უმკურნალეთ ფეხის სოკოს სახლის პირობებში.

1807

როგორც წესი სოკო ფეხის ფრჩხილზე ჩნდება, მაგრამ ისინი ზოგჯერ ხელებზეც გავრცელდებიან ხოლმე. მათი მოშორება არა მხოლოდ ფრჩხილების სილამაზისთვის არამედ მათი ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. თუკი ფრჩხილები თქვენს ფეხებზე ან ხელებზე შეიძენს მოყვითალო, მომწვანო ან მოყავისფრო ფერს ყურადღება მიაქეციეთ ამ ნატურალურ საშუალებებს სოკოს სამკურნალოდ.

რა არის ფრჩხილის სოკო

ამ დაავადების სამედიცინო სახელწოდებაა – ონიხომიკოზი, მაგრამ ჩვეულებრივ ჩვენ მას როგორც “ფრჩხილის სოკოს” მოვიხსენიებთ. უფრო ხშირად ის მამაკაცებში გვხვდება.როგორც წესი სოკო ცერა თითის ფრჩხილს აზიანებს, ზოგჯერ კი ხელის ფრჩხილებსაც – ეს მეტწილად ქალბატონებში ხდება.

თუკი სოკომ ერთი ფრჩხილი დააზიანა, ის შესაძლოა ამ დაავადების გავრცელების წყაროდ იქცეს და გავრცელდეს დანარჩენ ფრჩხილებზეც (მაგრამ არა ხელიდან ფეხზე, ან მეფხიდან ხელზე – ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.).

ზოგადად სოკოს წარმოქმნის მიზეზი გარემო პირობებში უნდა ვეძებოთ. ზედმეტად მაღალი ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა, დახურული ფეხსაცმლის გამონება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აუზში გატარებული მრავალი საათი – ყოველივე ეს შეიძლება სოკოს მიერ ფრჩხილის დაზიანების მიზეზი გახდეს.განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც წყალთან ხშირი კონტაქტი უწევთ, მაგალითად სარეცხის რეცხვისას და სახლის დალაგებისას, ასევე 60 წელს გადაცილებული, დიაბეტით დაავადებული ადამიანები, ადამიანები რომელთაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აქვთ ან სუსტი იმუნიტეტი.

როგორც კი სოკო ფრჩხილს დააზიანებს, ის უფრო უხეში და სქელი ხდება, შეიძენს მოყვითალო შეფერილობას. გარკვეული შემთხვევების დროს ფერი შეიძლება იყოს ნაცრისფერი, შავი, მწვანე ან ყავისფერიც. ინფექცია პროგრესირებს და ფრჩხილს ბოლომდე აზიანებს, ჩნდება ფრჩილის ჩამოვარდნის რისკიც. კანი ფრჩხილქვეშ წითლდება, სივდება და იქვევს ქავილს.

მაშ ასე როგორ მოვიშოროთ ფრჩხილების სოკო?! ამაში ფეის პაპარაცის მომზადებული რჩევები დაგეხამრებათ:

  • ნუ ჩაიცმევთ ზედმეტად ვიწრო ან სინთეთიკურ ფეხსაცმელს. სოკოს განვითარებისთვის შესანიშნავი პირობებია სისველე, სიბნელე და ცუდად განიავებადი გარემო – სწორედ ასეთ გარემოში ახდენს ის ზრდასა და განვითარებას. წვიმიან ამინდში შეეცადეთ რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროთ სველ ან ოდნავ ნამიან ფეხსაცმელშიც კი.
  • ნუ ჩაიცმევთ ფეხსაცმელს ისეთი მატერიისგან, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, მაგალითად: რეინის ბოტები. საუკეთესოა ტყავის ფეხსაცმელი,რომელიც ღია არეებს ტოვებს (განსაკუთრებით თითებთან).
  • ნუ ივლით ფეხშიშველა საზოგადიებრივ დაწესებულებებში, მაგალითად სპორტდარბაზის შხაპში ან აუზში. თუკი ამის აუცილებლობა არსებობს, მაშნ კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ ფეხები მანამ, სანამ ფეხსაცმელს ჩაიცმევთ.
  • ნუ დაიჭრი ფრჩხილებს სხვისი მაკრატელით, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით, ნურც სალონებში. ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ საკუთარი ინსტრუმენტები და ნუ ათხოვებთ მათ ნურავის. თუკი თქვენ ფეხზე სოკო გაგიჩნდათ, ნუ მოიჭრით მას იგივე მაკრატელით რითაც ჯანმრთელ ფრჩხილს იჭრით, წინააღდეგ შემთხვევაში თქვენ ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
  • თქვენი წინდები 100% ბამბისგან დამზადებული უნდა იყოს, უნდა შეიწოვდეს ნესტს და საშუალებას აძლევდეს კანს ისუნთქოს. როგორც კი ისინი დასველდება (მაგალთად წვიმის დროს), რაც შეიძლება მალე ჩაიცვით მშრალი წინდები.

