დრო გადის, ადამიანების პრობლემები კი არ იცვლება. როგორ დაივიწყო ადამიანი და შეწყვიტო სიყვარული, როცა უკვე 40 წლის ხარ? როგორ იპოვო მეორე ნახევარი, თუ ცხოვრების უმეტესი ნაწილი სხვა ადამიანთან ერთად გაატარე? უნდა გქონდეს ახალი ურთიერთობის იმედი ზრდასრულ ასაკში თუ აღარ მოვა ის წრფელი და უანგარო სიყვარული, რომელიც აქამდე გქონდა? როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის აქტუალური საკითხია. მათზე პასუხები კი ყოველთვის ცალსახა არაა.
სამწუხაროდ, ბევრი ზრდასრული ადამიანი, განსაკუთრებით კაცები, განქორწინების შემდეგ პრიორიტეტებს არასწორად ისახავენ. შინაგან განწყობაზე მუშაობის, საკუთარი სურვილების და მისწრაფებების გაგების ნაცვლად იწყებენ ღრეობას, სამსახურში არ დადიან, საეჭვო პირებს იცნობენ. ასე კარგავენ არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ სამსახურს, ოჯახის და მეგობრების პატივისცემას. საქმე ემოციებსა და მათი კონტროლის უნარის უქონლობაშია. რა თქმა უნდა, განსხვავებულად მოქცევას გირჩევთ.
როგორ დაივიწყო ადამიანი და შეწყვიტო სიყვარული?
15 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორება უარესია, რაც შეიძლება მოხდეს. ჩემზე ვლაპარაკობ, არავის ვაიძულებ კამათს. ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ჯანმრთელობა, მაგრამ იმავე სულიერ დონეზე დარჩეს. აი, როცა გულში უხილავი დიდი ჭრილობა იხსნება, გაუცნობიერებლად განსხვავებული ხდება. ასე არა მხოლოდ მე დამემართა. ვიცი ბევრი მამაკაცის ისტორია, რომლებმაც ოჯახის დანგრევის შემდეგ თავი დაიღუპეს. მეც მსგავსი ბედის ზღვარზე ვიყავი.
ცოლმა შვილები წაიყვანა, ახალი მამაკაცი იპოვა და სხვა ქვეყანაში გადავიდა. სასამართლომ მისი ქმედება კანონიერად მიიჩნია, რადგან ჩემი შვილების ახალი „მამა“ არა მხოლოდ უცხოელია, არამედ ძალიან შეძლებული. რაც არ უნდა წარმატებულ ბიზნესმენად მივიჩნიო თავი: ჩემი სახლი, აგარაკი, 2021 წლის მანქანა ყოფილი ცოლის ახალი „მეგობრის“ სიმდიდრესთან ვერ მივა. სწორედ ამიტომ, ჩემგან ბევრი არაფერი მოუთხოვია. რა აქვს გასაყოფი ბავშვების გარდა? თან მოსამართლე მთლიანად მის მხარეს დადგა. ჩვენს ქვეყანაში დედის და მამის უფლებები თანაბარი არაა. ადრეც ვამბობდი და ახლა უფრო ხშირად ვიმეორებ.
მოკლედ, როგორღაც ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და არ გავგიჟებულიყავი. ემოციების შეკავება არ შემეძლო, ამიტომ უსიამოვნებებში გადავეშვი. 7 თვის განმავლობაში იმდენ თავგადასავალში გავები, იმდენი შეცდომა დავუშვი, ყველა რომ ჩამოვთვალო, პატარა წიგნი გამოვა. სერიოზულად. თქვენც რომ დაგინდოთ, მეც დრო ტყუილად არ დავხარჯო, მხოლოდ რამდენიმე მომენტს ვახსენებ. ასე ვთქვათ, ვიტრაბახებ. სინამდვილეში, გულწრფელი მინდა ვიყო საკუთარ თავთან.
ერთ დღეს მე და კიდევ ჩემმა სამმა მეგობარმა (ძალიან ნასვამები ვიყავით) რესტორანში საჭმელი შევუკვეთეთ, ალბათ, ათასი ლარის. შემდეგ გადაუხდელად გავიქეცით. ვერავინ გვიპოვიდა, მეორე დღეს თავად რომ არ მივსულიყავი ავადმყოფი და სირცხვილისგან აწითლებული. მთელი თანხის გადახდა და გაგებისთვის პატარა საჩუქრის ყიდვა მომიწია. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის ჭამა ვერ მოვასწარით, თან ყველაზე ძვირადღირებული კერძები ბოლოს მოაქვთ.
იმდენი ქალი გამოვიცვალე, დათვლა ამერია. ვიცი მხოლოდ, რომ ბევრი იყვნენ. საამაყო არაა. საამაყოა, როცა ლამაზი და ჭკვიანი ქალის გულის მოგებას დიდხანს ცდილობ, შემდეგ მასთან ურთიერთობას იწყებ. ერთჯერადი შეხვედრები კი მხოლოდ სკოლის მოსწავლეზე ან ღარიბ სტუდენტზე მოახდენს შთაბეჭდილებას. ზრდასრულმა ხალხმა ასეთი კავშირის ფასი იციან. რაც იყო, იყო.
მანქანაც დავაზიანე. აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი ამ დროს. ეს უბრალოდ ცუდ მოგონებებთან იყო დაკავშირებული. რადიოში ჩემი ყოფილი ცოლის საყვარელი სიმღერა გავიდა. ვცდილობდი, მისთვის ყურადღება არ მიმექცია. რაღაც დროში ეთერი გადავრთე. 5 წუთის შემდეგ იგივე სიმღერა აჟღერდა. ყურადღება გამეფანტა, გზას ვეღარ ვაკონტროლებდი, ჩემკენ მომავალ მანქანას დავეჯახე. უმსხვერპლოდ ჩაიარა, თუ ჩემს საფულეს გავიხსენებ.
ახლა ჭკუაზე მოვედი. მივხვდი, რომ დროა თავი ხელში ავიყვანო და წინ ვიარო. დიახ, ქორწილი სამუდამოდ დაკარგულია. შვილები იშვიათად მირეკავენ, ყველაფრის დაბრუნების იმედი არაა. დროა, ვიპოვო ადამიანი, ვინც შემიყვარებს და გამიგებს, ვის მიმართაც თბილ გრძნობებს ვიგრძნობ. ჭკვიანი ქალი, რომელიც საკუთარ თავზე ჩაციკლული არ იქნება. არც უშნო, მაგრამ სილამაზის დედოფალიც არ მჭირდება. მოკლედ, უბრალო ქალი, ვინც მზადაა ახალ ადამიანთან ცხოვრების დასაწყებად. რა თქმა უნდა, გაცნობის საიტებზე მისი ძებნა დავიწყე.
და აი, აქ ნამდვილად გავოგნდი, რამდენად თავისუფალი შეიძლება იყოს ჩემი ასაკის ქალი. ის, რომელიც არ ეძებს სწრაფ სიყვარულს, არამედ იმედოვნებს მთელი ცხოვრების სიყვარულის პოვნას. ეს მე არ მომიგონია, ასეთი წარწერები აქვთ განაცხადის ფორმაში. თითქმის ყოველ მეორეს. სინამდვილეში, ნამდვილი ატრაქციონია. ასე ინტერნეტით 15 ქალი გავიცანი. ათზე მინდოდა გაჩერება, მაგრამ დანარჩენი ინერციით ჩამოვწერე.
როგორ ფიქრობთ, სჭირდებათ გარკვეული ტიპის მამაკაცი თუ მეგობარი, ვისთანას საუბარს შეძლებენ? არა, ახლოსაც არაა. ყველას სჭირდება მხარდაჭერა. მხარდაჭერა და უსაფრთხოება – აი, ამას ამბობენ ძირითადად. სინამდვილეში, ეს არის ფულის ან მატერიალური სარგებლის მოთხოვნა და მეტი არაფერი. მაგალითად, პირველმა ქალმა, რომელსაც მივწერე, მაშინვე ამიხსნა, რომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, მიუღებელია ძალადობა და ნეგატივი, სულიერად ძალიან განვითარებულია. მამაკაცებში აფასებს სხვადასხვა ზედსართავი სახელების ნაკრებს. თავად მოგზაურობაზე გიჟდება. ჩვენი ნახევარსაათიანი დიალოგი მოგზაურობის თემას ვერ გაცდა.
მეორე ქალმა მომწერა, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს და ახლა ბინაში რემონტს დამოუკიდებლად აკეთებს. თითქოს, რა, ასეც ხდება. როგორმე საუბარი ხომ უნდა დავიწყოთ, კასტანედაზე ხომ არ ვისაუბრებთ. მაგრამ ქალები კაცებზე უფრო ცბიერები არიან. მისი მთავარი გზავნილი მაშინვე დავიჭირე. სინამდვილეში, ყველაფერი უფრო პროზაული აღმოჩნდა, რემონტი სჭირდება, სულელო! დაეხმარე მარტოხელა ქალს ფინანსურად. მას ხომ ფული და მასალა გამოელია. მისი რეგისტრაციის თარიღი გადავამოწმე, ასე უკვე სამი წელია რემონტს აკეთებს, მაგრამ ვერ ამთავრებს.
მივხვდი, რომ ინტერნეტში ურთიერთობას ნამდვილად ვერ შევძლებდი. დავფიქრდი. ყველა ჩემი ნაცნობი მეგობარი დაქორწინებულია. სოციალურ ქსელებს და გაცნობის საიტებს ვტოვებთ, რადგან ეს უკვე სულელური ჭაობია, სადაც შესვლა არ ღირს. ქუჩაში გაცნობა, თან ჩემს ასაკში, სახეში შეიძლება გაგარტყან. რა გავაკეთო, სად ვიპოვო ცხოვრების მეგზური? თუ უკვე მივაღწიე ჩემს ბოლო გაჩერებას? ნუთუ ასე ცუდად არის საქმე?