ლადო ჩემოდნებსა და ჩანთებს შორის იდგა და ადგილიდან ვერ იძროდა.
მის უკან, კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი, მისი ცოლი იდა და ჩუმად ტიროდა.
ლადომ კიდევ ერთხელ მოიკრიბა გამბედაობა და ცოლს მიუბრუნდა.
-ნანა, დაბნეული ვარ. მართლა!
-ლადო, 5 წლის არ ხარ, რომ ვერ არკვევდე ვინ გიყვარს. მე – შენი კანონიერი ცოლი, რომელთანაც ექვი წელი გაატარე, თუ… ის.
-გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ამიტომაც გადავდივარ.
-წაეთრიე, მიდი! რადგან სხვა გაიჩინე, წადი. და არ არის საჭირო კეთილშობილი ადამიანის როლის მორგება.
-იპოთეკას გადავიხდი, არ ინერვიულო.
-გაბედე და არ გადაიხადო! მამაჩემისგან მიიღებ, თუ არ გადაიხდი.
-ეს მას შეუძლია, – ჩაიბურტყუნა კაცმა.
სახლის კარი დაიხურა და ნანამ თავს უფლება მისცა ატირებულიყო.
იქნებ არ იყო საჭირო მშობლებისთვის მისი ოჯახის პრობლემების გამხელა? ყოველ შემთხვევაში, მამამისი მაინც დაელაპარაკა ლადოს ისე, რომ ახლა იპოთეკა უკვე მისი პრობლემაა. მაგრამ გამოდის, რომ ქმარი არ ჰყავს, თუმცა საბუთების მიხედვით, ისევ გათხოვილი ქალია.
ნანამ მხოლოდ ერთი რამ იცოდა: ახლა მისი ცხოვრება შეიცვლებოდა.
სამი თვის შემდეგ
ნანა სამსახურიდან გამოსვლას აპირებდა, როდესაც ქმრის ზარმა შეაჩერა.
-ლადო, ჩქარა მითხარი რა გინდა.
-ნანა, შენთვის სიურპრიზი მაქვს!
-ისევ ყვავილები? მე ხომ მოგწერე, რომ ყველა შენს საჩუქარს უნახავად გადავყრიდი! გამოვიდა ახლა, გაქცეული თოვლის პაპა!
-მოიცდე, – არ ნებდებოდა ქმარი. – ამას არ ვგულისხმობ! მე დროზე ადრე დავფარე იპოთეკა!
-რა? – დაბნეული ნანა სკამზე ჩამოჯდა. – მთლიანად?
-დიახ, მთლიანად. მე ხომ დაგპირდი შენ და… მამაშენსაც.
-ფული საიდან?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს.
-როგორ თუ მნიშვნელობა არ აქვს?! ამხელა ფული პირდაპირ საკუთარი ჯიბიდან ამოიღე და გადაიხადე?
-არა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, იმის დამტკიცება მინდოდა, რომ მიყვარხარ და შენი დაკარგვა არ მინდა!
-საინტერესოა, რა თქმა უნდა. დაკარგვა არ გინდა, მაგრამ ჩემთან ერთად არ ცხოვრობ.
-ნანა, ვიცი. მე ხომ გითხარი, უნდა დავფიქრდე.
-ეს უკვე სამი თვეა მესმის. და მაინც, ფული საიდან, ლადო?
-მე იპოთეკა დავფარე, შენ კი მეკითხები ფული საიდან?!
როგორც კი ცოლმა ქმრის ხმაში ნაცნობი ისტერიული ნოტები ამოიცნო, მაშინვე დამშვიდდა:
-დიახ, შენ მართალი ხარ. არ მჭირდება იმის ცოდა, თუ სად იშოვე ეს ფული. ასე რომ, გმადლობ და ნახვამდის.
-ნანა, მოიცადე. მე…
მაგრამ ნანას საუბარი უკვე დაესრულებინა.
ორი თვის შემდეგ
ნანა კომპიუტერში ფოტოებს ამუშავებდა, როდესაც კარზე დარეკეს.
ის კარს მიუახლოვდა, ჭუჭრუტანაში გაიხედა და გააღო.
-აქ რას აკეთებ?
-საკეტი გამოცვალე?
-კი. შენ ხომ აქ აღარ ცხოვრობ, დაგავიწყდა?
-განქორწინება მოითხოვე?
-გამოიცანი. კიდევ კარგი, რომ შენი მშობლების ბინის მისამართი ვიცოდი, თორემ არ მეცოდინებოდა, სად გამომეგზავნა საბუთები.
-მაგრამ რატომ? მე ხომ გითხარი, რომ დაფიქრება მჭირდებოდა.
-მე კი არ მჭირდება დაფიქრება. იპოთეკა უკვე დაფარე, ასე რომ, ახლა შეიძლება განქორწინება.
-მაგრამ ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ მე გადავიხდიდი და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა!
-როგორ ძველებურად? მე ასეთი რამ არ მითქვამს. ყველაფერი სხვანაირად იქნება.
-მაგრამ ახლა ეს ფული მე მისი მმართებს!
-ასეც ვიცოდი, რომ ეს ფული მან მოგცა. მდიდარი ქალი იპოვე? ყოჩაღ! – გაუღიმა ნანამ. მაგრამ მე რა შუაში ვარ? ეს შენი პირადი ცხოვრებაა. მასთან გამოიმუშავებ, რა პრობლემაა. და საერთოდაც, შენ მასთან წახვედი!
-მაგრამ მე შენთან განქორწინება არ მინდოდა.
-მე მომინდა. მოკლედ, ახლა შეგიძლია ცხოვრებით დატკბე. მე კი გაგეყრები, ბინაში წილებს განვსაზღვრავთ და ბინას გავყიდით. ფოტოები უკვე გადავიღე!
-და თუ მე არ მინდა ბინის გაყიდვა?
-მაშინ მე ჩემს წილს გავყიდი. ჩემს მშობლებს ვეტყვი, მამაჩემი მოვა, მზად ხარ ამისთვის?
-არა, მამაშენი აქ არ მჭირდება!
-მაშინ ვყიდით. შენ არ ინერვიულო, თავად მოვაგვარებ ყველაფერს. მითუმეტეს, რომ ბინაში არავინ არის ჩაწერილი და ჩვენ მხოლოდ ფული გვჭირდება. შენ არ მოგაცდენ, შენ სიყვარული გაქვს და ვალი.
-შენ ხომ გესმის, რომ ეს ვალი შენი გასასტუმრებელიც არის?
-ჩემი? შენ ხომ არ გითქვამს, ფული სად იშოვე. ჩემი თანხმობის გარეშე დაფარე კრედიტი. არ მგონია, რომ სასამარლომ გადაწყვიტოს, რომ ეს ჩვენი საერთო ვალია.
-შენ ვინ ყოფილხარ…
-ასეა, მორჩა, წარმატებებს გისურვებ თავისუფალ ცხოვრებაში.
ბინის კარი დაიხურა.
ბინის გაყიდვით მიღებული ფულით ნანამ ერთოთახიანი ბინა შეიძინა. რა თქმა უნდა, სხვა ფასში და იპოთეკაც განსხავებულ პროცენტში აიღო.
მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, როგორიც ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა.
და არავისი ლოდინი…