მე და ჩემი მეუღლე მარტო ცხოვრებაზე შევთანხმდით, ჩემი ვაჟი ჩემს დასთან ცხოვრობს, გერი – დედამთილთან. ახლა გავიგე, რომ ორსულად ვარ

0
2340

თანამედროვე წყვილები ხშირად ირჩევენ თანამშრომლობის გზას. ეს ადრე შეეძლო მამაკაცს ცოლ–შვილის რჩენა დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობით. სხვა დრო იყო, ცხოვრება უფრო მარტივი იყო. დღეს თუ ბიზნესმენი ან მაღალი დონის IT სპეციალისტი არ ხართ, თქვენთვის და კიდევ რამდენიმე ადამიანისთვის გადასახადების გადახდა გაგიჭირდებათ. ვინც რა არ უნდა თქვას, პარტნიორი მამაკაცი ოჯახური ურთიერთობების ნორმალური განვითარებისთვის იძულებითი ნაბიჯია.

ასეთი მიდგომა ზოგიერთი ქალისთვის უცხოა. მათ არ სურთ, ყოველთვე ოჯახის ბიუჯეტში საკუთარი ჯიბიდან თანხა დაამატონ. რა უნდა გააკეთოთ, თუ ჩვენს დროში ფასები ყოველდღიურად იზრდება, ხოლო ხელფასები მტკიცედ ადგილზე დგას. დიახ, ყველა შეიხი და ბიზნეს ზვიგენი არაა, ყველასთვის საკმარისი არაა. ამიტომაც გიწევს გარკვეულ დათმობაზე წასვლა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქალებს ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება აქვთ. აი, 30 წელს გადაცილებული ქალები უფრო ხშირად თანხმდებიან „შუაზე გაყოფის“ ურთიერთობის ტიპს.

პარტნიორი მამაკაცი

როცა პირველ ქმარს დავშორდი, მინდოდა მხოლოდ თავმოყვარეობის აღდგენა და ხუთწლიანი „აკვარიუმის“ ცხოვრებიდან გონს მოსვლა. საქმე იმაშია, რომ ილია საშინელი მესაკუთრე იყო და მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ცხოვრობდა. თავად წყვეტდა, რას გავაკეთებდი დილით, შუადღით და საღამოს. ის არჩევდა, რას ჩავიცვამდი საღამოს მის მეგობრებთან ან ნათესავებთან შეხვედრაზე. დიახ, ყველა ხარჯს ის ფარავდა. და მაინც, მის სახლში თავს ნამდვილ ქალად ვერ ვგრძნობდი. განსაკუთრებით, ვაჟის დაბადების შემდეგ. ქალიშვილი რომ შემძენოდა, არ ვიცი, რა მოჰყვებოდა ამას.

განქორწინების შემდეგ ჩემი 3 წლის ლაშა ჩემს დასთან ბელგიაში გავაგზავნე. ჩემს მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. გარდა ამისა, ჩემი და ფულში შეზღუდული არაა და დისშვილი  ღვიძლი შვილივით უყვარს. მასზე არ ვდარდობ, გული მშვიდად მაქვს. ასე დაჩისთან შეხვედრა დავიწყე. ჩემს მეორე ქმართან. ადამიანთან, რომელსაც შემიძლია ვუწოდო ჩემი ქმარი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი, რომელიც სიყვარულით და პატივისცემით მეპყრობა ახლაც, ჩვენი გაცნობიდან 2 წლის შემდეგ.

დაჩისაც ჰყავს შვილი. ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. მის შემთხვევაში, ყოფილთან სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ჩემთან. თუ მე ადრე არ შემეძლო ქმრის ნებართვის გარეშე ნაბიჯის გადადგმა, დაჩის ყოფილი ცოლი ღალატობდა, სადაც შეეძლო და ვისთანაც შეეძლო. ერთი პერიოდი ეჭვობდა კიდეც, ბავშვი მისი იყო თუ არა. თუმცა მსგავსებას ვერსად წაიღებ, ყველაფერი ნათელია. განქორწინების შემდეგ ცოლი სადღაც წავიდა ისე, რომ ღვიძლი შვილი დედამთილთან დატოვა. დღემდე მასთან ცხოვრობს.

ოჯახური მდგომარეობა

ამ მომენტში ასეთი სიტუაციაა: ჩემი ვაჟი საზღვარგარეთ ჩემს დასთან ცხოვრობს, ქმრის ქალიშვილი – ბებიასთან, მე კი რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ორსულად ვარ. თითქოს კარგად ამბავია, ყოველთვის მინდოდა დაჩისთან საერთო შვილის ყოლა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე მარტივია. ჩემი პირველი ქმარი, აბიუზერი იყო, მაგრამ კარგ ფულს შოულობდა და ფულზე თითქმის არ ვფიქრობდი. არა, ყოველკვირა მილანში არ დავფრინავდით და დასახარჯი არც მქონდა. არც მეგობრები, არც გეგმები. მხოლოდ ბავშვის მოვლა და საოჯახო საქმე.

ახლა, როცა სამსახურში გავედი, როცა საკუთარი „სურვილები“ გამიჩნდა, ფული საგრძნობლად მაკლია. ჩემი ქმარიც მუშაობს, ჩემზე მეტი ხელფასი აქვს. საღამოს საოჯახო მოვალეობებს ვინაწილებთ, ამიტომ სახლში დაბრუნებისას „მეორე სამსახურში“ გასვლა არ მიწევს. და მაინც, ძნელია დახარჯო შენი შრომით ნაშოვნი ფული ერთსა და იმავე პროდუქტებზე, თუნდაც ერთად იყიდოთ. ძნელია ყოველთვე თანხის ნაწილი გაიღო კომუნალურებზე, მობილურ კავშირზე, ინტერნეტზე. ადრე ამაზე არ ვფიქრობდი.

მიყვარს ჩემი ქმარი, ყოველთვის მხარს მიჭერს, მეგობრებთან ერთად არ დადის. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია მომისმინოს. ძალიან ახლობელია და იცის ისეთი რამ, რაც მის გარდა არავინ იცის, მაგრამ მასთან თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. იმ გაგებით, რომ პირველ ქმარს სამი შვილი სურდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ყოველთვის შეძლებდა ჩვენს უზრუნველყოფას. როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეფიქრა მათ აღზრდასთან დაკავშირებით, ილია ამ მხრივ ყოველთვის ძლიერი იყო.

ყოფითი სირთულეები

აი, დაჩისთან ყოველთვის მიჭირს. როცა თეატრში წასვლა გვინდა, ბილეთებს საერთო ბიუჯეტიდან ვყიდულობთ. ახალი კაბა – საერთო ბიუჯეტიდან. ერთი მხრივ, მესმის, რომ ასე უნდა იყოს, პატარა არ ვარ. მეორე მხრივ, თავში მიტრიალებს უსიამოვნო ფიქრები, რომ ადრე თითის გაშვერა საკმარისი იყო, რომ იმავე დღეს სახლში მქონოდა. რა არის უკეთესი: გქონდეს კაბა, რომელსაც ვერსად ჩაიცვამ და ვერსად გახვალ ამ კაბით თუ თავად იყიდო და შეძლო პარტნიორთან ერთად წახვიდე იქ, სადაც გინდა და როცა გინდა?

აი, კიდევ ერთი სიახლე. დედამთილი ჩივის, რომ არ ყოფნის ფული, რომელსაც მეუღლე შვილიშვილის სარჩენად უგზავნის. ქმარი ხშირად სტუმრობს ქალიშვილს, საჩუქრებს ჩუქნის, ამის წინააღმდეგი არ ვარ. მისი შვილია და ამ საკითხს გაგებით უნდა მოვეკიდო. ბოლოს და ბოლოს, მეც არ ვივიწყებ ჩემს ვაჟს, ვურთიერთობთ, ვცდილობ, ჩემს დას ცოტა ფული გავუგზავნო, რომ დროდადრო ჩემი შვილი გაანებივროს. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს.

მამაკაცი პარტნიორი

მე და დაჩი შევთანხმდით, რომ ცალკე ვიცხოვრებდით, ეს ხანგრძლივი საუბარი და ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ჩემი ორსულება კი სხვა, უფრო მკვეთრ ზომებს მოითხოვს. ფულს და მხარდაჭერას. აშკარაა, რომ რაღაც მომენტში მომიწევს სამსახურიდან წასვლა, ბავშვთან ერთად სახლში დარჩენა. რა თქმა უნდა, დამჭირდება განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა. მაგრამ თუ უკვე ვგრძნობ, რომ ჩემი და ჩემი ქმრის პოტენციალი სადღაც კედელს შეეჯახა, რა მოხდება შემდეგ?

არასასიამოვნოა ამის გაცნობიერება, მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ „მეგობარი ქმარი“ არ მჭირდება. მჭირდება ქმარი, რომელსაც ახლა ფსიქოლოგები „მამის“ კატეგორიაში ათავსებენ. კარგია, როცა შენი ესმით და ყველა სიტყვას ყურს უგდებენ. ეს ძალიან მაკლდა ილიასთან ქორწინებაში. მაგრამ ახლა, როცა შემიძლია შევადარო. საქმე არა მხოლოდ ჩემშია, დედის არჩევანის გამო ბავშვები არ უნდა იტანჯებოდნენ. იქნებ, ასეთია ქალების ხვედრი, ყველაფერში მოუსმინოს მამაკაცს, რომელიც უფრო ჭკვიანი და წარმატებულია?

ვნახე ბევრი ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქალები მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ მომავალ ქმრებს და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ. მათი მესმის, მათ აქვთ ახალგაზრდობა და მისი კარგად გაყიდვა უნდა მოასწრო. და მაინც, მათ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი. ქმარი ვალდებულია ოჯახი არჩინოს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგი ადამიანია. არ შეგიძლია, არ დაიწყო. საწყენია, რომ ძნელია იპოვო ასეთი მამაკაცი, რომელიც ყოველთვის დაგეხმარება, ფინანსურად, ამავდროულად, არ გიკარნახებს, რა გააკეთო, როგორ იცხოვრო და ა.შ. რატომ არის ყველაფერი ასე უსამართლოდ მოწყობილი?