ამ ქალმა 1966 წლის ავტობუსი თეთრებად შეიძინა. ახლა აქ მთელი ოჯახი ცხოვრობს

687

ძალიან ბევრი ადამიანი იდეალურ სახლს წლები ეძებს. ხოლო ბოლოს, ბინების უსასრულო თვალიერებით, მეპატრონეების ტყუილებით და უძრავი ქონების აგენტების ხრიკებით დაღლილნი ფიქრობენ, რომ ოცნების სახლის აშენება ბევრად უფრო მარტივია. ამერიკელმა ჯესი ლიპსკინმაც ეს გზა აირჩია.

გოგონას ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრება არ სურდა. კერძო სახლიც დიდად არ მოსწონდა. როცა იმ ხალხის შესახებ გაიგო, რომლებმაც სატვირთო მანქანები მობილურ სახლებად გადააკეთეს, მიხვდა: ასეთი ვარიანტი მას შეეფერება. 1966 წლის ავტობუსის შეძენის შემდეგ ჯესი ჩამოწერილი მოხუციდან ოცნების სახლის კეთებას შეუდგა.

სატრანსპორტო საშუალებიდან საცხოვრებელი სახლის გადაკეთებას მთელი 3 წელი და 70 ათასი დოლარი მოანდომა. რა თქმა უნდა, ამ თანხაში ავტობუსის ტექნიკური აღჭურვილობაც შედის. ჯესის სურდა არა სახლი ავტობუსის კორპუსზე, არამედ საცხოვრებელი, რომელიც 24/7 საათი გზაზე ყოფნას შეძლებდა.

ლიპსკინის აღიარებით, ელექტრო, სანტექნიკურ და სადურგლო საქმეებს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. ამისთვის სპეციალისტები დაქირავება მოუწია. თუმცა სახლი-ავტობუსის აწყობის მცოდნე ოსტატების პოვნა მარტივი არ აღმოჩნდა.

სპეციალისტები, რომლებიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინებზე მუშაობდნენ,  პასიურობდნენ, როცა ჯესი მუშაობის აუცილებელ მოცულობას აღწერდა. ბოლოს, საკმაოდ კვალიფიცირებული სპეციალისტები იპოვა, რომლებიც საქმეს თავი შესანიშნავად გაართვეს!

ახლა ჯესის საცხოვრებელი ნებისმიერ ზეთანამედროვე ავტობუსს გარეგნულად არაფრით ჩამოუვარდება. შიგნით კი სტუმრებს სიმყუდროვე და კომფორტი დახვდებათ. გოგონა აღიარებს, რომ ბორბლებიან სახლში ცხოვრება საკმაოდ კომფორტულია!

რა თქმა უნდა, ბავშვებიან ოჯახს ასეთი სახლი არ გამოადგებათ. ჩვეულებრივ, ასეთ სახლში ახალგაზრდები ცხოვრობენ. მათთვის კი ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.

ჯესი დარწმუნებულია, რომ სურათების, ბალიშების, ხალიჩების და სხვა წვრილმანი ნივთების გარეშე სახლის სივრცე ცარიელი იქნებოდა. რამდენიმე დეტალი საკმარისი გახდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში ნამდვილი სიმყუდროვე და კომფორტი შექმნილიყო.

თქვენს წინაშეა ხედი სამზარეულოს საძინებლისკენ. მფლობელი აღნიშნავს: შესაფერისი ფარდების მოძებნაზე ბევრი დრო დახარჯა.

სახლში სრულყოფილი ბიბლიოთეკის მოწყობა არ გამოუვიდა, მაგრამ საძინებელ ზონაში წიგნების თაროსთვის ადგილი გამონახა. აქ სამახსოვრო წვრილმან ნივთებს და იმ წიგნებს ინახავს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ერთი შეხედვით, პატარა გარდერობია. საბედნიეროდ, კარები მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილს გვაჩვენებს. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესანახად მარჯვნივ და მარცხნივ ბევრი თავისუფალი სივრცე იმალება.

სამზარეულოში პატარა მაცივარი დიდ ადგილს არ იკავებს. მისი შიდა მოცულობა ჯესის ყოველდღიური საჭიროებისთვის ყოფნის.

სააბაზანო ოთახი ხელმისაწვდომი სივრცის მიხედვით მაქსიმალური კომფორტით არის მოწყობილი. ზოგიერთ ბორბლებიან სახლში ვიწრო საშხაპით თავს გადიან, თუმცა ლიპსკინმა გადაწყვიტა, რომ სივრცის ეკონომია არ გაეკეთებინა.

სამზარეულოს პანორამა მფლობელს დღის და ღამის ნებისმიერ მომენტში ღია ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს. როგორი სილამაზეა!

სამწუხაროდ, ახლა ჯესის სახლი-ავტობუსი იყიდება. გოგონა ევროპაში გადასვლას აპირებს, ხოლო სატრანსპორტო საშუალების თან წაღებას ვერ ახერხებს. ლიპსკინი ირწმუნება, რომ რამდენიმე მომგებიანი წინადადება უკვე მიიღო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს