ამ სტატიაში მოცემულია აღმზრდელების რჩევები მშობლებისთვის. ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჰარმონია ოჯახში, როცა ბავშვი დრამის მოწყობას წყვეტს.
მშობლობა ნამდვილი თავგადასავალია, იდუმალებით და მოულოდნელობებით სავსე. პატარა მკვლევარი გულმოდგინებას იჩენს საბავშვო ბაღში: სათამაშოებს ლამაზად აწყობს, ფეხსაცმელს დამოუკიდებლად იცვამს და უპრობლემოდ გადის ტუალეტში. რატომღაც ქცევის ეს მოდელი სახლში დაბრუნებისთანავე ავიწყდება. იწყება ნამდვილი წარმოდგენა ტირილის და ჩხუბის ეპიზოდებით ყოველი კოვზი სადილისთვის. საქმე იმაშია, რომ ბავშვი უბრალოდ თავის საზღვრებს ცდის. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ იგივე სტრატეგიები, რასაც იყენებენ გამოცდილი აღმზრდელები საბავშვო ბაღში.
რჩევები მშობლებს საბავშვო ბაღის მასწავლებლებისგან
მეტს ელოდეთ ბავშვისგან
დიახ, დიახ, იმ ბავშვისგან, ვისაც ჯერ არ უსწავლია ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბავშვებს, როგორც სასწაულ გენერატორებს, ხშირად იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ვფიქრობთ. შანსი მიეცით, რომ სუპერ შესაძლებლობებით გაგაოცოთ!
არ გააკეთოთ ბავშვის ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეუძლია
„თავად გავაკეთებ“ – ხშირად ამბობენ ბავშვები. და მიეცით უფლება! აღმზრდელები გირჩევენ, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღოთ. მაშინაც კი, თუ თასმები არ იკვრება და სასაცილოდ გამოიყურება, ბავშვს საშუალება მიეცით, თავად მოაგვაროს პრობლემა. თუ არ ეცდება, ვერც ისწავლის.
არ გადააკეთოთ ის, რაც ბავშვმა გააკეთა
„შედევრი!“ – იტყოდა პიკასო ბავშვის ახალი ნახატის შემხედვარე. თქვენც ასე მოიქეცით. მასწავლებლები გვასწავლიან, რომ ბავშვის შემოქმედებაში უფრო მნიშვნელოვანია არა თავად შედეგი, არამედ პროცესი. მაშინაც კი, თუ თქვენი შვილი რაღაცას აკეთებს ყვირილით „ექსპერიმენტს ვატარებ“ – ხელი არ შეუშალოთ.
უფლება მიეცით, თავად მოაგვაროს მარტივი ამოცანები
ბავშვს პატარა დავალება მიეცით ან საბავშვო თავსატეხი შესთავაზეთ. ნახავთ, როგორ დაიწყებს მისი ტვინი სრულად მუშაობას. შესაძლოა, თქვენიც!
ბავშვს სახლში მცირე დავალებები მიეცით
წარმოიდგინეთ, რომ ქირაობთ ამქვეყნად საუკეთესო დამხმარეს – თქვენს შვილს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოსამსახურე არაა. დაე, თავისი სათამაშოები დაალაგოს ან მულტფილმის გმირები აბაზანიდან გამოიტანოს. მასწავლებლები ამბობენ: „დალაგებაც თავგადასავალია!“
ქება წარმატების გასაღებია
„დიდებულია! საოცარია! უბრალოდ კოსმოსური ბავშვი ხარ!“ მსგავსი ფრაზები არა მხოლოდ ახარებს ბავშვის გულს, არამედ ახალ მიღწევებს შთააგონებს. ქება–დიდება არ დაგენანოთ, ეს პატარა მკვლევარისთვის სასარგებლოა.
შექმენით ბავშვის ყოველდღიური რუტინა
დღის წესრიგი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, უფრო სტრუქტურირებულს ხდის. ბავშვი თავს დაცულად გრძნობს, როცა იცის, რა მოხდება შემდეგ მომენტში. დღის წესრიგი ქმნის სტაბილურობის გრძნობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სამყაროს შესწავლას.
არ დაგავიწყდეთ, რომ წესრიგი მოქნილი გეგმაა, რომელიც გარემოების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. მთავარია, რომ ყოველი დღე დაიწყოს ღიმილით და დასრულდეს მხიარული მოგონებებით.
სახლის წესები და მოვალეობები თამაშად აქციეთ
„ო, დასუფთავების დიდო რაინდო, შენი ამოცანაა გაათავისუფლო ოთახი ბოროტი მტვრისგან!“ სცადეთ მოვალეობები საინტერესო ქვესტებად აქციოთ. მასწავლებლები ირწმუნებიან: თუ საქმეში ჩაერთვება წარმოსახვა, დალაგებაც სახალისო გახდება.
