ალექსანდრა საკუთარი სარდაფის შუაგულ ხვრელში ჩავარდა. ამოსვლისთანავე მეზობლებს დაუძახა

1136

ამერიკელი ალექსანდრა პოულოსი პატარა ქალაქ ლანსდაუნში დაიბადა. გოგონას ოჯახი უზარმაზარ ძველ სახლში ცხოვრობდა. მათი სახლის გვერდით მოხუცი ექიმი ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ალექსანდრას დღემდე ახსოვს მოხუცი ქალის სიტყვები, რომელიც მის გონებაში ბავშვობიდან დარჩა.

მეზობელი ყოველთვის ცდილობდა გოგონას მამისთვის ეთქვა, რომ მისი სახლის ქვეშ რაღაც კატაკომბა მდებარეობდა. მამამისი მოხუცი ექიმის ცოლის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. აი, პატარა საშას მოწონდა იმაზე ფიქრი, რომ სადღაც სარდაფის სიღრმეში საიდუმლო ოთახი იყო.

დროთა განმავლობაში ალექსანდრა გაიზარდა და მშობლიური ბუდე მიატოვა. მხოლოდ ცოტა ხნის წინ 43 წლის პოულოსს დაბრუნება მოუწია.

მისი დედა და ძმა, რომლებიც ძველ სახლში ცხოვრობდნენ, გარდაიცვალა, მამა წავიდა და წასვლამდე ქალიშვილს სახლი აჩუქა. თავად ქალს გადასვლა არ სურდა და სახლის გაქირავება დაიწყო.

ერთხელ, მაცხოვრებლებმა სახლის მეპატრონე გამოიძახეს იმის ჩივილით, რომ სარდაფში იატაკი ჩავარდა. ალექსანდრამ აღმოაჩინა, რომ ხვრელს რომელიღაც შენობამდე მიყავდა, რომლის შესახებ ადრე წარმოდგენაც არ ჰქონდა!

დაქირავებულმა მუშებმა გათხრა გააგრძელეს. სარდაფის ქვეშ 4 მეტრის სიღრმეზე ფართო ოთახი აღმოაჩინეს, რომელიც ადრე გვირაბების მთელ ქსელს ერთვოდა.

მისის პოულოს იმწამსვე გაახსენდა: აი, კატაკომბები, რომლებზეც მოხუცი მეზობლები ამბობდნენ. როგორც აღმოჩნდა, მოხუცი ქალი მართალი ყოფილა.

დაფიქრებულმა ალექსანდრამ მის მშობლიურ ქალაქთან დაკავშირებული ისტორიული ჩანაწერების ძიება დაიწყო. რამდენიმე კვირიანი ძიების შემდეგ გაარკვია, თუ ძველი სახლის ქვეშ იდუმალი კატაკომბები საიდან გაჩნდა.

საბედნიეროდ, პოულოსის წინაპრებს კოტრაბანდა არ გადაჰქონდათ და პატიმრებს პირქუშ ბუნაგში არ მალავდნენ. პირიქით, სახლის წინა მფლობელებს საკმაოდ კეთილშობილური მიზნები ჰქონდათ.

როგორც ჩანს, სარდაფის ოთახი ე.წ. მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემის ნაწილი იყო. თავის დროზე ასე ეწოდებოდა მიწისქვეშა ქსელს, რომელიც შავკანიანი მონების სამხრეთ შტატებიდან ჩრდილოეთისკენ გადაყვანას ემსახურებოდა.

ადამიანები, რომლებიც უბედურებს ეხმარებოდნენ, სპეციალურ თავშესაფრებს აშენებდნენ, სადაც მათ დასვენება შეეძლოთ. ხოლო გაქცეულები იატაკქვეშა გვირაბებით მოგზაურობდნენ.

თუ ადრე ალექსანდრა უბრალოდ ხვრელის ამოვსებას აპირებდა, ახლა აქ კარის გაკეთება სურს. თავად ოთახი შეიძლება მინი-მუზეუმად მოეწყოს იმ ადამიანების საპატივცემულოდ, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად შავკანიან მონებს ეხმარებოდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს