„საერთოდ ვერ ვიგრძნობთ ამ იპოთეკას!“ პატარა ტყუილს დიდი უბედურება მოჰყვება

0
422

ოთხი წლის წინ

სამი დაქალი ბარში იჯდა და ჭორაობდა. სწორედ ეს იყო მათი შეკრებების არსი მრავალი წლის განმავლობაში.

-ეკა, თქვი ვინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში? ირმამ თქვა, რომ ვიღაც უძრავი ქონების მაგნატია!

ეკას გაეცინა:

-მაგნატი? თქვენ რა „მონოპოლიის“ თამაშს გადააჭარბეთ? უბრალოდ, ორი ბინა აქვს. ამ ბინებს აქირავებს და ეს შემოსავლიანია.

-პირადად მისი ბინებია?

-რა თქმა უნდა? საბუთები მის სახელზეა. ფული შეიძლება მშობლებმა მისცეს, ეს არ დამიზუსტებია.

-მშობლები რას წარმოადგენენ?

-მგონი ჩინოვნიკები იყვნენ, მაგრამ ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ. უკვე მრავალი წელია. მათი მეორე ვაჟიც იქ არის.

-ოჰო, მდიდარი გყოლია. რატომ არ გვაცნობ? გეშინია, რომ ასეთ შესაშურ საქმროს წაგართმევთ?

-გაგაცნობთ. რის უნდა მეშინოდეს? მე ხომ თქვენ შორის ყველაზე ლამაზი ვარ!

მეგობრებმა ისევ ხმამაღლა გადაიხარხარეს და საუბარი გააგრძელეს.

ორი წილს წინ

ეკა უყურებდა ბინის ფასს გრაფაში: „ბინის ფასი იპოთეკური სესხის გადახდით და არ იცოდა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა.

ბოლოს, ქმრისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:

-ვახო, დარწმუნებული ხარ? ძალიან ძვირია.

ქმარი ჩაეხუტა და დაამშვიდა:

-ეკა, ჩვენ ხომ ამ ბინას ჩვენთვის ვყიდულობთ? ასეთი პროცენტით იპოთეკას მარტივად გადავიხდით. დიახ, უფრო ძვირია, ვიდრე სხვა კორპუსებში, მაგრამ ეს კორპუსი 6 თვეში ბარდება, ისინი კი – წელიწადნახევარში.

-მაგრამ ფასი! დიახ, გადახდას შევძლებთ, მაგრამ საერთო ღირებულება…

-ეკა, მეც ამას ვამბობ. მაგრამ მე ხომ ბინებს ვაქირავებ და ეს კრედიტი ამის გათვალისწინების გარეშე დაგვიმტკიცეს. ამ ფულით კი – საერთოდ ვერ ვიგრძნობთ ამ იპოთეკას. ყველაფერი კარგად იქნება! თანაც ხომ იცი: უძრავი ქონების ფასი ყოველთვის მატულობს.

ცოლმა თავი დაუქნია.

ბინის ყიდვა დიდი ხანია უნდოდათ, მაგრამ ახლახან შეძლეს პირველადი შენატანისთვის თანხის შეგროვება. სანამ აგროვებდნენ, ფასები ძალიან გაიზარდა.

-დიახ, ვახო, მართალი ხარ. უნდა ვიყიდოთ, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა. და შეგვიძლია იპოთეკის აღება ასეთი პროცენტით.

-ყოჩაღ, ეკა! – აკოცა ქმარმა. – წავალ მენეჯერს დავუძახებ. გავაფორმოთ!

ჩვენი დღეები

ეკა კმაყოფილი იყო. მას ძალიან უყვარდა მოგზაურობის დაგეგმვა. ახლაც, თავის დასვენების დღეს, მან ნახევარი დღე დახარჯა იმისთვის, რომ აერჩია ავიაკომპანიის რეისი, სასტუმრო და დასასვენებელი ადგილი. ეს უკვე მისი და მისი მეუღლის შვებულების გათვალისწინებით, რომელიც წელს მთლიანად არ ემთხვეოდა.

მან ეს მოახერხა. ახლა კი ვახოს ელოდება, რომ გააცნოს და ბილეთები და სასტუმროები დაჯავშნოს. შვებულების პირველი ნახევრისთვის მაინც.

ეს მათი პირველი შვებულება იქნება ქორწილის შემდეგ. ბინის რემონტი დაასრულეს და კრედიტიც თითქმის გადახდილია. ახლა კი შეიძლება დასვენება და საჭიროც არის.

ქმარი გვიან დაბრუნდა.

-ვახო, შვებულებისთვის შევარჩიე რაღაცები. მოდი, ერთად ვნახოთ, ყველაფერი გავითვალისწინე. უნდა დავჯავშნოთ, სანამ ნორმალური ფასებია.

ქმარს რეაქცია არ ჰქონია.

-ვახო, რა მოგივიდა?

ქმარი ისევ ჩუმად იყო. სამზარეულოში გავიდა, წყალი დაისხა და დალია.

-რა მოხდა? – ეკას ქმარი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ენახა.

-ჩემი ძმა.

-რა მოხდა?

-ის ჩამოდის. სამი დღის შემდეგ.

-შენი ძმა?

ვახომ თავი დაუქნია.

-და რატომ ნერვიულობ?

ქმარი ისევ გაჩუმდა. ეკა კი მოთმინებას კარგავდა.

-ვახო, იქნებ ამიხსნა, ბოლოსდაბოლოს? პასუხი ერთი წუთის შემდეგ გაისმა.

-ეკა, ის ბინები ჩემი არ არის. მისია.

-რომელი ბინები?

-ის ბინები!

ეკას გაოცებისგან თავბრუ დაეხვა. ბინაში წარმოუდგენელი სიჩუმე იდგა.

-ნამდვილად? – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ცოლმა.

-რა? – ვერ მიხვდა ქმარი.

-ის რომ ბინები შენი ძმისაა.

ვახო ვერ იჯერებდა, რომ მის ცოლს ასეთი კითხვის დასმა შეეძლო:

-რა თქმა უნდა. რა კითხვაა?

ამ დროს ეკა მდგომარეობიდან გამოვიდა:

-გესმის, რას ამბობ? როგორ თუ ბინები შენი არ არის? შენ ხომ ამ ბინებს აქირავებ და ფულს იღებ! გასაღებებიც შენ გაქვს!

-დიახ, მაგრამ საბუთების მიხედვით, მისია. უფრო ზუსტად, მასზეა დარეგისტრირებული, მაგრამ ჩემი მშობლების ნაყიდია. ახლა ჩემი ძმა დაბრუნდა და ქირის ფული მან წაიღო.

-ანუ მთელი ამ ხნის მანძილზე მატყუებდი?!

-არა! მე არ მეგონა, რომ ირაკლი ჩამოვიდოდა. მან მინდობილობაც მომცა.

გაცოფებული ეკა ფართო სამზარეულოში აქეთ-იქით დადიოდა.

-ანუ, ახლა დავკარგეთ შემოსავალი, რომლის იმედადაც ავიღეთ იპოთეკა. და შვებულებაც დავკარგეთ! გესმის?!

-კი მაგრამ… იპოთეკის გადახდას ისედაც შევძლებთ. შვებულება კი… ამას გადავიტანთ.

-დიახ, შევძლებთ. და შვებულების გარეშეც გავძლებთ, მაგრამ ახლა ფული მხოლოდ საკვებისთვის დაგვრჩება. უფრო სწორად – დაგრჩება.

-ეს როგორ, ეკა?

-ასეა ძვირფასო. შენ დაკარგე შემოსავალი, ასე რომ, შენ უნდა ინერვიულო. ახლა შენს ახირებებზე სწორედ იმდენით ნაკლებს დახარჯავ, რამდენსაც ბინის გაქირავებით ღებულობდი.

-ეკა, რას ამბობ? ხომ იცი ჩემი ხელფასი! მე ხომ აღარაფერი დამრჩება, აუცილებელი ხარჯების გასტუმრების შემდეგ.

-არაუშავს. სამაგიეროდ, მაძღარი იქნები და საკუთარი ჭერი გექნება.

-მაგრამ… მე არ ვარ თანახმა!

-არც მე არ ვიქნებოდი თანახმა, თუ მეცოდინებოდა რომ ჩვენი შემოსავლის მესამედს, აი ასე, ერთ წამში დაკარგავდი. და კიდევ, მანქანა ნამდვილად შენია? ერთ დღეს სამსახურში მისვლას ავტობუსით ხომ არ შემომთავაზებ?

-დიახ, მანქანა ჩემია, გეფიცები!

-კარგი. ახლა კი ვახო, შენ შემოსავლის გაზრდის მხოლოდ ერთი გზა გაქვს. და არასოდეს, გესმის – არასოდეს, არ იყო ნათესავების იმედად.

-ეკა, გავიგე. მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიმუშაო მხოლოდ საჭმლისთვის და იპოთეკისთვის.

-უნდა მოემზადო, ვახო. მეც არ ვიყავი იმისთვის მზად, რომ ვიღაცას ორი წლის მანძილზე მოვეტყუებინე. და დაიმახსოვრე: ახლა შენს არც ერთ სიტყვას აღარ დავიჯერებ. ჩემი ნდობა დაკარგე. ისევე, როგორც ჩვენი ოჯახის შემოსავალი.

ეკას, რა თქმა უნდა, ქმარი გასაჭირში არ მიუტოვებია. ერთი წლის შემდეგ, სამსახურის მტკივნეული შეცვლის შემდეგ და უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურზე გადასვლით, მეუღლეებმა შეძლეს ოჯახის ბიუჯეტის გადარჩენა.

უფრო მეტიც, გაქირავებული ბინებიდან შემოსავლის დაკარგვამ და ოჯახის ბიუჯეტის შესავსებად ახალი წყაროების ძებნამ, მათი ურთიერთობა უფრო გააძლიერა.

თუმცა, ახალ ვახტანგის ძმას ისინი საერთოდ აღარ ეკონტაქტებიან.