საბჭოთა წვენები – რატომ იხსენებს ყველა და იყო თუ არა მართლაც ნატურალური და გემრიელი

0
732

ბავშვობის და ახალგაზრდობის გემო. ვის არ ახსოვს ეს ნატურალური, გემრიელი საბჭოთა წვენები. თითქოს, ვაშლი ან მსხალი აიღეს და პირდაპირ ჭიქაში ჩაწურეს. ისეთი ნატურალური და არომატული ნექტარი იყო. ყველას დარწმუნებით შეეძლო თქმა, რომ მსოფლიოში ყველაზე ნატურალურ და სასარგებლო წვენებს სვამენ. ასე იყო სინამდვილეში? პაპარაცი ამის გარკვევას ეცდება.

სსრკ–ს აგროინდუსტრიული კომპლექსი მართლაც საოცარი იყო. განსაკუთრებით 80–იანი წლების დასაწყისში, როცა თითქოს მთელი არეულობა უკან მოიტოვეს და წინ მხოლოდ ნათელი მომავალი ელოდათ. მოსავლის აღებაში მონაწილეობდა ყველა – მოსწავლიდან სხვადასხვა დარგის მუშაკამდე. ხილის, ბოსტნეულის და კენკრის სიმრავლე თავბრუდამხვევი იყო. რა თქმა უნდა, მათ წურავდნენ, ფაფებს და სხვადასხვა კონსერვს აკეთებდნენ. საბჭოთა კავშირის პოლიტიკა იყო ის, რომ სადაც არ უნდა გემუშავა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი წვლილი უნდა შეგეტანა. მოსავლის აღების შემდეგ ყველა ერთად მუშაობდა გადამამუშავებელ ქარხნებში.

საბჭოთა წვენები

თუ ხილ–ბოსტნეულის წვენებთან ყველაფერი მეტ–ნაკლებად გასაგები იყო, ყველაზე საეჭვო იყო არყის ხის წვენი. სსრკ–ს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის თითოეული მოქალაქე წელიწადში დაახლოებით 5 ლ ამ წვენს სვამს. მარტივი გათვლებით შეიძლება დადგინდეს, რომ არყის ხის პლანტაციები 8 მილიონამდე უნდა ყოფილიყო. სეზონზე ერთი ხე დაახლოებით 180 ლიტრ წვენს გამოყოფს, ხოლო ყველა მოქალაქის უზრუნველსაყოფად 1,5 მილიარდ ლიტრამდე წვენი იყო საჭირო.

ასევე აღსანიშნავია, რომ სსრკ–ში ყველაფერზე არსებობდა გოსტის სტანდარტები, არყის ხის წვენის გარდა. მასზე იყო ცალკე სტანდარტი, რომელიც არეგულირებდა ნექტარის შენახვას საწარმოში ჩაბარებამდე. შემდეგ ქარხანაში წვენს ამზადებდნენ, სადაც ნექტარს წყალში აზავებდნენ, ამატებდნენ შაქარს, ლიმონმჟავას და ქილებში ხუფავდნენ. აი, მოქალაქეები სვამენ თითქმის ნატურალურ და თითქმის ჯანსაღ არყის ხის წვენს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წარმოების ტექნოლოგია გამოიყენებოდა ვაშლის და ნებისმიერ სხვა წვენზე. ერთი მარტივი მიზეზით: ნატურალური ნექტარის შენახვის ვადა ძალიან მოკლეა და ხოლო წვენები მთელი წლის განმავლობაში ახალი იყიდებოდა. ისინი თერმულად მუშავდებოდა, ემატებოდა კონსერვანტები, რომ ნატურალური პროდუქტის შენახვის ვადა გაზრდილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წვენები ბევრად უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე თანამედროვე. ტექნოლოგიას ასე თუ ისე აკონტროლებდნენ, ხოლო სინდისი ზოგჯერ ძალიან ცუდი პროდუქტის წარმოების საშუალებას არ აძლევდათ.

ნატურალური პროდუქტები

პომიდვრის წვენი ყველაზე ნატურალურ საბჭოთა წვენად ითვლებოდა. მისი დიდად განზავება შეუძლებელი იყო. გოსტის სტანდარტების მიხედვით, პომიდვრის წვენი უნდა ყოფილიყო სქელი, ბლანტი და ნაჯერი ფერის. გარდა ამისა, პომიდვრის მოყვანა პრობლემას არ წარმოადგენდა, მოსავალი ყოველთვის იყო. პომიდვრის წვენი ყველასთვის საყვარელი დელიკატესი იყო. მისი შეძენა შეიძლებოდა როგორც მზა ქილებში, ასევე დიდ კასრებში. დიასახლისები პომიდვრის წვენს მთელი ოჯახისთვის იმარაგებდნენ.

ყველა, ვინც სსრკ–ს პერიოდში ცხოვრობდა, იხსენებს, რომ ნატურალური წვენის ყიდვა ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში შეიძლებოდა. ზაფხულის ცხელ დღეს ჭიქა ცივი წვენის დალევა ან ზამთარში ქილის ყიდვა მთელი ოჯახისთვის. ნატურალური წვენები ადამიანისთვის საჭირო ვიტამინების საწყობია. ბავშვები ნაკლებად ავადმყოფობდნენ, უფროსები უკეთ მუშაობდნენ.