თუკი სოკომ ხელის ფრჩხილი დააზიანა:

  • გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები სარეცხის, იატაკის ან ტანსაცმლის გასარეცხად,ანუ ყველა იმ მოქმედებისათვის რომელიც წყალთან ხანგრძლივ კონტაქტს გულისხმობს.
  • ნუ გამოიყენებთ სხვის ქლიბს, მაკრატელს და ა.შ. ყოველთვის იქონიეთ საკუთარი საშუალებები და ასევე არ გამოიყენოთ დაზიანებულ ფრჩხილზე მოხმარებული საშუალებები ჯანსაღ ფრჩხილზე.
  • ნუ გამოიყენებთ სხვის პირსახოცს და რაც მთავარია არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.

როგორ მოვიშოროთ სოკო სახლის პირობებში:

  • შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი 3 წვეთ ჩაის ხის ზეთს და ისვით ეს მალამო დღეგამოშვებით 20 დღის განმავლობაში.
  • ჩაალაგეთ ფეხის თითები ლიმონის წვენში ან დაიწურეთ ლიმონი პირდაპირ ფრჩხილებზე.
  • ჩაასხით წყლიან საცავში (ტაშტში) ერთი ჭიქა ვაშლის ძმარი. ჩაალაგეთ მასში ფეები 20 წუთით, შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები რაც შეიძლება კარგად. თითების კარგად გასაშრობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენიც საშუალო ტემპერატურის რეჟიმში.
  • შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი 3 ჩაის კოვზ თავშავას ეთერზეთს და ისვით ეს მალამო დაზიანებულ ფრჩხილზე ყოველდღე, სამი კვირის განმავლობაში.
  • დაუმატეთ გამჭვირვალე ლაკს წვრილად დაჭრილი ნიორი, სამი წვეთი უფერო იოდი და შვიდი წვეთი ლიმონის წვენი. დააყენეთ ეს ნაზავი ერთი კვირა, შემდეგ კი ერთ ფენად გადაფარეთ დაზიანებული ფრჩხილი ამ ლაკით. ლაკი ფრჩხილზე ორი კვირის მანძილზე უნდა გაჩერდეს, რის შემდეგაც შეგვიძლია ის ლაკის მოსაშორებელი ხსნარით მოვიშოროთ.
  • შეურიეთ ნახევარი ჭიქა აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენის 7 წვეთი, მოათავსეთ ფრჩხილები მიღებულ სითხეში. გაიმეორეთ ეს პროცედურა 6 კვირის
  • განმავლობაში. ასეთი პროცედურების შემდეგ კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ფრჩხილები ფეხებზეც და ხელებზეც.
  • აიღეთ ერთი ჭიქა წყალი ჩაყარეთ მასში ხუთი კბილი ნიორი და წამოადუღეთ წყალი.გადაიტანეთ სითხე მოსახერხებელ ჭურჭელში და როდესაც სითხე ნანელდება ჩაალაგეთ მასში დაზიანებული ფრჩხილი მინიმუმ 15 წუთით ისე, რომ ფრჩხილი წყლით ბოლომდე დაფარული იყოს. შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ფრჩხილები. ეს პროცედურა გაიმეორეთ ოთხი კვირის განმავლობაში.
  • შეურიეთ სოდა წყალს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ბამბის დახმარებით წაისვით მიღებული მასა დაზიანებულ ფრჩხილზე, შესაძლებლობის შემთხვევაში შიდა მხრიდანაც – ისე, რომ სოდა კანს შეეხოს. რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩამოირეცხეთ და გაიმშრალეთ თითები.
  • ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში ორი ჭიქა წყალისა და სამი კოვზი ბეგქონდარას ნაზავი. შემდეგ მოაშორეთ ცეცხლს დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ გაცივებას. დაასველეთ მიღებულ ნაზავში ბამბა და დაიმუშავეთ დაზიანებული ფრჩხილი.

ვეცადეთ მასიმალურად მეტი რეცეპტი მოგვეწოდებინა თქვენთვის ამ მართლაც უსიამოვნო პროლემის მოსაგვარებლად, თუკი თქვენც იცით ან გამოგიყენებით გარკვეული რეცეპტები გთხოვთ ნუ დაიზარებთ და გაუზიარეთ ჩვენს მკითხველს თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს