ასაკთან ერთად ცხოვრებაზე შეხედულებები იცვლება და ბევრ რამ სხვაგვარად აღიქმება. მაგალითად, ბავშვობაში ჩვენი აგარაკი ტბის მახლობლად, მოწესრიგებული ბაღით და პატარა ბოსტნით, სამოთხედ მეჩვენებოდა, სადაც იყო ახალი ხილი, ბოსტნეული და კენკრა. ახლა ასოცირდება არა სუფთა ჰაერთან, არამედ მავნებლებთან მარადიულ ბრძოლასთან საკუთარი მოსავლისთვის. მარჯვე მავნებლები ბოსტანში ყველაზე გემრიელს პოულობენ და ჭამენ. მათ შორის ყველაზე მზაკვარია მახრა ჩვეულებრივი. მასთან ახლოს გაცნობა მომიწია.
დღეს პაპარაცი დეტალურად გაგაცნობთ ამ მწერს და გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ მას.
მახრა ჩვეულებრივი
მახრა, ბოსტანა საკმაოდ უსიამოვნო გარეგნობის არსებაა და ჭამს ყველაფერს, რაც შეხვდება. ჭამს თესლს, მარწყვს, ბოლქვს, ფესვს, ყლორტს, ღეროს, ასევე პატარა უხერხემლოს. მწერი შიმშილით არ მოკვდება.
მახრა უპირატესობას ანიჭებს ბაღის ტენიან ადგილებს, რომელიც ნაკელით გამდიდრებულია. ნიადაგში სოროს თხრის, ახალგაზრდა მცენარეების ნაზ ფესვებს აზიანებს. მდედრი ხოჭო 20 სმ–მდე სიღრმეში ბუდეს აშენებს და მინიმუმ 300 კვერცხს დებს. წარმოუდგენელი ნაყოფიერების წყალობით მავნებელი სწრაფად ვრცელდება. თუ მასთან საბრძოლველად ზომებს არ მიიღებთ, მოსავლის გარეშე შეიძლება დარჩეთ.
რისი ეშინია მახრას და როგორ ვებრძოლოთ?
მახრა დაბალ ტემპერატურაზე კვდება. მათთვის ბოსტანში 80 სმ–მდე სიღრმეზე ხაფანგებს აკეთებენ: მოსავლის აღების შემდეგ ორმო ამოთხარეთ, ნაკელით გაავსეთ და ზემოდან მიწა მოაყარეთ, ადგილის აღსანიშნავად ჯოხი ჩაარჭეთ. რეკომენდებულია, ხაფანგისთვის გამოიყენოთ ცხენის ნაკელი, რადგან ხოჭოებს ის ყველაზე მეტად მოსწონთ. მწერები გამოსაზამთრებლად აქ შეიკრიბებიან. შუა ზამთარში ხაფანგი ამოთხარეთ და ნაკელი თხელ ფენად კვლებზე გაფინეთ. მათში დამალული მავნებლები გაიყინება.
გაზაფხულზე და ზაფხულში, დაბარვის ან გამარგვლის დროს, მახრას სოროებში ჩაასხით 100–100 მლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი ან 1 ლ ხელნაკეთი ხსნარი, რომელიც მზადდება წყლის, დიზელის საწვავის, ქათმის სკინტლის, სარეცხი საპნის ან სხვა სარეცხი საშუალების შერევით. ხსნარის ნაცვლად ქრისტესისხლას ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მის მოსამზადებლად ნახევარ ვედრო დაქუცმაცებულ მცენარეს წყალი დაასხით ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს. 3 დღე გააჩერეთ და გადაწურეთ. ზედაპირზე ამოსული ხოჭოები შეკრიბეთ და გაანადგურეთ.
ქათმის სკინტლი შეაგროვეთ. გამოიყენება ნიადაგის გასანაყოფიერებლად, ბოსტანში მოსაყრელად მავნებლების მოსაგერიებლად. ამ მიზნით კვერცხის ნაჭუჭიც გამოიყენება. დააქუცმაცეთ და თითოეულ ორმოში ან ღარში ჩაყარეთ, როცა მიწის კიბოს მოშორება დაგჭირდებათ. თუ ბოსტანი პატარაა, ნაფშვენი მთელ ნაკვეთზე მოაყარეთ.
ხაფანგები
მახრების მოსაშორებლად სპეციალურ ხაფანგებს აკეთებენ. მაღაზიაში ყიდულობენ ან თავად აკეთებენ. ყველაზე მარტივი – ბოთლი, რომელიც ერთი მეოთხედით ლუდით სავსეა. ბოთლი ბასრი კუთხით მიწაში ჩაფლეთ ისე, რომ ბოთლის ყელი ბოლომდე არ დაიფაროს. კონსტრუქცია მზისგან დამალეთ. ზემოდან დააფარეთ კალის, ლინოლეუმის ან ფიქალის ნაჭერი.
ხაფანგი ყოველ სამ დღეში შეამოწმეთ. ზოგი ახერხებს მახრების დაჭერას სამმაგი სათევზაო კავების გამოყენებით, რომელთაც მტაცებელ თევზებზე თევზაობისას იყენებენ. სამმაგ კავებს სათევზაო ძაფით ჯოხზე ამაგრებენ, პატარა თასმას ტოვებენ და ორმოში უშვებენ. ანკესზე წამოგებულ მავნებლებს მიწიდან იღებენ.
მახრების გასანადგურებლად ინსექტიციდები შეგიძლიათ გამოიყენოთ. შხამით მათი გამოკვება მარტივია. ძველ ქვაბში მოხარშეთ ბარდა, ხორბალი, სიმინდი ან ქერი და გააგრილეთ. თესლი შეგიძლიათ თერმულად არ დაამუშავოთ, არამედ ღამით ლუდი დაასხათ. შემდეგ დაუმატეთ შხამიანი პრეპარატი და 1 დღე გააჩერეთ. მოწამლული მარცვლები ორმოებში გაანაწილეთ და ფიქალი დააფარეთ ან მიწა მოაყარეთ, რომ ფრინველებმა არ შეჭამონ.
მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ უკვე დამუშავებული ფეტვი, რომელიც აგარაკზე პირდაპირ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქიმიური საშუალების გამოყენებისას დაიცავით უსაფრთხოების ზომები და იმუშავეთ ხელთათმანებში.
არსებობს მოსაზრება, რომ მახრა ვერ იტანს გულყვითელას, ხავერდას და მდოგვის არომატს. გამორიცხული არაა, რომ ეს მცენარეები მახრას არ მოსწონს, მაგრამ მათი დახმარებით მავნებელი ვერ მოვიშორე. სწორედ ამიტომ, ლუდის ბოთლები ორმოებში მოვათავსე, ასევე მოწამლული სიმინდი დავმარხე. ამის შემდეგ მახრა გაქრა.