ და სარბენად, ნებისმიერ ამინდში. არც წვიმას, არც თოვლს და არც სეტყვას ისინი არ შეუჩერებია.

ამ ვიდეოში ბრეანას შესახებ უფრო მეტს გაიგებთ. მართალია, მან ამ 14 თვის მანძილზე ბევრი დაბრკოლება იხილა, თუმცა ახლა ბედნიერებისგან ბრწყინავს!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი