განქორწინების შემდეგ ერთ მამაკაცს ვხვდებოდი. დაახლოებით ერთი წელი ვმეგობრობდით, ბეჭდის ჩუქება არ ყოფილა. პატარა შვილი მყავს, ამიტომ ურთიერთობის გრაფიკი ჩემს თავისუფალ დროზე იყო მორგებული. ჯერ არ ვაპირებდი ჩემი ქალიშვილის გაცნობას, ვაკვირდებოდი.
ერთი წლის შემდეგ, კაფეში ანგარიშის გადახდის მერე, საბუთები მაგიდაზე დატოვა და საპირფარეშოში გავიდა. ჩავიხედე მის პასპორტში და იქ ბეჭედი დამხვდა – 11 წლიანი ქორწინება. გაოგნებული ვარ. მაშინვე გავგზავნე ჯანდაბაში! ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ურთიერთობის დაწყებამდე გადავხედე მის ყველა სოციალურ ქსელს, ისინი ძალიან ძველია და დღემდე იყენებს მათ – არც ერთი საოჯახო ფოტო, მხოლოდ ჰობი, სამსახური, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი საუბრობდა მის ოჯახზე.
აღშფოთების უმაღლეს წერტილში ვარ. ეს ისეთი მწარე და მტკივნეულია: ერთი კვირა გავიდა, კედლებზე ავდივარ, მიყვარს და მძულს. როდის მომეშვება და დასრულდება ეს ჯოჯოხეთი? ნამდვილად, ვერ ვიფიქრებდი, რომ დაქორწინებული იყო: ვურეკავდით ერთმანეთს და ვწერდით დღის ნებისმიერ დროს, ღამით, შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე. ახლა სიჩუმეა, არც მე ვურეკავ, არც ის. თუ დარეკავს, არ ვუპასუხებ. არ მინდა არავითარი არგუმენტების მოსმენა. ძალიან მიჭირს! სამუშაო დღეებში უფრო ადვილია, სამსახურში ვიძირები. ახლა კი 3 დღე ვისვენებ, რთული პერიოდია, უამრავი ფიქრი მიტრიალებს თავში.
მან იცოდა ჩემი შვილის შესახებ. ჩემი შვილი მისთვის ტვირთად არ იქცეოდა. ფინანსების მხრივ ყველაფერი კარგად მაქვს, მაქვს ჩემი დიდი ბინა, მანქანა. ორივეს საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსი გვაქვს. ჩვენ ორივე ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვართ დიდ კომპანიებში, ის ცოტა მაღლა დგას. შემოსავალი ნორმალურია. ბინა და მანქანა კრედიტით არ არის შეძენილი.
მან მომატყუა, ამან გამანადგურა. როცა მივხვდი, რომ ჩემი ყოფილი ქმარი აღარ მიყვარდა და მის გამოხტომებს ვერ ვიტანდი, დავშორდი. ვინმესთან არ წავსულვარ, უბრალოდ ჩემი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება. აქ კი, რაღაც სისულელე ხდება. თუ არ ცხოვრობ, არ გიყვარს, მაშინ დაშორდი, რისთვის გჭირდება ოფიციალური ბეჭედი პასპორტში?
მაგრამ არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ მისი უუფლებო ცოლი ზის და ითმენს მის ყველა ოინს. იქნებ უყვარს იგი, ან იქნებ წასასვლელი არსად აქვს, რადგან ის ძალიან მდიდარია. მაგრამ ჩემს წარმოდგენებში დაქორწინებული ადამიანები ასე არ იქცევიან. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ადამიანს, როგორც არათავისუფალს, შეეძლო ურთიერთობაში შესვლა.
თავს ისე ცუდად ვგრძნობ. როგორც ჩანს, შელახული ეგო არ მაძლევს დამშვიდების საშუალებას. როგორ შეიძლებოდა ჩემი, ასეთი კარგი ადამიანის, ასე მოტყუება? და რა მოხერხებულად?! მის სახლში არაერთხელ ვარ ნამყოფი, დედამისს შორიდან ვიცნობ, ერთხელ მურაბაც კი გამოატანა ჩემთან. მაგრამ ახლა მესმის, რომ მან შეიძლება სხვა ბინაში წამიყვანა, როგორც ჩანს რამდენიმე ბინა აქვს. აი, ასე შემაყარა თვალებში ნაცარი …