ფსიქოლოგის რჩევები, როგორ მოვექცეთ ადამიანს, რომელმაც სერიოზულად გვაწყენინა

0
1766

თუ ადამიანის სული სიბნელეა, მაშინ ამ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებიც გზის მანათობელ კაშკაშა სინათლეს ჰგვანან. შეიძლება ითქვას, რომ ერთ–ერთი ასეთი ადამიანია მიხეილ ლიტვაკი, „სცენური რეპროგრამირების“ და „ფსიქოლოგიური აიკიდოს“ კონცეფციების ავტორი. ფსიქოთერაპევტმა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა მიხეილ ლიტვაკმა მიზნად დაისახა ადამიანების ცოტათი გახარება. ამისთვის მთელ მსოფლიოს ამცნობს მარტივ ჭეშმარიტებას ხელმისაწვდომ ენაზე. თავის წიგნებში საუბრობს, რა არის პატიება, რას ნიშნავს „სწორი“ გზა თითოეული ადამიანისთვის და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება სიმშვიდის მოსაპოვებლად.

ფსიქოთერაპევტს გამოქვეყნებული აქვს 30–ზე მეტი წიგნი, რომელთაგან ზოგიერთი საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. მიხეილ ლიტვაკის მეთოდის „ბავშვი, ზრდასრული და მშობელი“ მიხედვით, ბევრი ადამიანი კონფლიქტებს ძალიან სწრაფად და ეფექტურად აგვარებს. გაგაცნობთ არა მხოლოდ ამ მეთოდს, არამედ ფსიქოლოგიური მეცნიერების მნათობის ღირებულ რჩევებს.

როდის უნდა თქვათ პატიების სიტყვები, როდის დაემშვიდობოთ

ადამიანი სოციალური არსებაა და სულიერი წონასწორობა დიდწილად დამოკიდებულია ამ საზოგადოებაში თანაარსებობის უნარზე. მიხეილ ლიტვაკის თქმით, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლო სხვებთან ურთიერთობა საკუთარი დამოუკიდებლობის და ავთენტურობის შენარჩუნებით.

დამოუკიდებლობა მარტოობაა?

არა, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მარტო ყოფნის უნარზე დამოკიდებულია, რამდენად დამოუკიდებლები ვართ. ფსიქოლოგი ღრმად დარწმუნებულია, რომ გულწრფელად სიყვარული შეუძლია მხოლოდ მას, ვინც საკუთარ თავთან თავს კომფორტულად გრძნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სიყვარული არაა, არამედ სხვა პიროვნების ძიება, რომელიც გულში სიცარიელეს შეავსებს. თერაპევტი იხსენებს:

„ერთხელ 12–16 წლის მოზარდ გოგონებს ვკითხე, რა სურთ ცხოვრებაში, როცა გაიზრდებიან. მიპასუხეს, რომ ოცნებობენ თავიანთი მამაკაცის პოვნაზე. იქნებ, საჭირო არაა არავის მოძებნა? იქნებ, თავად უნდა გახდე ასეთი ადამიანი?“

სულიერი სიმწიფის საუკეთესო მაჩვენებელია, როცა მარტო ყოფნა არ გბეზრდება. როგორც მიხეილ ლიტვაკი ამბობს, ადამიანი საუკეთესო საქმეებს მარტო აკეთებს. მათ შორისაა ხელოვნების ნიმუშები, ღრმა მედიტაცია, მეცნიერული აღმოჩენები, თვითშემეცნება.

მგლებთან ცხოვრობ, მგლებივით იყვირე

ალბათ, გსმენიათ, ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. ყველა მშობელი შიშობს, რომ მისი შვილი „ცუდ კომპანიაში“ მოხვდება. ადამიანის ცნობიერება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. განსაკუთრებით, თუ ადამიანი საკმაოდ ზრდასრულია.

გუნდში მუშაობისას უნდა გახსოვდეს, რომ კომპანიის სტანდარტებსა და პრინციპებთან შეგუება აუცილებელი არაა. მთავარია ინდივიდუალობა შეინარჩუნო. იდენტურობის და თავდაჯერებულობის სათანადო დონით ეს გუნდისთვის პრობლემა არ გახდება. თუმცა საკმარისია ერთხელ სისუსტის გამოვლენა, დათმობა ან სხვისი ჩვევის მორგება, რომ „მგლად გადაქცევის“ პროცესის შეჩერება რთული იქნება.

წარმატება 7–ჯერ ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე შეცდომა ან წარუმატებლობა

ამბობენ, რომ შეცდომებზე სწავლობენ, აი, სწრაფ წარმატებაზე ამას არ ამბობენ. წარმატებული ადამიანია ის, ვინც ბევრ შეცდომას უშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ იღბლიანია. სწორედ ამიტომ, წარუმატებლობა ზრდის წერტილი ხდება და მათი დაძლევით ადამიანი უფრო დაცული ხდება სხვა წარუმატებლობის მიმართ. ისინი უკვე გამოწვევები ხდება და არა პრობლემები.

მიხეილ ლიტვაკი იმავე მიდგომას იყენებს დეპრესიის ასახსნელად. ის ეძლევა ადამიანს, რომ დაფიქრდეს საკუთარ თავზე, ჩაიძიროს საკუთარ პიროვნებაში. ეს შეცდომებზე გლობალური მუშაობაა.

კარიერული გზის არჩევისას ღირს მოვუსმინოთ რჩევას წიგნიდან „ფსიქოლოგიური აიკიდო“: არ აირჩიო პირდაპირი გზა, აირჩიე სწორი გზა, რადგან ყველა პირდაპირი გზა სწორი არაა.

თუ ადამიანი ბევრს ლაპარაკობს სხვებზე, არაფერი აქვს სათქმელი საკუთარ თავზე

ასეთია ცხოვრება და აქ კამათი ძნელია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი მიდრეკილია ჭორაობისკენ, რაც გამოცდილებასთან გამკლავების ერთგვარი მეთოდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე ჭორაობისას აუცილებლად ცუდი უნდა თქვათ.

პატიების სიტყვები

როცა ადამიანმა გაწყენინათ, დარწმუნებული იყავით, რომ ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა. დაუდევრობით გამოწვეული ზიანიც ზიანია. ადამიანი არ დაფიქრებულა შედეგებზე, იმაზე, რა გავლენას მოახდენს სხვებზე. სწორედ ამიტომ, წყენის პატიებისას იცოდეთ, რომ, დიდი ალბათობით, ისევ გულს გატკენენ! რა უნდა გააკეთოთ, რომ გულღრძო ადამიანი არ გახდეთ?

პატიების სიტყვები მნიშვნელოვანია. აპატიე, მაგრამ წადი. არ დატოვო თქვენ გვერდით ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სისაძაგლე ჩაიდინონ, თავადაც მათ გვერდით არ დარჩეთ. პატიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: ყოველთვის გულწრფელად უნდა აპატიო. უკეთესია არ აპატიო და გულწრფელად აღიარო, ვიდრე სიტყვებით აპატიო და წყენა გულში შეინახო.

ადამიანი უნდა მოსწონდეს მხოლოდ სამ ადამიანს: პირველ რიგში, საკუთარ თავს, პარტნიორს და უფროსს

ყურადღება მიაქციეთ, რომ მიხეილ ლიტვაკის სიაში არ არის არც მშობელი და არც ახლო მეგობარი. მათი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი რამ, რისთვისაც ღირს საკუთარი თავის შეცვლა. აი, პარტნიორთან და უფროსთან ურთიერთობა ფუნდამენტურია. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან ურთიერთობა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ უმადურს გეძახიან

თერაპევტის რჩევებიდან გამომდინარე, თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი: მოიხადეთ ბოდიში, ჰკითხეთ, როგორ აფასებს მის მომსახურებას, გადაიხადეთ და წადით. რადგან არაფერია ცუდი, ვიდრე მანიპულატორი, რომელიც ცხოვრებას წამლავს. დანაშაულის გრძნობით მანიპულირება ყველაზე გავრცელებული, მარტივი და ეფექტურია. ალბათ, ამიტომაც ბევრი მშობელი ან პარტნიორი ცდილობს დანაშაულის გრძნობის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის, სხვებს უმადურობაში ადანაშაულებენ. ასეთ ხალხთან საქმის დაჭერა არ ღირს, მათთვის საკმარისი არასდროს იქნება.

პატიების სიტყვები: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი სწორად

გიზიარებთ მიხეილ ლიტვაკის მეთოდს, რომელიც ურთიერთობის სწრაფად დამყარებაში დაგეხმარებათ. მისი თეორიის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სამ მდგომარეობაში: ბავშვი, ზრდასრული და მშობელი. ეს ჩვენი როლებია, რომლებსაც ვთამაშობთ შვილებთან და მშობლებთან, მეგობრებთან, უფროსებთან და უცნობებთანაც.

თუ ადამიანები ორ სხვადასხვა როლში არიან, კონფლიქტი ხშირად ხდება. ბავშვთან კონტაქტის დასამყარებლად ბავშვის როლში უნდა გადახვიდეთ. საქმიანი მოლაპარაკებებისთვის ზრდასრულის როლი უნდა მოირგოთ, რომელიც ზრდასრული ადამიანივით საუბრობს. თუ კონფლიქტი ხდება, სავარაუდოდ, ორ სხვადასხვა როლის მქონე ადამიანებს შორის. მის მოსაგვარებლად თანამოსაუბრის როლი უნდა მოირგოთ.

მიხეილ ლიტვაკი ფართოდ აზროვნებს. ის დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ქალის და კაცის ლოგიკა, რომ წარმატება კურნავს სულიერ წყენას და ჩვენი მთავარი მტერი თავად ჩვენ ვართ. ბოლო რჩევა, რომელიც მოსწონთ მათ, ვინც ფსიქოლოგის ლიტერატურას გაეცნო: გააკეთე, როგორც გინდა, და არასოდეს ითხოვო ნებართვა. რა მოხდება, თუ უარს გეტყვიან?