პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეინახოთ წლების განმავლობაში ფულის დასაზოგად. სრული სია

0
1638

საიდუმლო არ არის, რომ პროდუქტების საბითუმოდ ყიდვა უფრო მომგებიანია. ხდება ისე, მაღაზიაში მაცდურ აქციას ვხედავთ და მთა საკვებს ვყიდულობთ. რა საწყენია მათთან დაშორება ვადის გასვლის შემდეგ! ეკონომია კი არა, რაღაც მავნებლობა. Feeding America-ს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ამერიკელები ყრიან 60 მილიონ ტონა საჭმელს ყოველწლიურად. დარწმუნებული იყავით, რომ მათ არ ჩამოვრჩებით. თუმცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პროდუქტების შენახვის ვადაზე ყურადღებას გაამახვილებთ.

დიახ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრის მომარაგება გვსურს. პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე ფასების მატება მომარაგებაზე გვაფიქრებს. ამ მიზნით ყველა პროდუქტი არ გამოგადგებათ. კონსერვებიც ისეთი მარტივი არაა, როგორც ჩანს. პაპარაცი გიზიარებთ სიას, სადაც პროდუქტების შენახვის ვადა შეადგენს 2 წელს, 5–10 წელს და საუკუნესაც.

პროდუქტები, რომლებიც თამამად შეგიძლიათ მოიმარაგოთ

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ შენახვის პირობებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ფხვიერი პროდუქტები, როგორიცაა მარცვლეული, მშრალ ადგილას უკეთ ინახება. თუ გრილ ადგილსაც იპოვით, ჩათვალეთ, პროდუქტებისთვის საუკეთესო სეიფი მზადაა.

პროდუქტების შეუზღუდავი შენახვის ვადა: თაფლი, მარილი, სოდა

დავიწყოთ პროდუქტებით, რომლებიც მარადიული შეგვიძლია ვუწოდოთ. თუ მზის სინათლისგან და ნესტისგან შორს შეინახავთ, ათწლეულების განმავლობაში გაძლებს თაფლი, შაქარი, მარილი და სოდა. მაგალითად, თაფლი ძველი ეგვიპტური სამარხების გათხრებისას ნაპოვნი თაფლი საკვებად ჯერ კიდევ ვარგისია. დიახ, კრისტალიზებულია, მაგრამ შეგიძლიათ დაუბრუნოთ პირვანდელი სახე ცოტა წყალთან ერთად შეთბობის გზით. საქმე ანტიბაქტერიულ თვისებებშია.

ბაქტერიებს ტენი სჭირდებათ, ამის გარეშე ვერ გადარჩებიან. მარილიც და სოდაც ტენიანობას გარემოდან იზიდავს. ძველად ტყუილად არ იყენებდნენ მარილს ხორცის და თევზის კონსერვაციისთვის. თაფლში მჟავიანობის კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ ყველაზე გამძლე ბაქტერიებიც ვერ გადარჩება. თუ თაფლი გაფუჭდა, მხოლოდ ზედაპირზე ჰაერთან კონტაქტისას. ასე რომ, კარგად დახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

პროდუქტების შენახვის ვადა 10–დან 30 წლამდე

1. თეთრი გაპრიალებული ბრინჯი თაფლის შემდეგ მეორე ადგილზეა. ბრიგემ იუნგის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. გასუფთავებული მოხარშული ბრინჯი საკვებად ვარგისი 30 წლამდე შეიძლება დარჩეს, თან სრულად შეინარჩუნოს კვებითი და გემოს თვისებები. აი, გაუსუფთავებელი ყავისფერი ბრინჯი დიდხანს არ ინახება, რადგან ზეთების მცირე პროცენტს შეიცავს.

2. შაქრის ფხვნილი 10 წლამდე შეიძლება შეინახოს, თუ კარგად შეფუთულია. მთავარია, მაქსიმალურად მოაშოროთ სინესტეს, ანუ ჰაერთან კონტაქტს. ვაკუუმშეფუთვა ან გამჭვირვალე ქილა ჰერმეტული თავსახურით გამოგადგებათ.

3. მშრალი ოსპი ყველა რეკორდს ხსნის მარცვლეულს შორის: მშრალ და გრილ ადგილას ჰერმეტული შენახვისას 30 წლამდე შეიძლება გაძლოს.

4. ოსპს არ ჩამორჩება შვრიის ფანტელები, რომელიც არაიდეალურ პირობებშიც წელიწადნახევარი საკვებად ვარგისი რჩება. იდეალურ პირობებში – 30 წლამდე.

5. მშრალი ლობიო ასევე 30 წლამდე ძლებს, მაგრამ უფრო პრეტენზიულია. დაგჭირდებათ არა მხოლოდ მშრალი და ბნელი ადგილი, არა მხოლოდ ჰერმეტული შეფუთვა, არამედ ჰაერის შთამნთქმელი, რომ მისი დაკონსერვება შეძლოთ. ასევე 11–21 გრადუსი ტემპერატურა. მოკლედ, ასეთ იდეალურ პირობებში პროდუქტების დიდი ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს ძლებს.

6. გამხმარი ბარდა შეიძლება 20 წლამდე შეინახოს, მაგრამ შეფუთვაში ან პლასტმასის კონტეინერში ჩვეულებრივი შენახვის პირობებში უკვე 1 წელში გაფუჭდება, ამიტომ ყურადღებით იყავით. დაგჭირდებათ მთლიანად ჰერმეტული კონტეინერი და მშრალი პირობები.

7. როგორც წესი, ძმრის შეფუთვაზე მითითებულია 2 წლამდე შენახვის ვადა, მაგრამ მეცნიერულად ძმარი დროის მიმართ გამძლეა. თუ მინის ჭურჭელში ბნელ ადგილას შეინახავთ, ათწლეულები გაძლებს. თუმცა ჭურჭელი აუცილებლად მინის და გაუხსნელი უნდა იყოს!

2–დან 5 წლამდე

1. ბევრი სანელებელი და ხმელი მწვანილი 5–6 წელი ძლებს. რა თქმა უნდა, თუ შეიძინეთ პლასტმასის შეფუთვაში. შესანახად ხელუხლებელი უნდა იყოს. გახსნის შემდეგ შენახვის ვადა მხოლოდ რამდენიმე თვეა. თუმცა გახსნის შემთხვევაშიც სანელებელი 1 წელი ვარგისი შეიძლება იყოს. საუკეთესოდ გამოვლინდა მუსკატის კაკალი, რომელიც 5 წლამდე ინახება თვისებების დაკარგვის გარეშე. თუ შეამჩნიეთ, რომ არომატი სუსტდება, უბრალოდ უფრო მეტი დაუმატეთ, ვიდრე რეცეპტშია მითითებული.

2. ორცხობილა გალეტი მშრალ ადგილას 2 წლამდე ინახება. პურის კარგი ალტერნატივაა, რადგან გალეტი შესაფერისია როგორც საჭმელად, ასევე პეროგის ბაზად. როგორც ხემსს, შენახვის ვადით თანაბარი არ ჰყავს.

3. შავი შოკოლადი კარადაში მაქსიმუმ 2 წელი შეგიძლიათ შეინახოთ, თუ მასში მინიმუმ 70% კაკაო შედის. რაც უფრო მაღალია კაკაოს კონცენტრაცია, მით დიდხანს „ცოცხლობს“ შოკოლადი. 2 წელი ლიმიტი არაა, ზოგიერთი ფილა 5 წელზე დიდხანს ინახება.

4. ხმელი სოკო მაქსიმუმ 2 წელი შეინახეთ. თუმცა კარგ პირობებში 5 წლამდე გაძლებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სოკოა: ქამა, მანჭკვალა, დათვის სოკო.

5. მშრალი რძე უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე ახალი რძე, 2–დან 5 წლამდე. მისი გემოს თვისებები არაფრით განსხვავდება ცომეულში და დესერტებში. ყავას და ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ. მშრალი რძე შეინახეთ გრილ ადგილას, სადაც ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსს არ აღემატება.

6. კონსერვებს სხვადასხვა შენახვის ვადა აქვს. მაგალითად, თევზის კონსერვი უფრო ნაკლები დროით ინახება, მაქსიმუმ 1 წელი. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი აწარმოებს კონსერვებს, რომლის შენახვის ვადა 3 წელია. ბოსტნეული მინის ქილაში 2–3 წელი ძლებს, ხოლო ქილის, თუნუქის ქილაში – 4 წელი. ამ კატეგორიაში ჩაშუშული ხორცის კონსერვი რეკორდსმენია. ხორცის კონსერვი (კერძოდ, ღორის, ცხვრის, საქონლის ხორცი) 5 წლამდე ინახება.

ზემოხსენებულმა პროდუქტებმა დროს გაუძლო და შესანახად იდეალურია. თუ მაღაზიაში ამ პროდუქტებზე აქციას დაინახავთ, თამამად შეიძინეთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი ბოსტნეული, ხორცი და თევზი რაციონის აუცილებელი ნაწილია! სამწუხაროდ, კონსერვში და მშრალ პროდუქტებში მკვებავი ნივთიერებები გაცილებით ნაკლებია. პროდუქტების შენახვისას ვადის გაკონტროლება არ დაგავიწყდეთ.