ქორწილამდე შეყვარებულთან ერთად არ ვცხოვრობდი და ამას სწორად ვთვლიდი, მაგრამ ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ აზრი შემეცვალა 

0
3474

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ საინტერესო წერილი ერთგული მკითხველისგან. მასში გოგონა გვიზიარებს ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. მის სასიყვარულო ისტორიას ზღაპრული დასაწყისი აქვს: მეუღლე უნივერსიტეტში პირველ კურსზე გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. თუმცა ღვთისმოსაობამ და კარგმა აღზრდამ მათზე სასტიკად იხუმრა. გიამბობთ, როგორ შეიძლება მოვალეობების განაწილებამ დაანგრიოს იდეალური ურთიერთობა.

ძველი თაობის თვალში თანამედროვე კავშირები გარყვნილი და უხამსია, მაგრამ მათში არის რაღაც ლოგიკა. მაგალითად, ოფიციალურად დაქორწინებამდე და შვილების (ან კატის) გაჩენამდე, ამჟამინდელ შეყვარებულებს სურთ რამდენიმე წელი ერთად ცხოვრება. ასე ერთმანეთის ჩვევებს და პრიორიტეტებს ამოწმებენ. შეძლებს ორი ზრდასრული ერთმანეთთან შეგუებას თუ საოჯახო ყოფა შთანთქავს მათ გრძნობას?!

ჩვენი მკითხველი ძალიან ნანობს, რომ ურთიერთობის ეს ეტაპი გამოტოვა. დეტალებს მისი წერილიდან შეიტყობთ.

რა გავლენას ახდენს მოვალეობების განაწილება ოჯახის კეთილდღეობაზე

2 წელია დაოჯახებული ვარ, მაგრამ პარტნიორთან რომანტიკული ურთიერთობა 7 წლის წინ დავიწყე. მეგონა, რომ ამ დროში ერთმანეთს საკმაოდ „შევეგუეთ“. და მაინც, ახლა ნამდვილი კრიზისი გვაქვს. ყველაფერი იმიტომ, რომ საოჯახო მოვალეობები წინასწარ არ შევათანხმეთ.

როგორც კარგად აღზრდილი გოგო, ახალგაზრდობაში ერთად ცხოვრებაზე არ დავთანხმდი. ხოლო როცა მამაკაცთან ცხოვრება დავიწყეთ, მივხვდი, ქორწინება მეორე სამსახურია. პირველი 2 წელი გრძნობებით ვიყავით სავსე. თვალებს ვხუჭავდი და ხუმრობაში ვატარებდი მის უცნაურ ჩვევებს, თავად დიასახლისობის ჩემს სტილზე არასდროს ჩიოდა. დროთა განმავლობაში ყოფა ჩვენს ურთიერთობაზე ცუდად აისახა. გიამბობთ, როგორ.

ჩემი ქმარი ძლიერი პიროვნებაა. გავლენიანი და სკრუპულოზური, წესრიგი და სისუფთავე უყვარს. ამავდროულად, დარწმუნებულია, რომ სახლის საქმე ქალის მოვალეობაა. არარეალურია, რომ დაგეხმაროს, მაგალითად, სახლის დალაგებაში. მამაკაცის საქმე, რაც არ უნდა რთული იყოს, იშვიათად ხდება. გამოდის, მე მთელი დღე უნდა ვიმუშაო, მან კი საჭიროების მიხედვით.

თავიდან მისი პოზიცია მისაღებ უცნაურობად აღვიქვი. ვიფიქრე, რომ არ გადავიტვირთო ყველაფერი ნახევრად გამეკეთებინა. რობოტი მტვერსასრუტის ჩართვა და სველი ჩვრით იატაკის მოწმენდა გაცილებით მარტივია, ვიდრე ყოველდღე გენერალური დასუფთავება. რაციონში ნახევრად მზა პროდუქტები ჩავრთე: ასე ცხოვრება გამარტივდა. მაგრამ გაჩნდა პრობლემა! ქმარმა ჩემი ხრიკები შეამჩნია და სერიოზულად დამელაპარაკა.

