7 დაავადების მკურნალი მალამო, ყველასთვის ხელმისაწვდომი კომპონენტებით.

0
855

ამ სასაწაულმოქმედ მალამოს ხალხური მედიცინა მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებს. მისი დამზადება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სახლის პირობებში. მალამოს დამზადების წესი კი ასეთია:

ინგრედიენტები:

  • 1 ჭ მცენარეული ზეთი
  • ასანთის კოლოფისოდენა ფუტკრის სანთელი
  • ნახევარი კვერცხი

მომზადების წესი:

მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 1 ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი, ჩააგდეთ ასანთის კოლოფისოდენა ფუტკრის სანთელი და შემოდგით დაბალ ცეცხლზე, რომ სანთელი გადნეს. მაგრამ მოხარშული კვერცხის ნახევარი ცილა ჩანგლით დაჭყლიტეთ და თითებით თანდათან დაუმატეთ თაფლსანთელს. კარგად აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 10 -15 წთ, შემდეგ გაწურეთ კაპრონის ნაჭერში (კარგად რომ გაიწუროს ). შეინახეთ შუშის ქილით მაცივარში.
მალამო ძალიან ეფექტურია. როცა მისი დადება დაგჭირდებათ, წინასწარ გაათბეთ წყლის აბაზანაში 40 გრადუსამდე.

ეს სასწაულმოქმედი მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  1. ჰაიმორიტის დროს – პიპეტით აიღეთ და ცხვირში ჩაიწვეთეთ. ამბობენ, ყველაზე მძვინვარე ჰაიმორიტსაც კი შველისო. რომ არ გაცივდეს, უცებ მოახერხოთ ეს ყველაფერი. შეგიძლიათ ერთი საათის შემდეგ განმავლობაში ორჯერ ჩაიწვეთოთ გარკევული ინტერვალებით. მალამო ჰაიმორის ღრმულებში აღწევს და მთელი ძალით ექაჩება ჩირქს.
  2. ჩირქოვანი ოტიტი – გააკეთეთ ბაბის ჟგუტი და ყურში გაიკეთეთ. საჭიროებისდა მიხედვით იცვალეთ ჟგუტი, თან ყურს უკან ისვით მალამო. ის ქაჩავს ჩირქს. ასე ნებისმიერ ოტიტის მკურნალობა შეიძლება.
  3. ყელში ნახეთქების, აბსცესების, ჩირქოვანი ანგინის დროს – ყელში შიგნიდან წაისვით მალამო, გარედან კი გაიკეთეთ მისი კომპრესი. თუ ამას საღამოდან დაიწყებთ და ყოველ ერთ საათში პროცედურას გაიმეორებთ, დილისთვის მოშუშებული გექნებათ.
  4. ბრონქული პრობლემის, კუჭ – ნაწლავის ტკივილის, ტანზე ფურუნკულების დროს – მიიღეთ (გადაყლაპეთ) ნახევარ – ნახევარი ჩაის კოვზი მალამო ჭამამდე, დღეში სამჯერ.
  5. ქალური დაავადებები: ფიბრომა (10 კვირამდე ზომის), საკვერცხეების კისტა, მასტოპათია, მასტიტები – გაიკეთეთ ამ მალამოს ტამპონები და იცვალეთ დილას და საღამოს. ერთ კვირაში კისტები გაქრება, ფიბრომაზე მკურნალობა კი გააგრძელეთ.
    მკერდზე დაიდეთ მალამოთი გაჟღენთილი ქაღალდის ხელსახოცი, ზემოდან დაიფინეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი. შეძლებისდაგვარად იცვალეთ ყოველ ორ საათში ერთხელ.
  6. დამწვრობის, ძირმაგარების, შეშუპების, კბილის, მუხლის სახსრების ტკივილის დროს– ღამით მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ მალამო და თბილად შეიხვიეთ. სუფთა თითით წაისვით მტკივან კბილზე და შეიზილეთ ღრძილზე. ნახავთ, როგორ დაგიამდებათ!
  7. ტროფიკული წყლულებისა და განგრენის დროს – დაიფინეთ მალამოწასმული ხელსახოცი და იცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ. დაიწყება ჩირქდენა და თავად დარწმუნდებით, როგორ ჩინებულად წარიმართება მკურნალობა, მიუხედავად ძვირადღირებული პრეპარატების უშედეგობისა.

შენიშვნა!

სანთელი აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს და ფუტკრის! გარეგანი სარგებლობისთვის ნებისმიერი ზეთის გამოყენება შეგიძლიათ, ხოლო შინაგანი მიღებისთვის უმჯობესია ზეითუნის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი