ქმარი გამუდმებით დასცინოდა ჩემს მოკრძალებულ ჩაცმის სტილს. გადავწყვიტე მისთვის ჭკუა მესწავლებინა

3923

ადამიანის ხასიათი ხშირად ვლინდება სტრესულ სიტუაციებში. არა მაშინ, როცა დაფიქრების და ვარიანტების გადახედვის დროა. როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად და კარგი შედეგით? ამისთვის უნდა იყოთ შეუპოვარი, ცივსისხლიანი და შედეგებზე ნაკლებად იდარდოთ. ეს თვისება გამოარჩევს ბევრ წარმატებულ ადამიანს. ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები – მათი ქცევა და სიტყვა ხშირად ინსტინქტებზე დამყარებულია. თუ, რა თქმა უნდა, თავიან სფეროში პროფესიონალები არიან.

უმეტესად, ასეთი თვისებები ბევრ ადამიანს არ აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდხანს შეიძლება ვიდგეთ სუპერმარკეტში და ვიფიქროთ, გვჭირდება თუ არა ეს პროდუქტი, ხომ არ სჯობს სხვაგან ნახვა, სადაც უფრო იაფია. ამაში ცუდი არაფერია, ყველა განსხვავებულები ვართ. ყველამ არ იცის, როგორ მიიღოს გადაწყვეტილება სწრაფად. თუმცა ზოგჯერ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საკუთარ თავს უნდა დასძლიო და სცადო რაღაც თავგადასავალში გადაშვება. იქნება ეს დაუგეგმავი შესყიდვა თუ საკუთარი აზრის დაცვა ავტორიტეტის ან ვინმე სხვის წინაშე. რისკი კეთილშობილური საქმეა. ეს უკეთესია, ვიდრე წლები ერთ ადგილზე ჯდომა, მოსაწყენ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის შიშით.

როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად?

პესიმისტი ვარ. მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერად ვმუშაობ ადგილობრივ ინტერნეტ პროვაიდერთან. ის გოგო, ვისთანაც კამათობთ, თუ მოულოდნელად კავშირი დაკარგეთ. ყველამ იცის, რომ ინტერნეტის მუშაობაზე სხვები არიან პასუხისმგებლები. ინჟინრები, რეგულატორები. უფროსობა. ჩემი ამოცანაა ვიყო ის განტევების ვაცი, რომელსაც ყველაზე მეტი ხვდება. დილიდანვე ვემზადები ნერვიულ ადამიანთან ან წყვილთან შესახვედრად, რომელთაც საშინელი განწყობა ექნებათ. ისინი ყველანაირად ეცდებიან მეც გამიფუჭონ ხასიათი. აი, სამსახური.

არასდროს მიცდია ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ვარ. უბრალოდ ეს ჩემი არაა. ჩემი მაკიაჟიც მსუბუქია, არა გამომწვევი. მაქსიმუმ, ნაკლოვანებები რომ დავმალო. შარვალ–კოსტიუმი, მჭიდროდ შეკრული თმა და სათვალე. ნაცრისფერი თაგვი, შიგნით და გარეთ. ცხოვრებაში ამ სიგნალით დავდივარ. ჩემი უფრო გახსნილი მეგობრები ბევრჯერ ცდილობდნენ ჩემზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად. სასაცილო იყო, როცა ერთხელ საყიდლებზე წავედით და ხუმრობით რაღაც გულღია კაბა ვიყიდე. ტანსაცმელი სწრაფად გამოვიცვალე. არ ვარ იმათგანი, ვინც იცის გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

აი, ჩემი ქმარი სიმპათიურია. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ. სტუდენტობის პერიოდში შევხვდით და როგორღაც ურთიერთობა დავიწყეთ. მისი წარსული თავგადასავლების შესახებ ვიცი და არასდროს მისაყვედურია. წარსული წარსულში დარჩა. თუმცა ხანდახან უხერხულად ვარ, როცა მასთან ერთად საყიდლებზე მივდივარ. ის კი არა, მე ვეკითხები, რისი ყიდვა სჯობს. უკეთ ერკვევა სუნამოში, ფეხსაცმელსა და სამკაულში. ჩემი ნება რომ იყოს, ზუსტად ისეთი სამოსით მივიდოდი სალაროში, როგორიც შემოსასვლელში მანეკენებს აცვია. ასე ვარ დარწმუნებული ჩემს გემოვნებაში.

ამავდროულად, მათეს უყვარს ახალი ნივთებით განებივრება. მხოლოდ სამი პიჯაკი აქვს კარადაში. სხვადასხვა სამაჯური, რამდენიმე წყვილი იტალიური ფეხსაცმელი. სავარჯიშო დარბაზიდან ვერ გააგდებ, მე კი იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, მეორე დღეს წევრობა გავაუქმე სხეულის ტკივილის გამო. კარგია, რომ ბუნებრივად გამხდარი ვარ. კარგად ვიცი, როგორ ათვალიერებენ გამვლელი ქალები ჩემს ქმარს ჩემი თანდასწრებითაც. რა ხდება, როცა ქუჩაში მარტო დადის.

ჩვენს სიტუაციაში ყველაფერი მაკმაყოფილებდა. ერთი ფაქტი რომ არა. მათე ბოლო დროს არასერიოზულად იქცევა. არა, არ მღალატობს. ქმარს კარგად ვიცნობ, დაეჭვების საფუძველს არასდროს მაძლევს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სამსახურის შემდეგ სადმე ერთმანეთს ვხვდებით. აი, მოდის, ჩემი ფარშევანგი. ხელზე ოთხი ბეჭედი, პერანგი სამ ღილზე გახსნილი, ტანზე მომდგარი პიჯაკი, სუფთად გაპარსული სახე, მზის სათვალე, კმაყოფილი ღიმილი. სუნამოს შლეიფი, თავისთავად.

რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ნაკლებად გამოიჩინოს თავისი მამაკაცურობა ცოცხალი ცოლის წინაშე. ვიხუმრე. მანაც ხუმრობით მიპასუხა, რომ რა, ახლა ჩადრი ჩამოიცვას. ასეთია და მორჩა. რაღაც მომენტში სულ არ მეცინებოდა. ეს არ იყო ეჭვიანობის გრძნობა, უბრალოდ მინდოდა, მეუღლეს ჩემი გაეგო და მხარი დაეჭირა. თავადაც იცის, სიმპათიურია. ნუთუ რთულია ხანდახან ნორმალური ადამიანივით ჩაიცვას? ჩვენი წყვილი რომ დაბალანსდეს. აჰა, მოგართვი. უარობს და მორჩა.

ასე დავფიქრდი. ყველაფერი, რაც ამ მომენტამდე დავწერე, არის პრეამბულა იმის, როგორ დავხარჯე ერთ დღეში ჩემი დანაზოგი, რომელსაც დასასვენებლად ვაგროვებდი. დიახ, იმპულსური გადაწყვეტილებაა, რომელიც არ მახასიათებს. და მაინც. გადავწყვიტე, თუ ჩემს ქმარს დათმობაზე წასვლა არ სურს, თავად მომიწევს. ჩვენს კარგ მეგობარს მალე წვეულება ჰქონდა, ბუნებრივია, დაგვპატიჟეს. მტკიცედ გადავწყვიტე, უნდა გავიპრანჭო. როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად? აი, ასე!

ახალი კაბის ყიდვას ან სილამაზის სალონში წასვლას არ ვაპირებდი. ყველაფერი ერთდროულად გავაკეთე. მაკიაჟი, ახალი ტანსაცმელი, მანიკიური, პედიკიური. ახალი ვარცხნილობა, წამწამებიც დავიგრძელე, რაზეც ჩუმად ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ მეშინოდა. ყველაფერი გავაკეთე, რაზეც ფული და ფანტაზია მეყო. ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვის, მათ შორის ქმრისთვის, სიურპრიზი იყო. წვეულებაზე ჩემზე ადრე მივიდა. ისე მოხდა, რომ მეგობარს დილიდან დახმარება სჭირდებოდა. ჩემთვის საუკეთესოდ გამოვიდა. რამდენიმე წელი უკმაყოფილო სახეების ყურება მიწევდა. ახლა დავინახე გულწრფელი გაოცება, აღფრთოვანებაც.

ქმარიც ნაკლებად თავხედური მომეჩვენა. არანაირი ხუმრობა. ამჯერად მხოლოდ მე მიყურებდა და თავაზიანად იქცეოდა: გამუდმებით სკამს მიჭერდა, როცა დასაჯდომად ვემზადებოდი. ფეხზე დგებოდა, როცა მაგიდას ვტოვებდი. მეგობარი თვალს მიკრავდა და მიღიმოდა. ჩემი გარდაქმნა მოეწონა. მოგვიანებით მითხრა, რომ ეწყინა, რომ მთელი ყურადღება დავიპყარი. ძალიან სასიამოვნო იყო. შეგრძნება, რომ რაღაც ფილმში ხარ.

მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სულ ხომ არ ვივლიდი ახალი ტანსაცმლით და საბრძოლო ვარცხნილობით. მით უფრო, ჩემს „საბრძოლო“ სამსახურში. მკაცრმა რეალობამ შემახსენა, რა არის რუხი ყოველდღიურობა, როცა დილით სამსახურში წასასვლელად უნდა მოემზადო. კარგია, რომ ახლა ვარცხნილობა მომწონდა, ცოტა მაკიაჟის დამატებაც შეიძლება. რატომაც არა? ცოტა ქუსლიანი ფეხსაცმელიც. ხომ ვიცი მისი ტარება, უბრალოდ ამას ხშირად არ ვაკეთებ.

იცით რა, ჩემი გარდაქმნა კლიენტებმაც დააფასეს. პირველი რამდენიმე საათი ვფიქრობდი, რომ მეჩვენებოდა. თავბრუ მეხვეოდა წარმატებისგან. მაგრამ არა, ადამიანები, რომლებიც პირველად არ მხედავდნენ, უფრო ყურადღებიანი და თავაზიანი გახდნენ. ხმამაღლა არავინ მელაპარაკებოდა. არავინ წყევლიდა ჩვენს კომპანიას და მეც მასთან ერთად. უბრალოდ კითხულობდნენ, რამდენ ხანს მოუწევდათ ლოდინი. ან მთხოვდნენ უფროსის დაძახებას, მაგრამ სხვანაირად, წყნარად. როგორც ჩანს, მისთვის ინახავდნენ ენერგიას.

არ მჯერა იმის, რასაც ხელით ვერ შეეხები. ყველა ეს ნათქვამი ქალის „განსაკუთრებულ“ ენერგიაზე ან ერთი მზერით ხალხის მართვის უნარზე. არა, ეს ზღაპრებია მათთვის, ვისაც სჯერა. მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ გარეგნობა გარშემომყოფებზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ გირჩევთ ყველას, კაცებსაც და ქალებსაც. სიბნელეში გამოკეტვა არ ღირს. როგორიც არ უნდა იყოთ, უკეთესი შეგიძლიათ გახდეთ. ეს დაგეხმარებათ უკეთ ცხოვრებაში, თავდაჯერებულობის შეძენაში, მარტივად სუნთქვაში. უბრალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმის არ უნდა გეშინოდეთ. შემდეგ ყველაფერი გამარტივდება. გპირდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს