ფილმები, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ. მათ ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ

0
208

ვთვლი, რომ საკმაოდ დახელოვნებული ვარ კონტენტის მოხმარებაში, მაგრამ ძალიან ზარმაცი თავისუფალი დროის ორგანიზებისთვის. სწორედ ამიტომ, ხშირად მივმართავ სხვადასხვა რეიტინგს და სიას. ალბათ, ერთხელ მაინც ნანახი გაქვთ „მსოფლიოს 100 საუკეთესო წიგნის“ ან „100 საუკეთესო ფილმის“ სია. გულწრფელად, მსგავს სიებში ბევრი ნაწარმოები საკმაოდ საკამათოა. ზოგიერთი კლასიკამდე ვერ აღწევს, ამიტომ დროთა განმავლობაში მორალურად ძველდება. ცოტა ხნის წინ შემხვდა უცნობის მიერ ერთ ლამაზ პოსტად შედგენილი ფილმების სია, რომლებიც ცხოვრებას ცვლის.

მრცხვენია ვაღიარო, რომ ამ სიიდან ბევრ ფილმზე განაგონი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რა საგანძური გამომრჩა. ზოგიერთის ნახვა არასდროს მომდომებია. ხშირად ასეთი ფილმები თავისებურად კარგია, მაგრამ დამღლელი. სხვებს ყურადღება არ მივაქციე, რადგან ახლობლებმა გააკრიტიკეს. თუმცა მოცემულ ფილმებს ერთი ამოსუნთქვით შეგიძლიათ უყუროთ. გარდა ამისა, მსოფლმხედველობას ცვლის, ზოგიერთი მათგანი ნებისმიერ ქოუჩზე უკეთ ზრდის მოტივაციას.

ცხოვრების შემცვლელი ფილმები

1. “გაქცევა შოუშენკიდან“, 1994 წ.

მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ათეულში შედის და აბსოლუტურად დამსახურებულად! თუ ცხოვრებაში რაღაც სერიოზული მოხდა, რამაც შეგარყიათ, გაიქეცით და ნახეთ ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“. მამოტივირებელი ფილმია, რომელიც მთების გადაადგილების სურვილს აღვიძებს.

2. “ჩემი სადილი ანდრესთან“, 1981 წ.

სასიამოვნო კომედიური დრამა, რომლის შესახებ ერთ–ერთმა კომენტატორმა თქვა: „შეგიძლიათ 10 წელი დახარჯოთ თვითგანვითარების წიგნებზე ან უყუროთ ამ ფილმს და ბევრი სასარგებლო დასკვნა გამოიტანოთ“.

3. “მკვდარი პოეტების საზოგადოება“, 1989 წ.

ეს ფილმი ბადებს კითხვის, განსაკუთრებით პოეზიის ღრმა სიყვარულს. თუ დიდხანს ვერ ახერხებთ წიგნის ხელში აღებას, ნახეთ, როგორ აკეთებს ამას რობერტ უილიამსი. ფრთხილად: ფილმი გიბიძგებთ დიდი საქმეების კეთებისკენ!

4. “ფორესტ გამპი“, 1994 წ.

ერთხელ მოწყენილი ვიყავი, კინომოყვარულ მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, ერჩია რამე სახალისო და ოპტიმისტური. მირჩია „ფორესტ გამპი“. ვაღიარებ: ფილმის ყურებისას 5–ჯერ ვიტირე და საქმე იმაში არაა, რომ სევდიანია, უფრო ძალიან მგრძნობიარე. ვიტყოდი, იმის შესახებ არის, როგორ ახერხებს ხალხი ერთი შეხედვით გადაულახავის გადალახვას. როგორი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და საოცარია ცხოვრება. თუ ეძებთ ემოციურ კათარზისს, ფორესტ გამპი ამას უზრუნველყოფს.

ფილმები, რომლებიც ცვლის რეალობის აღქმას

5. “მატრიცა“, 1999 წ.

პირველი ნაწილი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ყველა ვცხოვრობთ სიმულაციაში. ეს აზრი ფილმის ნახვის შემდეგ დიდხანს არ გვტოვებს. სამწუხაროდ, ბოლო მატრიცას, რომელიც 2 წლის წინ ვნახეთ, განუმეორებელ ორიგინალთან თითქმის არაფერი აქვს საერთო.

6. “სამართებელზე მორბენალი“, 1982 წ.

მოდით, გავფანტოთ ფანტასტიკის სქელი ფერები, რომელიც დროთა განმავლობაში მართლაც წინასწარმეტყველური ხდება. ანდროიდების და სიცოცხლის ღირებულების თემაზე დაფიქრება შეგიძლიათ 1982 წლის ფილმში. შეგიძლიათ შეადაროთ ფილმს „სამართებელზე მორბენალი 2049“, განუმეორებელი რაიან გოსლინგის მონაწილეობით.

7. “ტრუმენის შოუ“, 1998 წ.

შეუდარებელი ჯიმ კერი ისევ არღვევს ყველა შაბლონს, ამჯერად დამკვირვებლის ეფექტის თემას ავლენს. წარმოიდგინეთ, აღმოაჩინეთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება ტელესერიალია, ხალხი – მსახიობები, გარშემო დეკორაციებია, თქვენ კი ამ ტელეშოუს პერსონაჟი, რომელსაც მთელი პლანეტა უყურებს.

8. “ადამიანი პლანეტა დედამიწიდან“, 2007 წ.

წარსულში მოგზაურების ან სხვა ისტორიული ეპოქის ადამიანების მოგზაურობა რეალურ დროში კარგად გახსნილია ამ ფილმში. სამეცნიერო ფანტასტიკა შთამბეჭდავი სიუჟეტით, რომლის დაჯერებაც გვინდა.

9. “სტალკერი“, 1979 წ.

როგორც ტარკოვსკის ყველა ფილმი, ესეც ცხოვრებაზე წარმოდგენას ცვლის. ფილმის ნახვის შემდეგ ფანტასტიკის მოყვარულები აღფრთოვანებულნი იქნებიან მეტეორიტის ჩამოვარდნის და სხვადასხვა სახის ანომალიებით სავსე სპეციალური ზონის წარმოქმნის შესახებ.

ფილმები, რომლებიც ცხოვრებას ცვლის

10. “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული“, 2003 წ.

ფილმი ორ ბერზე, რომლებიც ცხოვრობენ ყველა მხრიდან წყლით გარემოცულ ადგილზე, ტბაზე მცურავ ქოხში. ისინი აკვირდებიან სეზონის ცვლილებებს, რომლის შეჩერება შეუძლებელია ისევე, როგორც სიცოცხლის ციკლის. ფანები მას ფილმოგრაფიულ პოეზიას უწოდებენ.

11. “მოჩვენებებით გატაცებულნი“, 2001 წ.

ალბათ, ერთადერთი საყოველთაოდ აღიარებული ანიმაციური ფილმი და ჰაიაო მიაძაკის ჩემი საყვარელი ნამუშევარი. ამბავი გოგონაზე, რომელიც მშობლებთან ერთად მოჩვენებების სამყაროში აღმოჩნდა. მშობლების გადასარჩენად და იდუმალი ადგილიდან თავის დასაღწევად გოგონას უწევს ბევრი სირთულის გადალახვა და ზებუნებრივი მეგობრების შეძენა. ფილმი გვაოცებს სურათების სიმრავლით და ზოგიერთი ჩანაფიქრის გენიალურობით: გაცოცხლებული ნახშირი ღუმლიდან, მოლაპარაკე კარის სახელურები, მფრინავი ჯადოქრები და მოჯადოებული ბრინჯის ღვეზელები.

12. “მელანქოლია“, 2011 წ.

ამ ფილმის ქვეშ ბევრი წერს არაერთგვაროვან კომენტარს. ზოგს მოსწონს, ზოგს სძულს. ნებისმიერ შემთხვევაში, გულგრილი არავინ რჩება. ფილმი მათთვის, ვისაც სამყაროს აღსასრულზე დაფიქრება სურს.

13. “კოსმოსური ოდისეა“, 1968 წ.

ცოტა მოძველებული ეფექტებია, მაგრამ ამ ფილმში ჩადებული ღრმა ფილოსოფია დიდებული მუსიკის ფონზე დიდხანს გონებაში რჩება. ახლა აქტუალურია: ფილმი გვიყვება კაცობრიობის ევოლუციაზე და მის ურთიერთქმედებაზე ხელოვნურ ინტელექტთან.

14. “მიდსომარი“, 2019

ვამდიდრებ სიას მოდური და თანამედროვე შვედური ფილმით ჰორორის ჟანრიდან, რომელიც ცხოვრებაზე და თავად სიკვდილზე წარმოდგენას ცვლის. აქ არ არის სისხლიანი მონსტრები, სისხლის მდინარეები ან მანიაკები.

ფილმები ღრმა ფილოსოფოით ოჯახზე და შვილებზე

15. “ცხოვრების ხე“, 2010 წ.

„მამათა და შვილების“ პრობლემა მაქსიმალურად გახსნილია, ასევე ცხოვრების ფორმულა. მინდა ვურჩიო ახალგაზრდა მშობლებს!

16. “ვეშაპი“, 2022 წ.

ამბავი მარტოხელა მამაკაცზე, რომელიც სიმსუქნით კვდება, რომელიც ცდილობს ურთიერთობის დალაგებას რთული ხასიათის მოზარდ ქალიშვილთან. გულისამაჩუყებელი სიუჟეტია.

ისტორიული ფილმები

17. “ცხოვრება მშვენიერია“, 1997 წ.

იტალიური ტრაგიკომედია მოგვითხრობს ოჯახის მძიმე ბედზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა. შვილის გადასარჩენად მამა თამაშს იგონებს. თითქოს ყველაფერი, რაც ხდება, თამაშია. შეუძლებელია ამ ფილმის ნახვის შემდეგ გულგრილი დარჩეთ.

18. “მგლებთან მოცეკვავე“, 1990 წ.

თავისი დროისთვის გრძელი ფილმი: 236 წუთი, თითქმის 4 საათი. დარწმუნებული იყავით: თითოეული წუთი თავისებურად საინტერესოა. შთამბეჭდავი ისტორია ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელიც ბედის ძალით ინდიელების ცხოვრებაში ეფლობა. მოვლენები სამოქალაქო ომის დროს ხდება.

19. “შინდლერის სია“, 1993 წ.

სიუჟეტი ნაცისტური პარტიის წევრის, მისტერ შინდლერის ნამდვილ ბედზე, რომელმაც ათასობით ებრაელი გადაარჩინა. ფილმი, რომელიც აღვიძებს ჰუმანიზმს ყველაზე გულღრძო ადამიანშიც.

ცხოვრების შემცვლელი ფილმები: ადამიანური ურთიერთობების სიღრმის აღმოჩენა

20. “ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“, 2004 წ.

სიაში ნახვამდე დიდი ხნით ადრე ვუყურე, მაგრამ წლების განმავლობაში მის ყურებას ვერ ვბედავდი. მეგობრები მიყვებოდნენ, როგორ ტიროდნენ მთელი ფილმის განმავლობაში ამ დრამატული ურთიერთობის შემხედვარე. ტირილის განწყობა კი არ მქონდა. ბოლოს ფილმს ვუყურე შეყვარებულთან ერთად, რომელსაც რამდენიმე თვის შემდეგ დავშორდი. გულწრფელად, ამ ფილმმა მორალურად მომამზადა. ღრმად მგრძნობიარე, მეტაფორული და გამგმირავი. საოცარი ჯიმ კერის მონაწილეობისთვის 10 ქულას დავამატებ.

21. “კასაბლანკა“, 1942 წ.

ერთ–ერთი ძველი ფილმი ამ სიაში, რომელიც დღემდე ბევრ ფილმს ჩრდილავს. რომანტიკა ფილმის ცენტრშია, მაგრამ ამ ნაწარმოების ერთადერთი მიმზიდველობა არაა.

22. “ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“, 2008 წ.

კაცი ახალგაზრდავდებოდა, ქალი ბერდებოდა. არც ერთს და არც მეორეს არ შეეძლო დროის გაჩერება და ყველაფრის შემოტრიალება. ფილმი ახლებურად გვანახებს ასაკის ცნებას. ეს ნამდვილად არის ფილმი, რომელიც ცხოვრებას ცვლის.

23. “მოჩვენების ისტორია“, 2017 წ.

უფრო ზუსტად, ისტორია გარდაცვლილ კაცზე, რომელიც სიკვდილის შემდეგ საკუთარ სახლს მიეჯაჭვა და აკვირდება, როგორ გრძელდება მისი შეყვარებულის ცხოვრება. საშუალო რეიტინგის მიუხედავად ნამდვილად ღირებული ფილმია.

ფილმები, რომლებიც ენერგიით გვავსებს

24. “ამელი“, 2001 წ.

ამ ფილმს აქვს შესანიშნავი რეიტინგი და შეფასებები. ანტიდეპრესანტ ფილმსაც უწოდებენ, რომლის ნახვის შემდეგ სევდას იშორებ. არის აქ ურთიერთობის გულში ჩამწვდომი ამბავი, მაგრამ უფრო აქცენტი კეთდება, როგორ უნდა გაუგოთ ადამიანებს და საკუთარ თავს. შესანიშნავი თერაპიული ეფექტი!

25. “იქ მყოფი“, 1979 წ.

ფილმი ცნობილია, როგორც „ყოფნის ეფექტი“ და საუკეთესო ამერიკული კომედიების სიაში 26 ადგილს იკავებს. ფილმი მოსაშვებად და ემოციური განტვირთვისთვის.

სხვისი ცხოვრების თვალთვალი

26.“დეკალოგი“, 1988 წ.

მათთვის, ვისაც არ უნდა კარგი ფილმის დასრულება.10 ფილმისგან შემდგარი სერილია, რომელიც გვაჩვენებს 10 ამბავს, რომელიც ნებისმიერს შეიძლება თავს გადახდეს. პოლონელი რეჟისორის ფილმი, რომელშიც კრიტიკოსები ღვთის 10 მცნებაზე მინიშნებას პოულობენ.

27. “მალჰოლანდ დრაივი“, 2001 წ.

ამ ფილმზე კინოს მოყვარულები წერენ, რომ ფილმი საკმაოდ შემზარავია თავისი დროისთვის. გასაკვირი არაა, რადგან ეს ფსიქოლოგიური დრამა, დეტექტივია. მინიშნებებს უნდა დააკვირდე, რომ საერთო სურათი შექმნა. წარმოსახვას აცოცხლებს.

28. “ოცნების რექვიემი“, 2000 წ.

ამერიკული ფილმი, რომლის პერსონაჟებსაც აქვთ დიდი ამბიციები და ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება. დარენ არონოფსკის ფილმი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე დაგაფიქრებთ.

29. “თარგმანში დაკარგული“, 2003 წ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დამღლელი ფილმია, ნელი, რთული გადახვევის და სიურპრიზების გარეშე, მაგრამ ძალიან ცოცხალი. თითქოს ეკრანს არ უყურებთ, არამედ სხვის ცხოვრებას უთვალთვალებ. ფილმი ღია დასასრულის მოყვარულთათვის.

30. “მაგნოლია“, 1999 წ.

ერთი დღის ამბავი, რომელიც 9 სხვადასხვა ისტორიას ერთ დასასრულში აერთიანებს. ამბები ერთმანეთში იხლართება, ამიტომ აზრის დაჭერა საკმაოდ რთულია, მაგრამ ღირს. კონცეფცია ცოტათი მოგვაგონებს არანაკლებ ცნობილ ფილმს „ღრუბლიანი ატლასი“.

31. “მინარევი“, 2013 წ.

კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან ძლიერი ფილმი შიდა ტრანსფორმაციის შესახებ. ამჯერად ხდება იძულებით და არა უკეთესობისკენ: ამბავი ქალზე, რომელიც გახდა ქურდის მსხვერპლი, რომელმაც მის სხეულში პარაზიტი შეიყვანა, რომელიც ახლა მის ცნობიერებას მართავს. როგორ მოიშორა კონტროლი და რა დასკვნები გააკეთა, ნახეთ საათნახევრიან სამეცნიერო ფანტასტიკურ დეტექტივში.

მძიმე და ღრმა ფილმები

32. “მეშვიდე ბეჭედი“, 1957 წ.

ღირს ყურება, თუნდაც მხოლოდ ლეგენდარული რეჟისორის ინგმარ ბერგმანის პატივსაცემად. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ინგლისურენოვან სიაში მხოლოდ რამდენიმე შვედური ფილმია. „მეშვიდე ბეჭედი“ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ფილმი სავსეა ფილოსოფიური და პირქუში სურათებით. გირჩევთ, ყურებისთვის მორალურად მოემზადოთ.

33. “პერსონა“, 1966 წ.

კიდევ ერთი მძიმე ფილმი, რომელიც ეგზისტენციალური დრამის ჟანრს მიეკუთვნება. ამ ფილმისთვის წინასწარ მორალურად მოემზადეთ. მსუბუქად ვერ შეხედავთ.

34. “ტურინის ცხენი“, 2011 წ.

ნაკლებად ცნობილი და უკიდურესად ტრაგიკული ფილმი გაგიჟებულ ნიცშეზე, რომელიც იტალიის ერთი ქალაქის ქუჩაზე მკვდარ ცხენს გლოვობს. ფსიქიურად დაავადებული ადამიანის სულიერი განცდების მთელი სიმძიმის შეგრძნებას ყველას ვერ გაბედავს!

35. “12 განრისხებული მამაკაცი“, 1957 წ.

გახმაურებული იურიდიული ფილმი, რომელის მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ხუთეულშია. ეს რაღაცას უკვე ამბობს, ასეა? სიუჟეტი მოგვითხრობს 12 ნაფიც მსაჯულზე, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ პატარა ბიჭის ბედი ღარიბი უბნიდან. ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა მოზარდი დამნაშავე მამის მკვლელობაში.

36. “ტაქსის მძღოლი“, 1976 წ.

თრილერი, დრამა და კრიმინალური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მარტოხელა ვეტერანზე, რომელიც ნიუ–იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობს. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ტაქსის მძღოლმა არ გადაწყვიტა ბეტმენის როლის მორგება და ქალაქის გაწმენდა ცოდვილებისგან. სასიამოვნო საყურებელია მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, როგორია რეალურ სამყაროში გახდე სუპერგმირი. მძიმე ნუარის მოყვარულებს!

37. “ველურ პირობებში“, 2007 წ.

სოციალურ ქსელში ბევრი შეფასება შეაგროვა. ამბავი ახალგაზრდა მოგზაურზე, რომელმაც მოგზაურობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ გაატარა. ფინალს არ გავამხელთ, მაგრამ მოემზადეთ, რომ დატოვებს მძიმე გრძნობას, რომელსაც დიდხანს ვერ მოიშორებთ.

38. “სკაფანდრი და პეპელა“, 2007 წ.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, ამიტომ საშინლად მართალია. მეორეც, ამბავი ადამიანზე, რომლის სხეული მთლიანად პარალიზებულია, ბადებს კითხვებს, როგორ აგრძელებს მისი გონება ცხოვრებას, როდესაც სხეული უმოძრაო გარსი გახდა. ამბობენ, გენიალურობის მიუხედავად ფილმმა წიგნს ვერ გადააჭარბა.

თითოეული ფილმი უნიკალურია, მაგრამ არა ერთადერთი. ყველა ეს ფილმი ცხოვრებას ცვლის. ზოგს ცივი გონებით უნდა შეხედო, ზოგს მსუბუქი გულით. და მაინც, ფილმის ნახვის შემდეგ ფიქრისთვის ბევრი საკვები რჩება. იქნებ, მათში იპოვოთ აზრები, რომელთაც დიდხანს ეძებდით.