დისკოთეკა სსრკ–ში – როგორი იყო და რა ჰიტებზე ცეკვავდა საბჭოთა ახალგაზრდობა

0
417

ახალგაზრდობა ისეთივე სწრაფწარმავალია, როგორც საყვარელი სიმღერა. ოღონდ სიმღერა შეგიძლიათ ხელახლა ჩართოთ, ხოლო ახალგაზრდობის დაბრუნება შეუძლებელია. ზამთრის ერთ ცივ საღამოს თვალში მომხვდა 80–90–იანი წლების სიმღერების ნაკრები. გადავწყვიტე, მოგონებების საღამო მომეწყო. ეჰ, რა სახალისო იყო ცეკვები დისკოთეკაზე ქალაქის პარკში.

დისკოთეკები მოგვიანებით გამოჩნდა, სადღაც 90–იან წლებში. მე და ჩემი მეგობრები ცეკვებზე დავდიოდით. ქალაქში ყოველ შაბათს ცეკვები იმართებოდა. ზაფხულში – პარკში ღია მოედანზე, ზამთარში – კულტურის სახლში. შესვლა მხოლოდ 50 კაპიკი ღირდა, ამიტომ თითქმის ყოველ შაბათ–კვირას გოგონების ჯგუფი ვიკრიბებოდით. მარტო არასდროს დავდიოდით, რატომღაც მიღებული არ იყო. მაშინ უფრო კოლექტიური ვიყავით. ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით, მეგობრების შეყვარებულებს ვიცნობდით, განვიხილავდით მოდას, ახალ ამბებს და წიგნებს.

ცეკვა დისკოთეკაზე

სხვათა შორის, ბიჭებსაც ცეკვებზე ვიცნობდით. მაშინ არ იყო ინტერნეტი, გაჯეტები და სოციალური ქსელები. ერთმანეთს ვიცნობდით ავტობუსის გაჩერებებზე, სამსახურში ან ცეკვაზე. საბჭოთა ოჯახების უმეტესობამ მომავალი ოჯახის პირველი აგური სწორედ ცეკვებზე დადო. ეს ასე ხდებოდა. გოგოები იცვამდნენ თავის საუკეთესო სამოსს ან მეგობრისგან თხოულობდნენ. მახსოვს, რომ ერთი რომელიმე მეგობრის სახლში ვიკრიბებოდით, ყველას თავისი საუკეთესო ტანსაცმელი მოჰქონდა და ერთად ვირჩევდით, ვინ რას ჩაიცვამდა. სასაცილო და სახალისო იყო.

ბიჭებიც პასუხისმგებლობით ემზადებოდნენ ცეკვებისთვის. ზოგადად, ჩვენ დროში მოუწესრიგებლად გარეთ გასვლა მიღებული არ იყო. ყველა ცდილობდა, რომ  დაუთოებული, უბრალო, მაგრამ ყოველთვის სუფთა ჩაეცვა. ბიჭებიც ცდილობდნენ, გოგოებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. 80–იან წლებში მოდა უკვე მრავალფეროვანი იყო და ყველა ცდილობდა სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გოგონები არ თანხმდებოდნენ ნელ ცეკვაზე პირველივე შემხვედრთან. საცეკვაო მოედანზე სიმპათია უნდა გაჩენილიყო.

ცეკვა, როგორც ოჯახის შექმნის საფუძველი

სხვათა შორის, მუსიკაზე. ახლა იუთუბში შეგიძლიათ იპოვოთ საცეკვაო ჰიტების ნაკრები იმ ატმოსფეროს გასაგებად. მაგრამ არა, იმ დროში უნდა გეცხოვრა. დედა მიყვებოდა, რომ 60–70–იან წლებში ცოცხალ მუსიკაზე ცეკვავდნენ. როგორც წესი, ცეკვებზე მოდიოდა ადგილობრივი ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი და თავის ან მოდური შემსრულებლების სიმღერებს უკრავდა. ჩვენ დროში ცეკვები უკვე ფირზე ჩაწერილი იყო. მაგნიტოფონი აუცილებლად ორი იყო, რადგან კასეტის გადახვევის პროცესი ხანგრძლივი იყო და საჭირო კომპოზიციის დაწყებაც უნდა გამოგეცნო. დიდი დინამიკები, რომ მთელ საცეკვაო მოედანზე მუსიკა კარგად გავრცელებულიყო. ასევე აუცილებლად ფერების მუსიკა, ხშირად ხელნაკეთი.

მუსიკას უკრავდა დისკ–ჟოკეი, როგორც მაშინ ეძახდნენ. დისკოთეკაზე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მის განწყობაზე იყო დამოკიდებული, რომელი ჰიტები გაჟღერდებოდა, ის ახვევდა ფირს კასეტზე და აცხადებდა, რომელი სიმღერა იქნებოდა შემდეგი. ყველაზე მაგრები იყვნენ ისინი, რომლებიც დისკ–ჟოკეის პირადად იცნობდნენ. ასე შეიძლებოდა მასთან მისვლა და თხოვნა საყვარელი სიმღერა დაეკრა ან ვინმესთვის დღესასწაული მიელოცა. როგორც წესი, დისკ–ჟოკეი სიმღერებს უკრავდა მკაცრი სიმღერების სიის მიხედვით, რომელსაც კომსომილის პარტია ამოწმებდა. სიიდან გადახვევა არასასურველი იყო.

80–იანი წლების მუსიკა

80–იან წლებში სსრკ–ში ბევრი საინტერესო შემსრულებელი და ჯგუფი გამოჩნდა. მოდაში შემოვიდა როკი, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მოსწონდა. ხშირად აკრძალული ხდებოდა ისეთი შემსრულებლები, როგორიცაა დდტ, კინო, აკვარიუმი, ნაუტილუსი. დასავლური პოპ მუსიკაც მკაცრი ცენზურის ქვეშ იყო. ტინა ტერნერი, AC/DC, Kiss, Scorpions – ახლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოუსმინოთ. იმ დროს კი ხელისუფლება იცავდა ხალხს დასავლეთის გავლენისგან. შანსონი არასოდეს ჟღერდა საცეკვაო მოედნებზე. აი, ალა პუჩაგოვა, ვალერი ლეონტიევი, იური ანტონოვის და სხვების სიმღერები რეგულარულად ჟღერდა. მაგრამ მოგვწონდა, სიმღერები იყო ენერგიული და სახალისო.

კავშირის დაშლის შემდეგ ცეკვები შეცვალა დისკოთეკამ, ხოლო სიმღერების სიაში უფრო და უფრო მეტი უცხოელი შემსრულებელი გამოჩნდა. სიმღერების გარდა ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ახალგაზრდობას სულ სხვა პრეფერენციები და მისწრაფებები აქვს. ეს არც ცუდია და არც კარგი, ასეც უნდა იყოს. ყველა აქვს თავისი დაუვიწყარი ახალგაზრდობა და ცხოვრებისეული ხედვები.