დედამთილს უყვარს ჭორაობა ნათესავებზე, ვინ ვის ღალატობს და სად ხარჯავს ფულს

612

ნებისმიერი საოჯახო დღესასწაული ჩემთვის კოშმარად იქცევა (თუნდაც ყველაფერი კარგად დაიწყოს). არა, დედამთილთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს. ერთმანეთს ცუდს არასოდეს ვუსურვებთ. როგორც მინიმუმ, ამის იმედი მაქვს. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმდენად განსხვავებულები ვართ, ჩვენთვის ერთ მაგიდასთან ყოფნა უკუნაჩვენებია. ქმარი მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ახლახან ამ თემაზე სერიოზულად დალაპარაკება მომიწია. ჩემი გზავნილი ნათელი იყო: მისი ნათესავებისგან თავის შორს დაჭერა მინდა.

საოჯახო დღესასწაულები

ბოლო დროს მე ჩემს ოჯახს ვნახულობ, გიორგი – თავისას. იქნება ეს შობა თუ აღდგომა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასე გაყოფა გვიწევს. თავად ჩემი იდეით აღფრთოვანებული არაა, რადგან არ ესმის, რაშია პრობლემა. ეს გასაკვირი არაა: ამ ოჯახში გაიზარდა და ზოგიერთი უცნაურობა ნორმალურად მიაჩნია. ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჩვენს ქორწილზე.

რატომ არის ზოგჯერ უკეთესი გამოტოვო საოჯახო დღესასწაული?

ხაზს ვუსვამ, რომ გიორგის ოჯახს ცუდად არ მივიჩნევ. ყველა კეთილია, ძალიან მეგობრული, ჯიბრით ცუდს არაფერს გააკეთებენ. აი, უნებურად სისაძაგლის ჩადენა შეუძლიათ. მოგვიანებით ბოდიშებს იხდიან, მაგრამ ეს პრობლემას არ აგვარებს. ჯერ კიდევ ქორწილში მივხვდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. ამ მომენტამდე ოჯახი თავშეკავებულად იქცეოდა, მაგრამ ეს მალე დასრულდა.

ქორწილზე ორივეს ნათესავები დავპატიჟეთ. ამ დღისთვის პასუხისმგებლობით და შთაგონებით მოვემზადეთ, ბევრი ფული დავხარჯეთ, მაგრამ საერთოდ არ ვნანობთ! ყველაფერი იდეალურად იყო, როგორც ჩემს ბავშვობის ოცნებებში: ქორწილი ღია ცის ქვეშ, ყვავილების თაღი, მაღალი ტორტი საუკეთესო კონდიტერისგან. ხშირად ვიხსენებ ამ დღეს, როგორც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს. რა თქმა უნდა, მე და გიორგის გვინდოდა მისი აღბეჭდვა არა მხოლოდ მეხსიერებაში.

საჩოთირო სიტუაცია ქორწილში

ქორწილზე მოწვეული გვყავდა ფოტოგრაფ–ოპერატორი, რომელმაც ყველაფერი გადაიღო. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ის, რასაც არავინ ელოდა – ერთი ფრაგმენტი სადღესასწაულო ვახშმიდან, სადაც დედამთილი ჩემი მულის გვერდით იჯდა ერთ მაგიდასთან, ფოტოგრაფთან ძალიან ახლოს. სანამ ის ვიდეო მილოცვებს და დეკორაციებს იღებდა, უკანა ფონზე მკაფიოდ ისმოდა ჩემი ახალი ნათესავების საუბარი.

საქმე ხმაში არაა. ფოტოგრაფმმა მოგვიანებით ხმა დაამუშავა და ყველაფერი ზედმეტი მოაშორა. კაზუსი იმაშია, რომ ორიგინალურ აუდიოტრეკზე მკაფიოდ ისმის, როგორ ჭორაობენ ჩემი დედამთილი და მული ნათესავებზე. ვინ ვის ვისთან ღალატობს, ვინ ჩუქნის ცოლს საჩუქრებს, ვინ ხარჯავს ფულს აზარტულ თამაშებში, ვის არ უხდება კაბა, რომელმა სტუმარმა შეჭამა ზედმეტი ხაჭაპური და ა.შ. გულწრფელად, ყველას ლაფში სვრიდნენ, რაც კამერაზე აღიბეჭდა.

ფოტოგრაფი გულისხმიერი აღმოჩნდა და თქვა, რომ ჩვეულებრივ ამას არ აკეთებს, მაგრამ შეუძლია ხმის ამოღება. ხმა მოაშორეს, მაგრამ უსიამოვნო ნალექი დამრჩა. ქორწილის შემდეგ არ გავჩუმებულვარ და დედამთილს ვკითხე, რა საჭირო ამის თქმა პირდაპირ კამერასთან და საერთოდ, რატომ უნდა ილაპარაკო ასე? ძალიან გაუკვირდა და მითხრა, რომ ეგონა, რომ ფოტოგრაფი მხოლოდ ფოტოებს იღებდა და არა ვიდეოებს.

უხერხული შემთხვევა სუპერმარკეტში

მას შემდეგ მივხვდი, რომ საკმაოდ სპეციფიკური ნათესავები მყავს. შემდეგი ინციდენტი ისევ საოჯახო დღესასწაულზე მოხდა. დედამთილის დაბადების დღე იყო. მე და ჩემი მეუღლე პროდუქტების ყიდვაში ვეხმარებოდით. დედამთილი რიგში წინ მიდიოდა, უკან – მამამთილი ურიკით.

ვხედავ, რომ მამამთილი უკან ჩამორჩა, ხოლო დედამთილი ლაპარაკს აგრძელებს, თითქოს ქმარი გვერდით ჰყავდეს. ლაპარაკობს, რა უნდა იყიდონ და სად, მისი ქმარი უკვე შორსაა. დგას და უყურებს, რას გააკეთებს შემდეგ. ხუმრობა შორს წავიდა, როცა დედამთილმა სხვის ურიკაში პროდუქტების ჩალაგება დაიწყო. ურიკისკენ ბრუნდება, იქ კი ბევრი სწრაფი მომზადების ატრია, სწრაფი მომზადების წვნიანი, ქარსალის კონსერვები, ლორი და ბოთლი არაყი.

ყველაზე საყურადღებოა, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერა, რომ სხვისი ურიკა იყო. დაიწყო ჩივილი, რომ ეს ყველაფერი მისმა ქმარმა შეაგროვა. დაიწყო არასასურველი პროდუქტების ამოღება და უახლოეს თაროზე დალაგება, თან ბუზღუნი: „რა, ცუდად გაჭმევ?“ მამაკაცი, ვისი ურიკაც იყო, იმდენად შოკირებული იყო, რომ მაშინვე არ გააჩერა. ამ დროს მამამთილი სიცილით კვდებოდა, ამ ყველაფერს მეზობელი რიგიდან აკვირდებოდა.

რა თქმა უნდა, მოგვიანებით ქალბატონი ანა დიდხანს ბოდიშს უხდიდა უცნობ მამაკაცს. მამამთილსაც მოხვდა ასეთი ხუმრობისთვის. უცნობი შემეცოდა, ასეთმა უზრდელობამ გააოგნა. უცნობი ქალისგან არაფრის გამო საყვედურები მიიღო.

ბებია საინტერესო სტილით და იუმორის გრძნობით

დიახ, ქალი 80 წლისაა, მაგრამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ თმობს. სინამდვილეში, ძალიან აქტიური მოხუცია საკმაოდ სპეციფიკური იუმორის გრძნობით. მაგალითად, გიორგის დაბადების დღეზე აჩუქა სამოგზაურო ჩემოდანი. ჩემოდანი გამოირჩევა იმით, რომ მასზე დაბეჭდილია ბებიის საკმაოდ წარუმატებელი ფოტო წარწერით „მე მიყვარს ბებია“. როგორც მინიმუმ, ასეთი ჩემოდანი აეროპორტში არასდროს დაიკარგება.

ერთი კაბის გადაგდება მომიწია, რადგან ქსოვილი დაიშალა და დასაკერებელი არაფერი დარჩა. დედამთილმა კომპენსაციის სახით მისი აზრით მსგავსი ახალი კაბა მაჩუქა. რომელიღაც იაფ ვებგვერდზე შეუკვეთა. დიახ, ფერი და მოდელი ნამდვილად მსგავსია, მაგრამ ის არაა. საჩუქარი თავაზიანად მივიღე, მაგრამ, ალბათ, არასდროს ჩავიცვამ.

უკვე მაშინ დავიწყე გიორგისთვის მინიშნება, რომ ოჯახურ შეკრებებზე თავს უცნაურად ვგრძნობ, არაკომფორტულად ვარ. მათი იუმორის გრძნობა და ცუდი მანერები მაწუხებს. სუფრაზე განიხილავენ ყველაზე უსიამოვნო თემებს, ტაქტის გრძნობა არ აქვთ. გასაოცარია, როგორ მოახერხა გიორგიმ წესიერ ადამიანად გაზრდა. ალბათ, იმიტომ, რომ მათგან ადრე წამოვიდა.

ალუბალი იმედგაცრუების ტორტზე

თავიდან გიორგი არ მეთანხმებოდა და მახსენებდა, რომ მალე მისი დის ქორწილი იყო და ვალდებული ვარ, დავესწრო. კარგი, ქორწილი ქორწილია, ნამდვილად არ გამოვტოვებ. მორალურად მზად ვიყავი, რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. და მოხდა.

გიორგის ბიძამ გადაწყვიტა ახალდაქორწინებულებისთვის სიურპრიზის მოწყობა. ქორწილის წინა დღეს ორი მტრედი დაიჭირა, რომ ახალგაზრდებს ცაში გაეშვათ ხელმოწერის შემდეგ. არ ვფიქრობ, რომ ნორმალური მტრედებისთვის ფული არ ჰქონდათ, უბრალოდ ორიგინალური ხუმრობა იყო. მტრედები ყველაზე ჩვეულებრივი, ნაცრისფერები. არავინ იცის, ავად იყვნენ თუ ჯანმრთელები. ალბათ, ვერც გაიგებენ.

ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, როცა ტორტი გამოჰქონდათ, მიმტანმა ხალიჩას ფეხი გამოსდო და მთელი ტანით ტორტს დაეცა. ვფიქრობ, ამაში დამნაშავე არავინაა, მაგრამ იმედგაცრუების საერთო კვნესამ სტუმრებს განწყობა ჩაუშხამა. შედეგად, მეზობელ მაღაზიაში ტორტი იყიდეს, ყველაზე ჩვეულებრივი, რომ როგორმე დესერტის სიტუაცია მოეგვარებინათ.

არაფერს ვამბობ, რომ ფოტოსესიის დროს კონკურსის ორგანიზატორებმა კანფეტები კვამლის ბომბებში შემთხვევით აურიეს. იმათში, რომელთაც კაშკაშა ფოტოსესიებისთვის იყენებენ. მთელი რესტორანი გაკვამლეს, შედეგად, სტუმრებს ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასვლა მოუწიათ. შემოდგომის ამინდი კი ხელსაყრელი არ იყო.

დავინტერესდი და დედამთილს ვკითხე, ყოველთვის ასეა მათ ოჯახში? თავიდან ვერ მიხვდა, რას ვეკითხებოდი. განვუმარტე, რომ ყველაფერი უკუღმა მიმდინარეობდა. თითქოს, ჩემი კითხვით ვაწყენინე. ამიტომ მითხრა: „ეს არაფერია, ზოგჯერ ხალხს ბევრად უარესი ემართება“.

სურვილი არ მაქვს, გავიგო, რას გულისხმობს უარესში. ქორწილის შემდეგ თავაზიანად ვთქვი უარი ქმრის ნათესავებთან ერთად შეკრებაზე. მთელი ამ ისტორიის შემდეგ არავინ მსაყვედურობს. იშვიათი არაა, როცა ქმრის ნათესავებთან ურთიერთობა უბრალოდ არ გამოგვდის. არ მესმის, რატომ ბრაზობს ჩემი მეუღლე. ნუთუ არ ესმის, რომ ყოველთვის, როცა მე მივდივარ, რაღაც უსიამოვნება ხდება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს