„ან ჩემთან, ან დედასთან!“

565

მეუღლეები უკვე სამი საათის განმავლობაში კამათობდნენ, თუმცა, თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ.

-კოტე, მითხარი, რა არ მოგწონს ჩემს გეგმაში?

-ანა, ამას დიდი დრო სჭირდება. ჩემი და შენი ბინის გაყიდვა, მაშინვე ახლის ყიდვა. რთულია ეს ყველაფერი.

-რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. სამაგიეროდ, იპოთეკა არ გვექნება, ველური პროცენტებით.

-გაყიდვა გაგვიჭირდება, მყიდველები ფასის დაკლებას შეეცდებიან.

-ჩვენც დავაკლებინებთ გამყიდველებს, როდესაც ბინას ავარჩევთ.

-რემონტი? ჩვენ ეს ბინა 2 წლის წინ გავარემონტეთ!

-ფასში იქნება გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ბინა მრავალი წელია ქირავდება, ჩემი და შენი ბინის ფასები გათანაბრდება.

-მაგრამ, რატომ არ გინდა, რომ ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის? ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ყველა კმაყოფილი და ბედნიერია.

-კოტე, ახლა სერიოზულად გეკითხები, შვილი აღარ გინდა?

-მინდა! რა თქმა უნდა, მინდა!

-მაშინ რა კითხვაა? როგორ ვიცხოვრებთ ბავშვთან ერთად ერთოთახიან ბინაში? შენ პირველს გიღალატებს ნერვები.

-მაგრამ შენ ფეხმძიმედაც კი არ ხარ!

-ეს კარგია, რადგან ამ საქმეს მივხედავ, სანამ შენ ცვლაში იქნები.

ცოლმა ქმარს ყურადღებით შეხედა:

-იქნებ, საქმე დედაშენშია? რას იტყვი, კოტე?

-არა, – ძალიან დამაჯერებლად უარყო ქმარმა.

-ასეც ვიცოდი! ამჯერად რა უნდა?

-რას გულისხმობ?

-დედაშენი უაზრო მიზეზების მოფიქრებაში ჩემპიონია. კატის მოყვანა გვინდოდა და – არ შეიძლება, დედაშენს საშინელი ალერგია აქვს. მეგობრებსაც კი ვერ ვეძახი სტუმრად, რომელთაც კატები ჰყავთ. თუმცა ის ჩვენთან არ ცხოვრობს. თითქმის 30 წელი ქმართან ერთად იცხოვრა და როგორც კი ის გარდაიცვალა, მაშინვე ქალიშვილობის გვარი დაიბრუნა. შვილიშვილები უნდა, მაგრამ ბინის ყიდვის იდეა რატომღაც არ მოსწონს.

-ანა, რას ამბობ? დედას მართლაც საშინელი ალერგია აქვს კატებზე. ბინაზე კი… მას არ უნდა, რომ ჩემი ბინა გავყიდო.

-მაგრამ ბინას მეც ვყიდი! რომელიც კარგ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, შენს ბინაზე ძვირი ეღირებოდა. ორივე ვრისკავთ, კოტე! ჩვენი მომავლის გამო!

-მესმის, მაგრამ…

-კოტე, ან ჩემთან იყავი, ან დედასთან. დროა ჩამოყალიბდე!

ქმარმა მძიმედ ამოისუნთქა. ანა კი მიხვდა, რომ ეს რაუნდი შესაძლოა მან მოიგო, მაგრამ ეს გამარჯვება საბოლოო არ იყო.

ერთი თვის შემდეგ

ანა ბინაში დარბოდა და ყურადღებით ათვალიერებდა სათითაო თაროს სააბაზანო ოთახში.

-ყველაფერი აიღე? თორემ გამოგზავნას დიდი დრო დასჭირდება.

-კი, ნუ ნერვიულობ.

-რატომ ხარ დაღონებული?

-არაფერია, – ქმარმა მხრები აიჩეჩა. – უბრალოდ, ეს გადასვლა. იქნებ არ გვინდა?

ანა აღშფოთდა:

-როგორ თუ არ გვინდა? მე უკვე გამოვასახლე მოქირავნეები, განცხადებები გამოვაქვეყნე. შენ რომ ჩამოხვალ, უკვე ბინის ძებნას დავიწყებთ:

-არ ვიცი, არ ვიცი…

-სამაგიეროდ, მე ვიცი. სანამ შენ სამსახურში იქნები, ამ საქმეს მე მოვაგვარებ. კარგია, რომ მინდობილობა მაქვს.

-და მაინც…

-კოტე, არავითარი ეჭვი. უკვე ასჯერ გავაანალიზეთ ყველაფერი.

-მაგრამ დედა… ის…

-დედას მერე მივხედავთ. მორჩა, წადი. მატარებელზე არ დაგაგვიანდეს. მიყვარხარ.

ანამ თითქმის გააგდო ქმარი სამსახურში და სამოქმედო გეგმაზე დაიწყო ფიქრი.

ორი კვირის შემდეგ

ანა და ორი უცხო ქალბატონი სამზარეულოში ისხდნენ. ბინის მფლობელის მეუღლემ ბინის საბუთები მოიტანა და ერთ-ერთ სტუმარს გადასცა.

-მანდვეა მინდობილობა საბუთების შესაგროვებლად და ავანსის ასაღებად.

მყიდველის რიელტორმა საბუთებს გადახედა და თავის კლიენტს თავი დაუქნია.

-ყველაფერი რიგზეა, შეგვიძლია გავაფორმოთ.

ნახევარი საათის შემდეგ ანა ბინაში მარტო დარჩა ხელმოწერილი საბუთით და ავანსით. საქმე დაიძრა.

სამი დღის შემდეგ

ანა თავის ბინაში მიდიოდა, კლიენტებისთვის უნდა ეჩვენებინა, როდესაც ქმრის ბინის მყიდველის რიელტორმა დაურეკა.

-ანა, უნდა დაგელაპარაკოთ.

-მოხდა რამე?

-დიახ, მოდი ბინაში შევხვდეთ. კლიენტის დატოვებული ფული ხომ გაქვთ?

-დიახ, კონვერტში დევს. რა მოხდა?

-ნახევარ საათში ბინაში შევხვდებით.

35 წუთის შემდეგ რიელტორი უკვე ბინაში იყო.

-ანა, ასეთი ამბავია. თქვენი მინდობილობა… მოქმედი არ არის.

-როგორ თუ მოქმედი არ არის? ვადა წლის ბოლომდე აქვს!

-არა, საქმე ვადას არ ეხება. საქმე ეხება ბინას.

-ბინას? არაფერი მესმის?

-ბინა თქვენს ქმარს არ ეკუთვნის.

ანამ ხელები გააქნია:

-რა? როგორ თუ არ ეკუთვნის?! გაგიჟდით?! 5 წელია ამ ბინაში ვცხოვრობთ!

-საბუთების მიხედვით, მესაკუთრე ახლა სხვა ადამიანია. თავად ნახეთ!

ანა საბუთს დააკვირდა.

-ოჰ, ეს ხომ…

-მას იცნობთ? უბრალოდ, მას სულ სხვა გვარი აქვს.

-კარგად ვიცნობ. მაშ ასე, – ანამ კონვერტი გამოიტანა. ეს არის თქვენი ავანსი. მაპატიეთ, რომ ასე გამოვიდა.

-მაგრამ ვინ არის მესაკუთრე? ჩვენ შევძლებთ მასთან დაკავშირებას?

-ის ბინას ნამდვილად არ მოგყიდით.

როგორც კი გაოცებული რიელტორი წავიდა, ანამ ქმარს დაურეკა.

ნომერი მიუწვდომელია.

-ოჰ, კარგი.

ქალი ცოტა დამშვიდდა და კიდევ სამი ზარი განახორციელა.

ერთი საათის შემდეგ მასთან სტუმრები მივიდნენ. უბრალო სტუმრები არ იყვნენ. ანამ მთელი უქმეები მეგობრებთან ერთად ქმრის ბინაში გაატარა.

კარგად გართობის შემდეგ, კვირა საღამოს, მან მთელი თავისი ნივთები ავტომობილში ჩააბარგა და ბინის გასაღები საფოსტო ყუთში დატოვა.

დაწერა წერილი გასაღებთან დაკავშირებით და საკუთარ ბინაში წავიდა.

როდესაც მისი დედამთილი ბინაში შევიდა, რომელიც მისმა ვაჟმა მას აჩუქა, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა.

მაგრამ როდესაც ყველაფერს მიხვდა, უკვე გვიანი იყო.

სამ კვირიანი მწვავე ალერგია მას გარანტირებული ჰქონდა.

ბინა სრულად უნდა გასუფთავებულიყო კატების სუნისგან, ბეწვებისგან და სხვა „სიმდიდრისგან“. სახლის დასუფთავება ძალიან ძვირი დაჯდა.

ამასთან, მთელი ავეჯის გადაყრა მოუწიათ.

მხოლოდ ანამ იცოდა, რომ უქმეებზე ბინაში ოცდასამმა კატამ მოიყარა თავი.

მისი კატის მოყვარული მეგობრები, მაშინვე არა, მაგრამ მაინც დათანხმდნენ, რომ თავიანთი კატები „სტუმრად და სათამაშოდ“ მოეყვანათ.

განქორწინება ანამ თავად მოითხოვა. კოტე სასამართლოში არ გამოჩენილა.

რა მოხდა და რატომ გადაწყვიტა ქმარმა ასე მოქცევა, ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა, რომელიც ანას სულაც არ ანაღვლებდა. ის თავის ბინაში ცხოვრობს და ახლა კატაც კი ჰყავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს