ძალიან მნიშვნელოვანია ქორწილამდე შეთანხმდეთ, თუ რა უფლებები და მოვალეობები ექნება თითოეულ მეუღლეს. შეუძლია თუ არა ცოლს არ იმუშაოს, თუ ორსულად ან დეკრეტულ შვებულებაში არაა? ხელფასის რამდენი პროცენტი უნდა ჩადოს ქმარმა ოჯახის ბიუჯეტში? და ა.შ. ბევრ წყვილს მსგავს თემებზე საუბარი ეუხერხულება და სულ ტყუილად. ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ ამაზე ლაპარაკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტები „ნაპირზე“ მოაგვაროთ, სანამ ჩაყვინთავთ ზრდასრულ ოჯახურ ცხოვრებაში.
თანამედროვე ახალგაზრდობა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მიჩვეულია. ეს ჩვევა ეწინააღმდეგება იმას, რაც მათ მომავალში ელით. ვინაიდან ორი უსაქმურისგან შეიძლება გამოვიდეს წყვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვთ რაიმე ზღაპრული ბიუჯეტი, რომელიც არსაიდან მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ გამოიმუშავებს ფულს, მიხედავს საოჯახო საქმეს, აღზრდის შვილებს? კლუბების და მეგობრებთან ერთად გართობის დრო აღარ იქნება. იქნებ, ეს არის ხშირი განქორწინების მიზეზი?
შეუძლია თუ არა ცოლს არ იმუშაოს?
არასდროს მიფიქრია, რომ შემიძლია ვიცხოვრო ქალთან, რომელსაც პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს. როგორც ბევრ მამაკაცს, ეს ვარიანტი უარესად მეჩვენებოდა. მიზეზი ბევრია: სხვისი შვილი ვერასდროს გახდება შენი მენტალურად, ყოველთვის მეორე ადგილზე იქნები ბავშვის შემდეგ და ეს საუკეთესო შემთხვევაში. ქალი ყოველთვის დაინახავს თქვენში არა მის ნამდვილ მამაკაცს, არამედ სპონსორს, რომელიც ეხმარება მას და მის შთამომავლობას კომფორტულად ცხოვრებაში. ალბათ, ოდესღაც ასეთი ფიქრები ყველა მამაკაცს ჰქონია.
და ყველაფრის მიუხედავად, ელზასთან და გუგასთან ერთად მეგობრულად ვცხოვრობ. როგორც იქნა, ნამდვილად ბედნიერი ვარ. წარსულს ჩაბარდა ჩემი ნერვოზი, მოწევას თავი დავანებე, რამდენიმე კილოგრამიც დავიკელი. ყველაფერი იმიტომ, რომ შევხვდი ქალს, რომელსაც ჩემი ესმის. ქალს, რომელსაც მტკიცედ სურს ჩემთან ყოფნა, განვითარება და ცდილობს, ყველაფერში საუკეთესო გახდეს. წელიწადნახევარია ერთად ვცხოვრობთ და ერთხელაც არ გვიკამათია მის ვაჟზე. ბიჭი მომწონს და ელზა ამას გრძნობს. ბოდიშს გიხდით კაცებო, მაგრამ ამ სტერეოტიპს არაფერი აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასთან.
უფრო მეტიც, რაღაც მომენტში შევნიშნე, რომ გერის მესმის იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 5 წლისაა. ძმისშვილიც კი არასდროს მყოლია. როგორ არის ეს შესაძლებელი? მარტივად! საქმე ჩემს პირველ ქორწინებაშია. მაშინ ერთ ლამაზ გოგოზე, ნინაზე დავქორწინდი. იმდენად მომწონდა, რომ დავოჯახდი და ყველაფერი დამავიწყდა. ვფიქრობდი, ჩვენი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ მხოლოდ 2 წელი გავძელი. მთელი მისი სილამაზის და სასიამოვნო ხმის მიუხედავად. ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია.
პირველი ქორწილი
სამსახურზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან ერთი „საოფისე პლანქტონი“ ვარ. ყოველდღიური კოსტიუმი, გაპარსული სახე, მორიგე ღიმილი და ახალი ვარცხნილობა. საჭიროა მხოლოდ კომუნიკაციის უნარი და თავის მოჩვენება, რომ ერკვევი ცხრილებში, რომელსაც ყოველდღე კომპიუტერის მონიტორზე აკვირდები. დიახ, მტვრიანი საქმე არაა, როგორც მშენებლის ან მძღოლის, მაგრამ აქვს თავისი სტრესი და სირთულეები.
ყოველდღე სამსახურიდან დაბრუნებული ერთი და იმავე სურათს ვხედავდი. ცოლი დივანზე წევს, ტელეფონი ხელში უჭირავს, ფონად ტელევიზორი ჩართულია, სამზარეულოში კი არაფერია. თავად მიწევდა მომზადება ან გამოძახება. ნინას ასეთი ცხოვრება აკმაყოფილებდა, რადგან მუშაობა არ სურდა. საოჯახო საქმეები კი მასში იწვევდა კუჭის ტკივილს, მაღალ ტემპერატურას და ღმერთმა იცის, კიდევ რას. ჩემი 5 წლის გერის მსგავსი სიმპტომები.
შეუძლია თუ არა ცოლს არ იმუშაოს?
თავიდან ახალგაზრდა ცოლის სიზარმაცეს ყურადღებას არ ვაქცევდი. მხოლოდ მაინტერესებდა, ვის ელაპარაკებოდა ინტერნეტში, სანამ მის გვერდით არ ვიყავი. საშინლად ვეჭვიანობდი და კამერის დამონტაჟებაზეც ვფიქრობდი. უკვე 1 წლის შემდეგ ეს საკითხი აღარ მაღელვებდა. დაე, სახლში საყვარელი მოიყვანოს, მაგრამ რამდენჯერმე მაინც მოამზადოს ვახშამი. შთაბეჭდილება მქონდა, რომ რაღაც კულტის წევრი ვიყავი, რომელიც სამსახურში თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, სახლში დაბრუნებულს მიაქვს ძღვენი ღვთაებისთვის, რომელსაც ტელეფონი უჭირავს და დივანზე წევს. არ ვხუმრობ. თმის ცვენა დამეწყო, ვნერვიულობდი და თავს ცუდად ვგრძნობდი.
ტანჯვა დასრულდა, როცა სერიოზული საუბრისთვის გამბედაობა მოვიკრიბე. ვკითხე ნინას, თუ იცის, სად ვმუშაობ და რამდენს ვიღებ თვეში. პასუხი უარყოფითი იყო. ვკითხე, როდის ფიქრობს სამსახურის დაწყებას ან საოჯახო საქმეების შესრულებას. პასუხის ნაცვლად ნინამ შემომთავაზა სარბენად გასვლა, რადგან თავის ფორმას ინარჩუნებს, ჩემგან განსხვავებით. მისი საყვარელი მანტრა: ქორწინებაში ვიღაც უნდა იყოს ლამაზი, ვიღაცამ ფული მოიტანოს. ჩემი პროტესტი ან წინადადებები არ აინტერესებდა.
ახალი ოჯახი
განქორწინების შემდეგაც მგონია, რომ ნინამ დიდხანს ვერ გააცნობიერა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. მისი აზრით, ეს მორიგი გამოცდა იყო, რომ 6 თვეში ბოდიშის მოხდით მივალ და ისიც მაპატიებს. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება. სიტყვაზე, შვილებზე ლაპარაკი არც გვქონია. ერთხელ ახსენა, რომ „ადრეული მშობიარობით“ ფორმების დაკარგვა არ უნდა. შეგასხენებთ, იმ მომენტში ნინა 28 წლის იყო. იმედია, ჩემი პირველი ცოლის ფსიქოლოგიური პორტრეტი კარგად აღვწერე.
ახლა ელზაზე და გუგაზე. სულ სხვა ემოციები მაქვს. ცოტა განვიცდიდი, რამდენად შევეწყობოდით მე და გუგა, ხომ არ მოიქცევა განებივრებული ბავშვივით. უნდა ვაღიარო, რაღაც პერიოდი ცდილობდა, მაგრამ ბავშვსაც არ შეუძლია ტელეფონში იმდენ ხანს ჯდომა, რამდენ ხანსაც ჩემს ყოფილ ცოლს. ცოტა ხანში კონტაქტზე თავად გამოვიდა. ელზა თავიდანვე ზრდასრული ადამიანივით იქცეოდა. მსიამოვნებდა, როცა სამსახურიდან დაბრუნებული სამზარეულოში საჭმლის მომზადებაში ვეხმარებოდი. დახმარება და არა ყველაფრის მარტო მომზადება, როგორც ადრე.
ახლა შემიძლია ვაღიარო, რომ დიდხანს ვიყავი სიბნელეში და ვცდებოდი შვილიან ქალებზე. არ მინდა განხილვა, რა მიზეზით დაშორდა ელზა პირველ ქმარს. მხოლოდ ვიტყვი, ჩემი აზრით, მისი ყოფილი ქმარი მართალი არაა. მეორე მხრივ, ახლა ნამდვილი და მეგობრული ოჯახი ვართ, დიდი პერსპექტივით. ნინამ, როგორც ვიცი, ვერაფერი ისწავლა და ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობდა, მაგრამ ახლა უკვე მშობლების ბინაში. მისი არ მესმის.
ვფიქრობ, ჩემს საქმეს ყველა თავისი კუთხიდან შეხედავს. ვიღაც გარკვეულ დასკვნას გამოიტანს და მიხვდება, რომ არაფერია ცუდია შვილიან ქალებში. ვიღაც თავის აზრზე დარჩება, როგორც ჩემი ყოფილი. ყველა განსხვავებული ვართ და ჩვენი შეხედულებები გვაქვს. მთავარია, არ დაგვავიწყდეს გონებით ფიქრი და ადეკვატური დასკვნების გამოტანა. ასე ცხოვრება თავად გიჩვენებს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.