„ის ვერ გაიგებს. და როცა გაიგებს, გვიანი იქნება!“

428

-ვახო… ვახო რაა? – დაისხა ლიკამ ჩაი.

-მეც ამას ვამბობს. შენს ვახოს საერთოდ არ გააჩნია ამბიციები. ქორწილში მშობლებისგან საჩუქრად ბინა მიიღო და მორჩა. სხვა მნიშვნელოვანი აღარაფერი უყიდია. ასე არ არის?

-ჰო, – ჩაილაპარაკა ლიკამ და გამწარდა იმის გამო, რომ მისი მეგობრის სიტყვები სუფთა სიმართლე იყო. – ამაზეც, მადლობა! როგორც ამბობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ქორწილამდე სამი დღით ადრე შვილისთვის ბინის ჩუქება ძალიან საზიზღრობაა.

-ოჰ, არაუშავს! აჩუქა და აჩუქა.

ლიკამ უხმოდ დაუქნია თავი. ლიკას არასდროს უთქვამს არავისთვის, რომ ბინის ჩუქებას ორივესთვის აპირებდნენ და არა მხოლოდ მისი ქმრისთვის. ეს მხოლოდ დედამისმა იცოდა.

-ახლა კი შენ, ამ სამ წელიწადში სამი სამსახური გამოიცვალე, ბანკიდან ფინანსურ კორპორაციამდე! ახლა გენერალური დირექტორის მოადგილე ხარ. კარიერული ზრდა აშკარაა, ისევე როგორც შემოსავლის.

-და რა?

-და ის, რომ შენი ვახო, რომელიც ისევ იმავე სამსახურში მუშაობს, შენთან შედარებით არავინაა!

-მაგრამ მას აქვს ბინა, სადაც მე ვცხოვრობ. მე კი -არა, – გაიფიქრა ლიკამ საპასუხოდ და მხოლოდ თავი დაუქნია.

-როგორ მიიღო მან შენი დაწინაურება?

-მისთვის არაფერი მითქვამს ამის შესახებ.

-რატომ? – თითქმის აღშფოთდა მეგობარი. -ლიკა, შენს ახალ თანამდებობაზე თითქმის სამი თვე ხარ და სახლში არაფერს ამბობ? საინტერესოა!

-რატომ უნდა იცოდეს ჩემი შემოსავლის შესახებ?

-ესეც სიმართლეა.

სახლისკენ მიმავალმა ლიკამ კიდევ ერთხელ შეაქო საკუთარი თავი, რომ მეგობარს ყველაფერი არ უთხრა. დღეს იგი აღიარების ზღვარზე იყო. მაგრამ ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა!

საიდუმლო ყოველთვის ერთმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ან მაქსიმუმ ორმა. ასე რომ, იყავი ჩუმად და გააგრძელე იგივე შემართებით.

ექვსი თვის მერე

ლიკა დედის სახლიდან დაბრუნდა – რიტუალი, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში არ დაურღვევია.

-ჩემი საყვარელი სიდედრი როგორაა? – კითხვით მიმესალმა ქმარი.

-კარგად, ერთხელ მაინც მოინახულე.

-არა, ჩვენი ურთიერთობა საუკეთესოა მხოლოდ დისტანციაზე, – გაუღიმა ქმარმა. – არ მინდა, რომ დასვენების დღე დედაშენთან გავატარო. მაპატიე.

ცოლმა თავი დაუქნია. არაფრის დაძალებას არ აპირებდა.

როცა ლიკა უკვე ჩაის ასხამდა სამზარეულოში, უცებ ვახო გამოჩნდა და ჰკითხა:

-ლიკა, სად არის ხელფასი?

ცოლს ჭიქა კინაღამ გაუვარდა ხელიდან.

-რა ხელფასი?

-შენი.

-შენ მას ხედავ.

-როგორც ჩანს, მთლიანად არა. რატომ არ თქვი, რომ დაწინაურდი?!

-ოჰ, დამაწინაურეს. და მერე რა?

-ანუ ხელფასიც მოგიმატეს?

-დიახ, არის ასეთი რამ.

-და სად არის?

-ვინ?

-ფული?

-არ არის, – ლიკა საჭირო ინტონაციით საუბრობდა, რომელიც განავითარა მუდმივი ვარჯიშის შედეგად ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

-როგორ თუ, არა არის?

-მე ამ ფულს ვხარჯავ.

-რისთვის?

-საკუთარი თავისთვის.

-რას გულისხმობ?!

ლიკამ ფრთხილად დადო ცხელი ჭიქა და მაშინვე აფეთქდა:

-ვახო, ქართული არ გესმის?! საკუთარ თავზე ვხარჯავ. კოსმეტოლოგი, ვარცხნილობა, მასაჟი. თუ ვერ შეამჩნიე?

-კი, არის რაღაც, – გაურკვევლად ჩაილაპარაკა ქმარმა.

-არის რაღაც?! ავად ხარ? გესმის, რომ ამ „რაღაცით” კიდევ უფრო მაწყენინე?
-კარგი, ლიკა. ნუ ბრაზობ. ყველაფერი გავიგე.

-რა გაიგე? ამხელა თანხას ვახმარ საკუთარ თავს თითქმის ექვსი თვის განმავლობაში და ვისთვის? ჩემი ქმარი საერთოდ ვერაფერს ამჩნევს!

-რას დაიქოქე? შენ ყველაზე ლამაზი ხარ. მაპატიე.

ლიკა უკვე ტიროდა. შემდეგ კი უცებ ჰკითხა:

-საიდან გაიგე ჩემი დაწინაურების შესახებ?

-მე? რა ვიცი, გავიგე.

-ვისგან? შენ ჩემ სამსახურში ნაცნობები არ გყავს! თუ გაიჩინე ვინმე? მაგალითად, ქალი.

ქმრის სახის გამომეტყველების მიხედვით, ლიკა მიხვდა, რომ მიზანში გაარტყა.

-აბა, მითხარი, ვინ არის?

-ლიკა, მთლად გააფრინე? არავინ მყავს. დაწინაურების შესახებ ლექსომ მითხრა.

-აჰ, – უცებ დამშვიდდა ლიკა. – გასაგებია. მისი ცოლი ბუღალტრულ ფირმაში მუშაობს?

-ჰო.

-საზიზღარი! – ჩუმად ჩაიჩურჩულა ცოლმა. -არა და, მე მოვიწვიე მისი კანტორა ჩვენთან აუთსორსინგისთვის! კარგი, ხვალ გავარკვევ ამას.

-კარგი, – დამშვიდდა ქმარიც.

უქმეებზე ლიკა კვლავ წავიდა დედასთან.

-ვახო, იქნებ შენც წამოხვიდე?

-არა, ლიკა. იქ რა ვაკეთო? თქვენ ქალურ ამბებს არჩევთ, მე რაში გჭირდებით? შენ წადი.

-კარგი, როგორც იტყვი, – მხრები აიჩეჩა ცოლმა.

ორი საათის შემდეგ ლიკა დედას ამშვიდებდა:

-დედა, არ ინერვიულო. შენ თუ არ წამოგცდება, ბინის შესახებ არავინ გაიგებს.

-ვისთან უნდა ვილაპარაკო?

-ხოდა არ ილაპარაკო. მითუმეტეს იმაზე, თუ როგორ მოგცეს შენ, პენსიონერს, ამხელა იპოთეკა.

-ლიკა, რა გააკეთე?

-მე? არაფერი, დედა. უბრალოდ კარგი კავშირები მაქვს ბანკში. და სხვას არავის მისცემენ ასეთ იპოთეკას. ასე რომ, ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახე.

-და თუ ვახო…

-ის ვერ გაიგებს. და როცა გაიგებს, უკვე გვიანი იქნება. მოკლედ, შენ იმ ბინაში ნუ წახვალ. ყველა საკითხს მე მოვაგვარებ. ხვალ კი შუადღისას შევხვდებით ნოტარიუსში მინდობილობის გასაკეთებლად. არ დაგავიწყდეს.

-მახსოვს. პასპორტიც კი დავდე კარადაზე. ოჰ, ლიკა, რა თავის ტკივილი გამიჩინე, ამ ბინით.

-დედა მალე დამთავრდება ყველაფერი. არ ინერვიულო.

ლიკა ვახოს სამი თვის შემდეგ დაშორდა. მეუღლეებს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ.

ქმარს ძალიან არ უდარდია: დიდი ხანია სხვასთან ჰქონდა რომანი.

მაგრამ ის მაინც ვერ მიხვდა, რომ მისმა მეუღლემ მალულად იყიდა დედის სახელზე ძვირადღირებული სამოთახიანი ბინა იპოთეკით და 30%-იანი წინასწარი შენატანით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს