ქმარი მაკრიტიკებს და ფულადი დანახარჯის დეტალურ ანგარიშს მოითხოვს

0
782

გათხოვილი ვარ, ჯერ შვილი არ მყავს. ერთი წლის წინ, სამსახურიდან წამოვედი. ჩემს ქმარს გაუხარდა. მას მოსწონდა, რომ ბინაში იდეალური სისუფთავე იყო და საღამოს ყოველთვის ელოდა გემრიელი ვახშამი. ამბობდა, რომ ჩემს სახლში ყოფნას უფრო მეტი სარგებელი მოჰქონდა. ამის შემდეგ, მთელი საოჯახო საქმეები მთლიანად ჩემი გასაკეთებელი გახდა, მანამდე კი ყველა საყოფაცხოვრებო და საოჯახო საქმე თანაბრად ნაწილდებოდა, ქმარი ჩემზე მეტადაც კი იყო ჩართული ამ ამბავში.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მე მკვეთრად შევამცირე ფინანსური ხარჯები საკუთარ თავზე. თავიდან ეს არ იგრძნობოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ჩემი დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებებისა და კანის მოვლის საშუალებების მარაგი იწურებოდა, ან ახალი ტანსაცმელი მჭირდებოდა, ქმრის სრულ გაუგებრობას ვხვდებოდი. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საუბარი თითქმის ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა, რადგან ჩემს ქმარს არ ესმოდა, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი, რადგან მე ხომ სახლში ვიჯექი. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ მე ვყიდულობ მხოლოდ ისეთ ნივთებს, რაც ქალს სჭირდება იმისთვის, რომ ნორმალურად გამოიყურებოდეს.

მთელ ფულს ჩემი ქმარი ინახავს. ბარათზე საჭირო თანხებს მირიცხავს, მაგრამ გამოდის, რომ მას მუდმივად უნდა ვთხოვო და ავუხსნა, რა მჭირდება და რატომ. ხანდახან იწყებს კამათს და იმის მტკიცებას, რომ რაღაც შენაძენი არ არის საჭირო, რომ ეს მხოლოდ ფულის ფუჭად ხარჯვაა. როცა ერთად მივდივართ საყიდლებზე, უფრო მშვიდად ყიდულობს ჩემთვის რაღაცებს, მაგრამ თვითონ არასდროს მეკითხება, რამე ხომ არ მჭირდება. ყველაფრის თხოვნა მიწევს.

ამას წინათ ფაქტობრივად ვიჩხუბეთ, რადგან მან დაიწყო მტკიცება, რომ მე არ მჭირდება შხაპის გელი და შემიძლია საპონი გამოვიყენო. უკვირდა, ქოქოსის ზეთი ასე სწრაფად რომ თავდებოდა. და საერთოდ, მან დამადანაშაულა, რომ ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს ვხარჯავ: საწმენდი საშუალებები, საპონი, სარეცხი ფხვნილი და ა.შ. აუტანელია ამ ყველაფრის მოსმენა, რადგან რაღაც ძირითად ნივთებს ვყიდულობ ჩემთვის და სახლისთვის. მე არ ვხარჯავ ფულს სილამაზის სალონებში, მაგრამ ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავის მოვლის საშუალებები!

ის გამუდმებით მსაყვედურობდა ყველაზე ბანალური შესყიდვებისთვისაც კი და მუდმივად მთხოვდა ანგარიშს. აღმოჩნდა, რომ მას სჯერა, რომ სრულად მარჩენს (მკვებავს) და ამის გამო უსაზღვროდ მადლობელი უნდა ვიყო მისი და ყველა ჩემი სხვა „სურვილი“ ჩემი ახირებაა. შვილები არ გვყავს, მაგრამ ორსულობა ყოველთვის მქონდა გეგმებში. ახლა კი უკვე მეეჭვება. გამოდის, რომ ყოველ ჯერზე იძულებული ვიქნები ბავშვისთვის საფენების ფული ვთხოვო?

სამსახურიდან წამოსვლით ის მთლიანად გავათავისუფლე ყოველდღიური საოჯახო საქმეებისგან. ის გამუდმებით ამბობდა, რომ ეს მას დიდად უშლიდა ხელს სამსახურში, ხელს უშლიდა მის კარიერას, რადგან მას ბევრი რამის გაკეთება უწევდა სახლში, როცა მე სამსახურში ვიყავი, რაღაც ოჯახურ საკითხებზე ფიქრობდა, გონება ეფანტებოდა და ეს ძალიან მოსაბეზრებელი იყო. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ის არ დაწინაურებულა კარიერულ კიბეზე და არც კი სურს ამის აღიარება. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია, თუ ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა. ახლა ვფიქრობ, რა მელოდება მომავალში? Რა უნდა გავაკეთო…