გულისამაჩუყებელი ამბავი, რატომ უნდა დავაფასოთ მშობლები

1275

ყველა ფსიქიატრი განგაშს ტეხს: დემენცია „ახალგაზრდავდება“! თუ შეამჩნიეთ, რომ მშობელს მეხსიერება დაუქვეითდა, ყოველდღიური საქმეების შესრულება უჭირს, მეტყველების პრობლემები გაჩნდა, ექიმთან წაიყვანეთ. ეს დაავადება სწრაფად ვითარდება. გადაარჩინე თქვენთვის ძვირფასი ადამიანი!

მეხსიერების დაქვეითება

ნათიამ დედა ქალაქში თითქმის 1 წლის წინ ჩამოიყვანა. ეს ყველამ სწორ გადაწყვეტილებად ჩათვალა. მის სოფელში მისვლას ნახევარი დღე სჭირდებოდა. თან ჯანმრთელობაც გაუარესდა.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო. სანამ ნათია და მისი მეუღლე სამსახურში იყვნენ, დედა სადილს ამზადებდა, სახლს ალაგებდა, სკოლიდან მოსულ შვილიშვილს აპურებდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ ნათიას სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ არაფერი დარჩენოდა გასაკეთებელი.

მართალია, ბოლო დროს მარინა შეიცვალა. მისი მეხსიერება გაუარესდა. ერთი და იმავე ფრაზას რამდენჯერმე იმეორებს, ნივთებს კარგავს, საჭმელს მალავს და სახლიდან რამდენიმე საათით გაუფრთხილებლად გადის. ერთხელ ნათიას სადარბაზოში შეხვდა ჭორიკანა მეზობელი და უთხრა, რომ დედამისი ხშირად ჩივის ქალიშვილთან ცუდ ცხოვრებაზე. თითქოს, შიმშილით კლავენ.

განგაშის ზარი

ამის შემდეგ ქალმა დედას ბინიდან გასვლა აუკრძალა. ამით მარინას უცნაური ქცევა არ შეიცვალა. ერთხელ შვილიშვილის ნივთები უნებართვოდ გადარეცხა. კარადიდან გამოიღო და მანქანაში დაუხარისხებლად ჩაყარა. ნაზი პერანგები უიმედოდ გაფუჭდა.

ასევე საჭმელს მალავდა. ნათია ძლივს ასწრებდა ხელიდან ხან ძეხვის ხან მაიონეზის ქილის გამორთმევას. რამდენიმე დღის წინ ნათიამ გათბობის ბატარეის ქვეშ ყველის ნაჭერი იპოვა. როგორც ჩანს, იქ უკვე არა ერთი კვირა ინახება.

ნათია ბრაზობდა და დედას თავს ესხმოდა. „ამას ჯიბრზე აკეთებ! მოწყენილობისგან რაღაც გასართობი იპოვე – ნერვები რომ მომიშალო?“ – დუღდა უკმაყოფილო ქალიშვილი.

„რატომ გძულვარ?“

ქალი ვერ ხვდებოდა, რა იყო დედის უცნაური ხრიკების მიზეზი. მარინას უცნაურმა ქცევამ გიასაც, ნათიას მეუღლესაც მოთმინება დააკარგვინა. სიდედრის უცნაურობა მასაც შეეხო. სიდედრმა ხან მისი ძვირადღირებული საპარსი სანაგვე ურნაში ჩააგდო ხან ბრენდული ოდეკოლონი გატეხა. მარინამ დანაშაული ერთხელაც არ აღიარა. როცა ფაქტზე იჭერდნენ, უარობდა, ბრაზობდა და ტიროდა.

გარდა ამისა, სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება შეწყვიტა. უფრო ზუსტად, საჭმელს აკეთებდა, მაგრამ ან ზედმეტად მარილიანი იყო ან დანახშირებული. ქალებს შორის ხმამაღალი საუბარი არაერთხელ შედგა.

–ნათია, რატომ მოამზადე ეს საზიზღრობა? ქურასთან ახლოს არ უნდა მიგიშვან!

–ხუმრობ? ეს ხომ შენ მოამზადე!

–ამას როდის გავაკეთებდი, დილიდან სახსრები მტკივა, იქნებ, ნატალიმ?

–ნატალი კლასელთან დარჩა. ბავშვს შენს გამო სახლში დაბრუნება არ უნდა. შენი არანორმალური ქცევის ეშინია.

და მარინას თვალები ცრემლით აევსო.

დედის ექსცენტრიულობა: ცუდი მეხსიერება

მალე გიამ დაიწყო მინიშნება, რომ სიდედრს ტვინის პრობლემები ჰქონდა. ნათია ვერ იჯერებდა: დედა მხოლოდ 60 წლისაა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. უბრალოდ შურს იძიებს სოფლის სახლის გაყიდვის გამო.

ერთხელ, სამსახურიდან დაბრუნებისას ნათიამ ახალი სიურპრიზი აღმოაჩინა. შემოსასვლელში მთელი შეფუთვა მარილი იყო მიმოფანტული, ნახევარი მაცივარი ისევ ბატარეის ქვეშ. ნათიას ყვირილზე დედა ოთახიდან გამოვარდა. ფეხზე ეცვა გაცვეთილი ჩუსტები, რომელიც ნათიამ უკვე ორჯერ გადააგდო, მაგრამ დედა ყოველჯერზე სანაგვედან იღებდა. მოხუც ქალს საყვედურები მოხვდა: სამზარეულოსა და მისაღებში შექმნილი უწესრიგობისთვის. სიზარმაცისთვის და უსაქმურობისთვის. მარინა კი აცრემლებული თვალებით იმეორებდა: „შვილო, ეს მე არ მიქნია“.

ის, რაც ნათიამ ჯადოქრულ რიტუალად მიიღო, იყო დედის მცდელობა, რომ მოლიპულ გზაზე მარილი მოეყარა. ქუჩაში ყინული იყო, მას კი გარეთ გასვლა და მაღაზიაში საჭლის ყიდვა უნდოდა. ქალიშვილმა ხომ აუკრძალა მათი პროდუქტების აღება.

„მათი აღება კი არა, დამალვა აგიკრძალე. შეწყვიტე სულელივით მოქცევა! – ნათიას ნერვები აღარ ყოფნიდა. ესმოდა, რომ მეზობლები მათი კამათის შესახებ გაიგებდნენ, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. დედის ქცევამ წყობიდან გამოიყვანა.

ექიმთან ვიზიტი

მეუღლესთან მორიგი სკანდალის შემდეგ გიამ როგორც იქნა დაარწმუნა ნათია, რომ დედა ექიმთან წაეყვანა. ვინ იცის, იქნებ ერთ ღამით დაახრჩოს ან მოწამლოს. ქალი გაჯიუტდა: დედა შურს იძიებს სახლის გაყიდვის გამო, მაგრამ ქმრის მუქარამ, რომ ნივთებს ჩაალაგებს და წავა, დაფიქრება აიძულა.

ექიმმა ქალი გააოცა დიაგნოზით: მარინას აქვს ასაკოვანი დემენცია, უფრო მეტიც, მისი მდგომარეობა უარესდება. ცოტა ხანში პენსიონერი ქალი ვეღაც იცნობს ოჯახს და ვერ გაიხსენებს, ვინ არის. ეს დაავადება სწრაფად ვითარდება და პაციენტის პიროვნება ჩვენს თვალწინ ნადგურდება. დემენცია განსაკუთრებით საშიშია „ახალგაზრდა“ პაციენტებისთვის. როგორც წესი, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა.

ნათი ხმამაღლა ღრიალებდა და ექიმის განაჩენის გასაჩივრებას ცდილობდა. დედა ავად არაა, უბრალოდ მასზე შურს იძიებს და ოჯახის დანგრევას ცდილობს. ყოველთვის რთული ხასიათი ჰქონდა, ახლა კი სახლის გაყიდვას ვერ პატიობს. საერთოდ, ეს წმინდა შურია. ბოლოს ექიმი დაადანაშაულა, რომ ის ცდილობდა ზეწოლას დაშაულის გრძნობაზე და სიბრალულზე. აბების გამოწერა მოითხოვა.

ცუდი მეხსიერება

–გაიგეთ, აბები ვერ უშველის. უბრალოდ ცუდი მეხსიერება არ აქვს. ცოტა დრო დარჩა. ახლა თქვენი სიყვარული და ზრუნვა სჭირდება. ის ხომ დედათქვენია!

–იცით, მეც მჭირდება ზრუნვა! სამსახურში დაწყევლილივით ვმუშაობ, ქმარს და ქალიშვილს ყურადღებას არ ვაკლებ. ახლა დედა ყოველდღე ცირკს აწყობს.

–ვიმედოვნებ, მომისმენთ. და ბოლოს: უმჯობესია სახლში იჯდეს. ასეთი ავადმყოფები ხშირად იკარგებიან, რადგან სახლის გზა ავიწყდებათ.

გაბრაზებული ნათია საავადმყოფოდან გამოვარდა აშკარა განზრახვით, რომ დედა ოთახში გამოეკეტა. გინდა აღშფოთდე? რამდენიც გინდა!

ქალმა ვერ დაიჯერა დედის ავადმყოფობა, მაგრამ ის უფრო ძლიერ მოეშვა. აღარ იბანდა, ხშირად ტიროდა, შიმშილობდა. თავს აჩვენებდა, რომ ნათიას და გიას ვერ ცნობდა. ქალიშვილი მხოლოდ ბრაზობდა. პენსიონერი აშკარად აჭარბებს გიჟის როლის თამაშში. ერთხელ ნათიას პასუხად დაუყვირა. უცხო ადამიანად მიიღო და ბინის დატოვება მოსთხოვა.

ქალი დაიბნა, მაგრამ გადაწყვეტილება სწრაფად მოვიდა. დედას უყვირა, რომ მის სახლს გამოისყიდის და დაე, მან მეზობლების სისხლი გააფუჭოს. კლიენტის აყვანისას კარის დაკეტვა დაავიწყდა. როგორც ჩანს, მასაც გაუარესდა მეხსიერება.

ფატალური დასასრული

მყიდველმა გარიგებაზე კატეგორიული უარი თქვა. იმედგაცრუებულმა ნათიამ ქმარს დაურეკა. აღმოჩნდა, რომ ის ქალიშვილთან ერთად მშობლებთან წავიდა. ქმარს უსაყვედურა, რომ წასვლის შესახებ არ გააფრთხილა. დედაზე დაიჩივლა, რომ მას დაუყვირა და უცხოდ მიიღო. გიამ კიდევ ერთხელ სცადა ნათიას შეგონება: „იქნებ, ფსიქიატრი მართალია?“ ნათიამ კი მხოლოდ შეიკურთხა, რომ ექიმს მხოლოდ მისი დამცირება სურდა.

„მაშინ მოემზადე და მოდი, დედას საკმარისი საკვები აქვს, კარი დაკეტილია. ჩემებთან დავისვენოთ რამდენიმე დღე“ – გამოიტანა დასკვნა ქმარმა.

2 დღის შემდეგ ოჯახი სახლში დაბრუნდა. მათ დახვდათ ღია კარი ბინაში. დედა სახლში არ იყო. გაბრაზებული ნათია დედას გაქცევის გამო საყვედურობდა, მაგრამ არაფერი დარჩენოდა: საჭირო იყო მოძებნა და შემოწმება, რამე ხომ არ გაიტანეს სახლიდან.

სანამ გია ქონებას ათვალიერებდა, ნათია და ნატალი უბანში მოსაძებნად გავიდნენ, მეზობლები გამოკითხეს. მაგრამ უშედეგოდ. პოლიციის განყოფილებაში განცხადების დაწერა მოუწიათ.

მეორე დღეს მარინა იპოვეს. ნათიას საღამოს დაურეკეს პოლიციიდან. მარინას სხეული ქალაქგარეთ იპოვეს. მარინა სახლიდან გავიდა ფეხშიშველი და მსუბუქ პერანგში. როგორ მოახერხა ამხელა მანძილის გავლა, უცნობია. ფეხით, უფულოდ, იანვრის სიცივეში.

სანამ ინსპექტორი თავის მოსაზრებებს აზიარებდა, ნათია გონებაში იმეორებდა მის სიტყვებს: „დედათქვენი გარდაცვლილია. გაყინული“. შიგნით ყველაფერი თავდაყირა დადგა. როგორ დაუშვა ეს? რატომ იყო ასეთი მკაცრი და უყურადღებო? რატომ არ დაუჯერა ექიმს, თვალი დახუჭა პრობლემაზე, ყვიროდა და ბრაზობდა დედაზე? თითქოს გამოფხიზლდა. ქმარი რამდენიმე საათი ამშვიდებდა, სანამ ის აბაზანის იატაკზე მჯდომი ტიროდა.

დააფასეთ მშობლები, სანამ ამის შესაძლებლობა გაქვთ

დაკრძალვა ცუდად ახსოვს. მის მეხსიერებაში დარჩა მხოლოდ კუბოში ჩაწოლილი დედა. პატარა და გამხდარი, როგორც თოჯინა. ნათია გაშტერებული უყურებდა და ვერ იჯერებდა: მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დედა ცოცხალი იყო.

„მაპატიე, დედა! ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი! გევედრები, მაპატიე!“

მაგრამ დედა უკვე იწვა, გათეთრებული და ცივი, ქალიშვილის სიტყვები არ ესმოდა. მის ტუჩებზე სამუდამოდ გაიყინა მშვიდი ღიმილი. როგორც ჩანს, სიმშვიდე იპოვა.

გაუფრთხილდით მშობლებს, სანამ თქვენ გვერდით არიან!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს