ნებისმიერი მეაგარაკის მთავარი და ყველაზე ცუდი მტერია ბაღ–ბოსტნის მავნებლები. ყოველთვის შეგიძლიათ წინასწარ გაიგოთ ამინდი, ღარიბი ნიადაგი გაანოყიეროთ, ხოლო სხვადასხვა საშუალებებით მცენარეთა დაავადებები თავიდან აიცილოთ. აი, მუდმივად მშიერი დაუპატიჟებელი სტუმრები ყოველთვის მოულოდნელად მოდიან. თან ვერასდროს გამოიცნობთ, რა რაოდენობით და ვინ იქნება ეს. ჩრჩილი, მახრა, მაისის ხოჭო თუ თხუნელა. ყველას უნდა ებრძოლო, რადგან ისინი თქვენს მოსავალს არ დაინდობენ.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრი მებაღე და მებოსტნე ლოქორების გამოჩენის პრობლემის წინაშე დგება. ლოქორა ნარგავებს დიდ ზიანს აყენებს. ნელი, მაგრამ მრავალრიცხოვანი მავნებელია, რომელსაც რამდენიმე დღეში შეუძლია გაანადგუროს ნერგები და ახალი ყლორტები, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ ცივი ნიადაგიდან. ისინი გაზაფხულზე სრულად აქტიურდებიან, ამიტომ მათთან ბრძოლა ახლავე უნდა დაიწყოთ. თუ არ ვიტყვით, რომ ადრე უნდა დაგეწყოთ. ამ მავნებელთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი არსებობს. რომელია თქვენთვის შესაფერისი, თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ადგილზე.
ბაღისა და ბოსტნის მავნებლები
გარეთ საკმაოდ ნოტიო და გრილი ამინდია. სადღაც შარშანდელი ფოთლები მოჩანს. სადღაც ცოტა კომპოსტი ისევ არის. ეს ნორმალური სიტუაციაა, როცა მეაგარაკეს უყვარს თავისი საქმე და ამას განსაკუთრებული ზრუნვით აკეთებს. მაგრამ დრო არ აქვს, რომ აგარაკზე ყველა მომენტი სრულად მოაგვაროს. აქა–იქ ჩანს ვერცხლისფერი, ნახევრად გამჭვირვალე უცნაური ლორწოს ან რაიმე სახის ბენზინის ფირის კვალი. დიახ, გილოცავთ, ეს ნამდვილად მიუთითებს, რომ თქვენს ნაკვეთზე ლოქორები გამოჩნდა.
ცრემლებით საქმეს ვერ უშველით, ამიტომ ნელ–ნელა გაარკვიეთ, როგორ ებრძოლოთ ამ უბედურებას. ამ პარაზიტებისგან მოსავლის დასაცავად რამდენიმე მეთოდი არსებობს. დავიწყოთ მარტივი და შედარებით უსაფრთხო მეთოდით.
ფიზიკური ბარიერები
კვლების გარშემო ბარიერის შექმნა ეფექტური და ეკოლოგიური მეთოდია ლოქორებთან საბრძოლველად. ბარიერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მასალები, რომლებიც ლოქორისთვის უსიამოვნოა ან რომელზეც გადაადგილება გაუჭირდება. მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭი არა მხოლოდ ბასრია, არამედ ნიადაგს კალციუმით ამდიდრებს. გამოგადგებათ წვრილი ბასრი კენჭები, ნერგების გარშემო მოყრილი. ქვიშის ან უბრალო მარილის რგოლი. თუმცა აქ სიფრთხილე გმართებთ, რადგან ცუდად მოქმედებს არა მხოლოდ ლოქორაზე, არამედ თავად ნიადაგზე.
მნიშვნელოვანია, ასეთი ბარიერები რეგულარულად განაახლოთ, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ. ამისთვის მეაგარაკე ადგილზე უნდა იყოს, მინიმუმ კვირაში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალი და ქარი მთელ ძალისხმევას გაანადგურებს.
ხაფანგები
დიდი და საშუალო ზომის ქვები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩრდილს და იცავენ დღის სიცხისგან. სველი დაფები, რომლებიც გარკვეული დროით ტენიანობას ინარჩუნებენ. ქოთნები ძირში სველი მიწით ან იგივე ვედრო და პლასტმასის ბოთლი. ყველა ეს ნივთი ლოქორას მოსწონს, რადგან იქ შეუძლია შეძვრეს და დაიმალოს, როცა მზე ზენიტშია. საღამოს ან ღამით გამოდის, საითაც სურს. ასე რომ, ყველაზე ადვილია მავნებლის შეგროვება დღისით.
ლუდის ხაფანგები კარგად მუშაობს, რადგან ლოქორებს ძალიან მოსწონს. მათ დასაჭერად საუკეთესო მეთოდს ვერ იპოვით. ლუდის ბოთლი აიღეთ და მიწაში ჩამარხეთ ისე, რომ ბოთლის პირი ნიადაგის დონეზე იყოს. ლოქორებს გამოყოფილი სუნი იმდენად მოსწონთ, რომ მასში დახრჩობის წინააღმდეგი არ არიან. სამწუხაროდ, ამ მეთოდს მინუსიც აქვს. ასეთი ხაფანგი ბოსტნისთვის სასარგებლო მწერებისთვისაც დამღუპველია. ასე რომ, ყურადღებით იყავით.
ქიმია
ნებისმიერი ნორმალური მეაგარაკე ქიმიურ საშუალებებს ყველაზე ბოლოს გამოიყენებს. როგორი უსაფრთხოც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეკოლოგიური მეთოდი ყოველთვის უფრო პრიორიტეტულია. თუმცა ცხოვრებაში ხდება მომენტები, როცა მავნებლები არჩევანს არ გვიტოვებს. ან ისინი, ან თქვენ. უცნობია, იქნება თუ არა ქიმია ეფექტური, როგორც ინსტრუქციაში წერია.
ლოქორების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები არსებობს. მაგალითად, მეტალდეჰიდი, რომელიც ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, განსაკუთრებით იქ, სადაც ხილ–ბოსტნეული იზრდება. ასევე ბაზარზე გვხვდება უფრო ეკოლოგიური პრეპარატები, როგორიცაა რკინაფოსფატი, რომელიც გარემოსთვის უსაფრთხოა. არჩევანი თქვენზეა. თუ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტა გჭირდებათ, ისე იმოქმედეთ, როგორც გსურთ.
მცენარეებით დაცვა
კარგი და წარმატებული იდეაა, გაზარდოთ ნაკვეთზე მცენარე, რომელიც ლოქორას აფრთხობს. მით უმეტეს, თუ თქვენი ნომერ პირველი პრობლემაა და არ გაწუხებთ, კონკრეტულად რომელი მცენარე უნდა იყოს თქვენს ბოსტანში. დარგეთ რამე და მორჩა, თვალი ხარობს და სარგებელიც მოაქვს. რა შეიძლება იყოს უარყოფითი მხარე?
ნიორი, მდოგვი, გულყვითელა ან ხავერდა მცოცავ ღორმუცელებს თავიდან მოგაშორებთ. უფრო პრაქტიკულებს შორის შეგიძლიათ აირჩიოთ სალბი, ლავანდა, ბეგქონდარა, რეჰანი და ოხრახუში. მაგრამ ფრთხილად იყავით. დარგვამდე გაარკვიეთ, რომელ სხვა მცენარეებს არ უყვართ სასარგებლო „სუნიანთან“ მეზობლობა. მაგალითად, ბოლოკი და კომბოსტო რეჰანს ვერ იტანს. თავად ცუდად იზრდება მიწაში, სადაც მანამდე იზრდებოდა ლობიო და ჭარხალი. აი, ასეთი მცენარეული ვნებები, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის.
სისუფთავე წარმატების გარანტიაა
როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც სისუფთავე და წესრიგი წარმატებული შედეგისთვის გვჭირდება. ამ შემთხვევაში, ლოქორა ტარაკანას შეგვიძლია შევადაროთ. მათაც უყვართ სიბნელე, ხალხისგან დამალვა, ეძებენ საჭმელს და სად მოიცადოს რთული პერიოდი. რა თქმა უნდა, ტარაკანა უფრო სწრაფია.
შესაბამისად, გირჩევთ, სანამ გადაწყვეტთ, რომელი მეთოდით მოიშოროთ მავნებლები, ნაკვეთი ნაგვის პარკით შემოიარეთ. შეაგროვეთ ჩამოცვენილი ფოთლები, ტოტები, დაფები, ხარახურა, რომელშიც მონეტა შეგიძლიათ ჩააგდოთ და გაქრება. თუ ეს თქვენი ხაფანგი არაა, აქ არაფერი ესაქმება. სასარგებლო და პრაქტიკული. ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ.
ბაღის და ბოსტანის მავნებლები
თუ დროდადრო ნიადაგს კარგად გააფხვიერებთ ბაღის ხელსაწყოების გამოყენებით, ორმაგ სარგებელს მიიღებთ. პირველ რიგში, ფესვები მეტ ჟანგბადს მიიღებს. ეს კარგი მეთოდია თქვენი მცენარეების ჯანმრთელობისთვის და გაძლიერებისთვის. გამოიყენეთ ფოცხი და ფრთხილად იმოქმედეთ.
მეორეც, რაც შეეხება ლოქორას საკითხს, ამრიგად მათ ჩვეულ მარშრუტს „შეუღწევადს“ გახდით. გაანადგურებთ მათ კვერცხებს, რომლებიც ადამიანის სიმაღლიდან უხილავია. გამოდის, შემდეგ ჯერზე უფრო ნაკლები ლოქორა გამოჩნდება. ამისთვის ცოტა მუშაობა მოგიწევთ. თუმცა თუ მეაგარაკე ხართ და ნამდვილად განიცდით თქვენი შრომის ნაყოფზე, ეს თქვენთვის პრობლემა არ გახდება.
ეს ყველაფერია. აირჩიეთ მეთოდი, რომელიც თქვენთვის უფრო შესაფერისია. რამდენიმე მეთოდის კომბინაციაც შეიძლება. არ იდარდოთ, ცოტა ხანში მომაბეზრებელი, ნელი „მეზობლის“ არსებობას დაივიწყებთ. გახსოვდეთ ერთი რამ: პრობლემისადმი მიდგომა ერთჯერადი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოქორა ისევ გამოჩნდება. უბრალოდ განეწყვეთ, რომ თქვენი ნაკვეთი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. ასე ნებისმიერ უსიამოვნებასთან გამკლავება გაგიმარტივდებათ. ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებას გისურვებთ.