გააფრთხილეთ თქვენი შვილი, როცა დღის წესრიგში რაიმე იცვლება
„ყურადღება! ხვალ გვექნება მხიარული მოგზაურობა გასართობ პარკში!“ ბავშვს, როგორც უფროსს, უყვარს იმის ცოდნა, რა ელის. წინასწარ აცნობე მომავალ მოვლენებზე და არ მოგიწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე „რატომ გვაქვს ვახშამზე ქათამი და არა ჰამბურგერი?“
გამოიყენეთ დაჯილდოება, მაგრამ გონივრულად
მასწავლებლებმა იციან, როგორ დააჯილდოონ ბავშვები დამსახურებულები „მედლებით“. გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ოქროს მთებს არ დაპირდეთ, მაგრამ პატარა გამარჯვებისთვის საპატიო წოდება მიანიჭეთ.
მიეცით თქვენს შვილს არჩევანის უფლება
ტკბილი თუ მარილიანი? ბავშვს, როგორც ნამდვილ დიპლომატს, არჩევანის უფლების ქონა უყვარს. უფლება მიეცით, მის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს – ეს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სახალისოა.
არ გამოიყენოთ სიტყვა „თუ“
„თუ გამოიჩინ გამბედაობას და შეჭამ ამ ბროკოლს, მაშინ“. მასწავლებლები ამბობენ, რომ ხშირად ეს სიტყვა ბავშვებზე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ქსოვილი ხარზე. შეცვალეთ „თუ“ სიტყვით „როცა“ და ცვლილებებს დააკვირდით.
თამაში პირველ ადგილზე დააყენეთ
„დღეს ვთამაშობთ ვარსკვლავების დამჭერს“ თამაში არა მხოლოდ გართობაა, არამედ სწავლის კარგი გზა. ბავშვებს უყვართ სწავლა, როცა ეს სახალისოა. სწავლას გართობის ელემენტი შემატეთ.
მიეცით შვილს დამოუკიდებლად თამაშის უფლება
„ჯადოქარო, სათამაშო ოთახში გელოდება ჯადოსნური სათამაშოები!“ დაეხმარეთ შვილს დაეუფლოს დამოუკიდებელი თამაშის ხელოვნებას. ეს ავითარებას წარმოსახვას, ასევე თავისუფლების ძვირფას წუთებს გაძლევთ.
ჩართეთ მუსიკა დავალების შესრულებისას
მუსიკა კარგი მეთოდია, რომ რუტინულ საქმეს სიხალისე შემატოთ. ჩართეთ მხიარული მუსიკა დალაგების ან მზადების დროს და ნახავთ, როგორ შეიცვლება ატმოსფერო თვალის დახამხამებაში.
წაახალისეთ გუნდური მუშაობა
„ჩვენ სუპერგმირების გუნდი ვართ, რომლებიც ებრძვიან ქაოსს!“ ბავშვებს უყვართ გუნდურობა. ერთად მუშაობის, დავალებების შესრულების და მიზნების მიღწევის საშუალება მიეცით. გუნდში ყოველთვის უფრო სახალისოა.
ნება მიეცით შვილს თავად მოაგვაროს პატარა კონფლიქტები
აღმზრდელები ამბობენ, რომ ხშირად ბავშვები თავად აგვარებენ მცირე კონფლიქტებს. მიეცით საშუალება, რომ გახდეს ნამდვილი დიპლომატი გუნდში.
სცადეთ შვილის ყურადღების გადატანა კრიზისის დროს
ზოგჯერ კრიზისის თავიდან არიდების საუკეთესო გზაა ბავშვის რაღაცით გართობა. უამბეთ ახალ სათამაშოზე ან შესთავაზეთ საინტერესო საქმე და შესაძლოა კრიზისი გადავიდეს.
განშორების ისტერიკა თავიდან აიცილეთ
„არ ვემშვიდობებით, არამედ ვამბობთ „დროებით““. განშორება რთული შეიძლება იყოს, მაგრამ მასწავლებლები გირჩევენ, რომ დაშორება მხიარული და სათავგადასავლო გახადოთ. სცადეთ, შექმნათ საკუთარი დამშვიდობების რიტუალი, რომელიც ნაკლებად მტკივნეული იქნება. იქნებ, ეს იყოს საიდუმლო ხელის ჩამორთმევა ან საოცარი ამბებით დაბრუნების პირობა.
მიეცით ბავშვს უფლება თავად გამოასწოროს შეცდომა
„ზოგჯერ საუკეთესო სუპერგმირიც შეცდომას უშვებს. როგორ გაუმკლავდები ამ გამოწვევას?“ ბავშვებს უფლება მიეცით თავად გამოასწოროს შეცდომა და იგრძნოს, რომ გაუმჯობესების შანსი აქვს. ეს არა მხოლოდ პასუხისმგებლობას ასწავლის, არამედ თავდაჯერებულობას ავითარებს.
არ გადადოთ დასჯა
თუ დასჯა გარდაუვალია, გააკეთეთ სამართლიანად და დაუყონებლივ. უთხარით ბავშვს, რომ მის ქმედებებს აქვს შედეგები და მიეცით გამოსწორების შესაძლებლობა. არ დაგავიწყდეთ, რომ სუპერგმირებიც უშვებენ შეცდომებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი გამოსწორება.
შვილებთან ერთად მოემზადეთ ღიმილისთვის, კისკისისთვის და დიდი მიღწევებისთვის. წარმატებას გისურვებთ აღმზრდელობით საქმეში!