კორტიზოლი – ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი სტრესის საპასუხოდ (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხე). ეს რეაქცია ჩვენში გენეტიკურად ჩადებულია. თუ ადამიანი ხშირად იმყოფება სტრესულ სიტუაციაში, მისი ორგანიზმი იტანჯება. იმუნიტეტის დამცავი ფუნქციები მცირდება, შაკიკი ვითარდება, ასევე ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირები ირღვევა. ამის თავიდან ასაცილებლად გიამბობთ, როგორ შეამციროთ კორტიზოლის დონე ფარმაცევტული მედიკამენტების გარეშე.
ექიმები ამტკიცებენ: სტრესთან ბრძოლა სპეციალური დანამატების გარეშე ნამდვილად შესაძლებელია. გააკეთეთ ეს ბუნებრივი გზით, მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდების გამოყენებით. ნამდვილად არ გიღალატებთ.
როგორ შევამციროთ კორტიზოლის დონე: საუკეთესო მეთოდები
მეთოდი №1: ძილი და სინათლე
ძილის ხარისხი და დილით მზის შუქი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრესის ჰორმონის დონის დარეგულირებაში. თუ გაღვიძებისთანავე გხვდებათ პირქუში ამინდი, ორგანიზმში კორტიზოლის დონე შეიძლება გაიზარდოს მთელი დღის განმავლობაში. მეცნიერების აზრით, ბუნებრივი სინათლე გაღვიძებიდან პირველი 60 წუთის განმავლობაში მნიშვნელოვანია. დილის სინათლე კორტიზოლის დონის შემცირებას ხელს უწყობს. ხარისხიანი ძილიც გვეხმარება. სტრესის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ. რეჟიმი შეიმუშავეთ.
მეთოდი №2: სპორტი
როდესაც კორტიზოლის დონე იზრდება, ორგანიზმში ადრენალინის რაოდენობა იზრდება. ის დოფამინის (ბედნიერების ჰორმონი) წარმოქმნის საფუძველია. ფიზიკური ვარჯიშით ადრენალინი დოფამინად შეგვიძლია გარდავქმნათ. ამის წყალობით კორტიზოლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება. მთავარია, რეგულარულად ირბინოთ ან ივარჯიშოთ (ინტენსიურად არა). ასე სტრესს შეებრძოლებით.
მეთოდი №3: სწორი კვება
კვება ორგანიზმში სტრესის ჰორმონის დონეზე გავლენას ახდენს. მაგალითად, შაქარი ზრდის. პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ პოლიფენოლებს, კორტიზოლის დონეს ამცირებენ. მათ ჯგუფშია ბანანი, შავი შოკოლადი, მჟავე კომბოსტო, მაწონი, ასევე ჩაი (შავი ან მწვანე). ამ პროდუქტების მიღება სტრესთან ბრძოლას ხელს უწყობს.
მეთოდი №4: სტრესის ფაქტორების ანალიზი
რა თქმა უნდა, ადამიანს არ შეუძლია კორტიზოლის გამომუშავების კონტროლი, თუმცა სტრესის ფაქტორების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა შეუძლია. შეეცადეთ ამოიცნოთ გამაღიზიანებლები, რომლებიც თქვენში ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. გაანალიზეთ, რატომ იწვევს ეს ფაქტორები სტრესს. ასე მომავლისთვის მზადყოფნაში იქნებით. მტკივნეულ მოგონებებში ღრმად არ ჩაეფლოთ, რადგან ნეგატიური აზროვნება კორტიზოლის დონეს ზრდის.
მეთოდი №5: სუნთქვა
სუნთქვის პრაქტიკა ძალიან გვეხმარება სტრესთან ბრძოლაში. დიაფრაგმის შეკუმშვის კონტროლით შეძლებთ გავლენა მოახდინოთ სისხლის მოცულობაზე, რომელიც გულიდან იტუმბება, და შეამციროთ გულისცემა. მოსადუნებლად სწრაფად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პროცესზე კონცენტრირდით და არ სცადოთ პრაქტიკის სწრაფად დასრულება.
სტრესთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი ჯერ ნაპოვნი არაა, ვინაიდან თითოეული ადამიანის ტვინი და სხეული ინდივიდუალურია. თუმცა ხარისხიანი ძილი, სწორი კვება და ვარჯიში დაგეხმარებათ კორტიზოლის დონის შემცირებაში, საშუალებას არ მისცემს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.