შემოსვლისთანავე გამოაცხადა, რომ ზარმაცი ვიყავი. თითქოს, მან და დედამისმა ისაუბრეს და მივიდნენ დასკვნამდე: ყოფით საკითხებს ვერ ვუმკლავდები და მეტად უნდა ვეცადო. რა თქმა უნდა, მისმა სიტყვებმა გული მატკინა. ამ აზრის ჩამოყალიბებაში დედამთილი რომ მონაწილეობდა წყობიდან გამომიყვანა.

ეს ხომ უსამართლობაა! დიასახლისი რომ ვარ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მე უნდა გავაკეთო. სხვათა შორის, მეც ვმუშაობ, ოჯახის ბიუჯეტს ვავსებ და არანაკლებ ვიღლები. რატომ არ მაქვს უფლება დავისვენო სამსახურის შემდეგ, როგორც ჩემს ქმარს?

ქმართან ურთიერთობა გაუარესდა

ასევე ქმარი ჩივის, რომ რაღაც კარგს და ბევრს იშვიათად ვამზადებ. ამბობს, რომ სურს სახლში მოსულს დახვდეს წვნიანი გუფთებით, ხინკალი, ტოლმა. ეს მაშინ, როცა ქმარს უნდა ეხვეწო, რომ ონკანი შეაკეთოს ან ნათურა გამოცვალოს. რატომღაც მისი გაგებით სახლში ჩემი საქმე რაღაც არსებულია, ხოლო მისი – დიდი დახმარება.

ყოფით საკითხებზე მორიგი კამათისას საკითხი მკაცრად დავსვი: ან სამსახურიდან წამოვალ და მხოლოდ საოჯახო საქმეს მივხედავ ან დამხმარეს ავიყვანთ. სწორად გამიგეთ, ქმრით მანიპულირება არ მინდა, მაგრამ სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ქმრის რეალური პოზიციის დანახვა მინდოდა. როგორ გამაოცა მისმა პასუხმა!

ქმარს ჩემს ულტიმატუმზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა. სამსახურიდან წამოსვლა ამიკრძალა, რადგან სარჩენი ცოლი არ სჭირდება. დამხმარის აყვანა ზედმეტი ხარჯია, რომელიც საოჯახო მოვალეობების განაწილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მოკლედ, ადრე ქალები, მაგალითად, დედამისი, სამსახურშიც დადიოდა, შვილებსაც ზრდიდა, სახლის სისუფთავესაც იცავდა და ქმრის სიამოვნებაზეც ზრუნავდა. რატომ არ შემიძლია მე?

მისმა პრეტენზიებმა დამღალა. ძალიან ვიღლები სამსახურში, მაგრამ სახლში წასვლა საერთოდ არ მინდა. მესმის, რომ იქ მელოდება ციხის მეორე ეტაპი: რეცხვა, ლაგება, მზადება. ძველი რომანტიკის კვალიც აღარ დარჩა.

მაგრამ ვერ ვბედავ, ქმარს ჩემი დასკვნები გავუზიარო. ძალიან მიყვარს! ვშიშობ, რომ პრინციპების გამო ურთიერთობას გავაფუჭებ და მიმატოვებს. რჩევა მჭირდება, რა გავაკეთო.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ქორწინება დელიკატური საკითხია და ყოველთვის უნიკალური. რჩევები, რომლებიც ერთი წყვილისთვის მისაღებია, მეორეზე შეიძლება არ გამოდგეს. უნივერსალურია მხოლოდ კომუნიკაცია. პარტნიორთან გულწრფელმა საუბარმა გრძნობებზე და შეგრძნებებზე ნამდვილი სასწაული შეიძლება მოახდინოს.