მთელი ცხოვრება ვცდილობდი, შვილები პატიოსან ადამიანებად აღმეზარდა, მაგრამ სიბერეში მიმატოვეს 

0
1317

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ხალხში გამოსული იყოს და ღირსეული ადამიანივით იცხოვროს. სწორედ ამიტომ, ძალას, ენერგიას და დროს ხარჯავენ, რომ ახალი თაობა სწორი მორალური ღირებულებებით აღზარდონ. ჭკვიანი ვაჟი ყოველთვის დაგეხმარება და ოჯახს კრიტიკულ სიტუაციაში მხარში ამოუდგება. ჭკვიანი ქალიშვილიც განზე არ გადგება. ამისთვის მათში გარკვეული რაოდენობის ძალისხმევა უნდა ჩადოთ. ამის გარეშე შეუძლებელია.

ხდება ისეც, რომ მემკვიდრეების ხასიათი ყველაზე შეუფერებელ მომენტში იმედს გვიცრუებს. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, ბანალური „დამპალი“ ხასიათით დაწყებული და არასწორი გარემოთი დასრულებული. სამწუხაროდ, ამის გაგება გაგვიჭირდება. სწორედ ამიტომ, ბევრი შეძლებული მშობელი ამჯობინებს, რომ შვილებს კერძო სკოლაში ასწავლონ. მეგობრებთან პრობლემები რომ არ ჰქონდეთ. ბევრს სმენია სიტუაცია, როცა ბავშვი ნორმალურ ადამიანად გაიზარდა, მაგრამ მოგვიანებით „ცუდ კომპანიაში“ მოხვდა. მორჩა, ფრიადოსნის მომავალი შეგვიძლია გადავხაზოთ.

ჭკვიანი ვაჟი

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პენსიაზე ყველაზე ღარიბი ადამიანი ვიქნებოდი. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი რიგზე მქონდა. ქმართან ყველაფერი კარგად იყო, შვილებთანაც საერთო ენას ვპოულობდი. თითქმის. ფულზე, როგორც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, ვფიქრობდი. არასდროს მეშინოდა, რომ უბრალოდ გაქრებოდა. ყოველთვის ვზოგავდი. სანამ ქმარი ცოცხალი იყო, სამოგზაუროდაც დავდიოდით. ახლა, როცა უკან ვიხედები, ვერ ვხვდები, როდის წავიდა ყველაფერი არასწორად.

პირველ რიგში, ჩვენს ოჯახში იყო ერთი მარტივი პრინციპი: რაღაცას რომ მიაღწიო, ძალიან ბევრი უნდა ეცადო. განებივრება საჭირო არაა. ეს მხოლოდ ადამიანს ასუსტებს. უფრო დათვური სამსახურია და არა დახმარება. თმის გაჭაღარავებამდე ვმუშაობდი. ჩემი ქმარიც მუდმივად ოჯახის განვითარებაზე ზრუნავდა. სამწუხაროა, დიდხანს ვერ იცოცხლა, გულმა ვერ გაუძლო.

მეორეც, ყოველთვის უნდა გესმოდეს, საით მიისწრაფვი, რა იქნება თქვენი ქმედება და მოტივი 1–5 წლის შემდეგ. მაგალითად, სამსახურში სპეციალური ბლოკნოტი მქონდა და იქ ჩემს ფიქრებს ვიწერდი. ბავშვებსაც დღიურის ქონა მივაჩვიე. რომ ყოველთვის შეძლონ თავიანთი ჩანაწერების გადახედვა და საკუთარი პროგრესის დანახვა ცხოვრებაში, სწავლაში, შემდეგ სამსახურში. ასე მასწავლეს მშობლებმა, ამას ვურჩევ ყველას.

ჩემთვის საკმაოდ უცნაური იყო ქალიშვილის ჩანაწერების წაკითხვა, თუ როგორ ატარებს დროს შეყვარებულთან ერთად. როცა სკოლა დაამთავრა, ვიღაც დიტო გამოჩნდა. ამაში ცუდი ვერაფერი დავინახე: ასეთი ასაკია, სასეირნოდ წავლენ და ხელს ჩაკიდებენ. სულ სახლში ხომ არ იქნება. მისი ჩანაწერებიდან გავიგე, რომ ყველაფერი ხელჩაკიდებული სეირნობით არ დასრულებულა. იმ მომენტში არ ვაპირებდი ბებია გავმხდარიყავი. ზოგადად, ეს სისულელეა. ხაზი გადაუსვა მომავალს ჰორმონების მოჭარბების გამო.

ლილეს, ჩემს ქალიშვილს, მის შეყვარებულთან შეხვედრები ავუკრძალე. ქმარმა მხარი დამიჭირა და ვიმედოვნებდი, რომ საკითხი მოგვარდებოდა. ქალიშვილმა ყველაზე ცუდი ვარიანტი აირჩია. სახლიდან გაიქცა და შეყვარებულთან გადავიდა. კონფლიქტი წელიწადნახევარი გაგრძელდა: ხან ქალიშვილს ვპოულობდით და სახლში ვაბრუნებდით, ხამ ისევ გარბოდა. რომ იცოდეთ, რა ძნელია. ბოლოს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ლილე გათხოვდა. ნათელია, ქორწილზე არავინ დაგვპატიჟა. მას შემდეგ ქალიშვილთან კონტაქტი არ მაქვს. კუდში დევნა მომბეზრდა და ვფიქრობ, ამან ქმრის ჯანმრთელობა არ გააუმჯობესა. გადავწყვიტე ლილესთან ურთიერთობის გაწყვეტა და იმ ფაქტის მიღება, რომ მომავალში ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთება.

ყურადღება უმცროს ვაჟზე, თომაზე გავამახვილე. გულწრფელად, სწავლაში ყველაფერი კარგად არ ჰქონდა, ამიტომ მეუღლეს ვთხოვე დახმარებოდა, მაგრამ სადღაც ამ პერიოდში ქმარმა თავი ცუდად იგრძნო. ამიტომ, ვაჟზე ზრუნვა გავაორმაგე. ვერ დავუშვებდი, ორივე შვილი უპერსპექტივო გაზრდილიყო. ვიცოდი, რომ ბიჭი ფეხბურთით იყო გატაცებული. ჩემი აზრით, სპორტით კარგი ფულის შოვნა რთულია. თუ ფენომენალური ფიზიკური მახასიათებლები არ გაქვთ. ამით ჩემი ვაჟი ვერ დაიკვეხნის.

ქმართან დამშვიდობება ძალიან გამიჭირდა. მით უმეტეს, როცა შენი ერთი შვილი სადღაც ცხოვრებას ინგრევს, მეორე კი სხვა ქალაქშია, უნივერსიტეტში. ვერც ჩამოვა, რადგან გამოცდები აქვს ჩასაბარებელი. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. როგორღაც მაინც გადავიტანეთ. თემომ კარგი განათლება მიიღო, ცოდნა შეიძინა და უკან დაბრუნდა სამუშაოს საძიებლად. ერთსა და იმავე ადგილას დარჩენა არ აინტერესებდა, რადგან დიდი კონკურენცია იყო და რა საჭირო იყო ცალ–ცალკე ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ. ასე მეც უფრო მშვიდად ვიქნები.

იმ დროიდან მივხვდი, რომ შვილები ისე ვერ გავზარდე, როგორც მინდოდა. ლილესთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თემო ძალიან შეიცვალა, სანამ სხვა ქალაქში იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე საზრიანი არ იყო, მაგრამ კარგად ვიცნობდი როგორც შვილს და პიროვნებას. ჩამოსვლის შემდეგ საკუთარ თავს არ ჰგავდა. თავს არ უვლიდა, არ იპარსავდა, ნორმალურ ვარცხნილობას არ იკეთებდა. ჩუმ მტვირთავს ან პორტის მუშაკს ჰგავდა. ბიჭი წარმოუდგენლად შეიცვალა.

სამსახური იპოვა, მაგრამ არა პროფესიით და თითქმის იმდენი აქვს, რამდენიც მე პენსია. თეთრები. რა თქმა უნდა, ვცდილობდი გამერკვია, რა დაემართა ბავშვის ფსიქიკას. მაგრამ არ მისმენს, ძალით მელაპარაკება. ერთხელაც სახლიდან წავიდა. ვიღაც ქალი იპოვა, 7 წლით უფროსი და ახლა მასთან ცხოვრობს. შეცდომის გამეორება არ მინდოდა. ვაჟთან კამათი მისი არჩევნის გამო, როგორც მინიმუმ, სისულელეა. უბრალოდ ვთხოვე, რომ ზოგჯერ სტუმრად მოსულიყო. თუნდაც შეყვარებულთან ერთად ან მის გარეშე. ჩემს სიტყვებს დიდი ეფექტი არ ჰქონია.

ახლა მარტო ვარ, პენსიაზე ვცხოვრობ, უფრო ზუსტად, გადარჩენის პირას ვარ. წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს და როგორ არის ჩემი ქალიშვილი. როგორც ჩანს, ვერ მაპატია. ვაჟი თითქოს ახლოს ცხოვრობს, მაგრამ უცხოები გავხდით. ვეჭვობ, რომ მამის გარდაცვალებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მალე თემოს დაბადების დღე მოდის, თუმცა ვშიშობ, რომ ამ დღეს ცალ–ცალკე გავატარებთ. ვერც საჩუქარს გავუკეთებ, ალბათ, რაღაც წვრილმანს ჩემი პირადი ნივთებიდან.