რატომ არ სურთ თანამედროვე ბავშვებს სწავლა და როგორ ავამაღლოთ მათი მოტივაცია

0
480

სწავლის პროცესი მშობლებისთვის ყოველთვის მწვავე თემაა. ყველა უფროს თაობას ეჩვენება, რომ თანამედროვე ბავშვები ძალიან განსხვავდებიან და მათ დროს ასე არ იყო. ეს ნორმალურია, რადგან სამყარო იცვლება და მასთან ერთად იცვლებიან ადამიანები, მათი პრიორიტეტები და მისწრაფებები. ოდესღაც ოცნების ზღვარი იყო ქარხანაში მუშაობა, დღეს ბევრი ახალგაზრდა ინტელექტუალური შემოქმედებითი მუშაობისკენ მიისწრაფვის. ერთი პრობლემა კი მაინც რჩება: როგო ავუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ აღნიშნეს, რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვებს აქვთ შეუზღუდავი ნებადართულობა. სათამაშოების რაოდენობა, გაჯეტები ჩვილობიდან, გასართობი ცენტრები და ბევრი სხვა საინტერესო რამ. ეს ყველაფერი არღვევს ბავშვის კონცენტრაციას და სწავლისას ყურადღებას უფანტავს. რა ხრიკებს არ მიმართავენ მშობლები, რომ შვილს გაკვეთილის სწავლა აიძულონ. სკოლაში უკეთესი სიტუაცია არაა. ბევრი მკაცრი მასწავლებელი ვერ ხვდება, როგორ მუშაობს ახალი თაობის ბავშვების გონება. ცდილობენ, მიაჩვიონ წესრიგს, ასწავლონ კლასიკური მეთოდებით, ბავშვები კი ვერ ხვდებიან, რაში სჭირდებათ.

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია თანამედროვე სამყაროში

დღეს ბავშვი არ აღიქვამს სკოლას, როგორც მეცნიერების ტაძარს. ამას ხელი შეუწყო პანდემიამ, როცა ყველა სახლებში გამოიკეტა. თანამედროვე ბავშვებისთვის მთელი სამყარო გახსნილია პლანშეტის ან კომპიუტერის მონიტორიდან. მშვიდად შეუძლია იპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, სახლიდან გაუსვლელად. ოღონდ რა ინფორმაციას მიიღებს და რაზე გააკეთებს აქცენტს? ეს საკითხი მტკივნეულია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის. დისტანციურ სწავლას აქვს დადებითი მომენტებიც, ასევე უარყოფითიც. მათ გარკვევას ვეცდებით. ეს დაეხმარება მშობლებს, რომ შვილებთან განათლების საკითხში სწორი ქცევა ჩამოაყალიბონ.

ერთი დადებით მომენტი უკვე განვიხილეთ. ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. თუ ბავშვი რაიმე მეცნიერებით დაინტერესებულია, დღეს დამატებითი ინფორმაციის მოძიება დიდ ხარჯს არ უკავშირდება. თუ ბავშვი დაწყებითი კლასის მოსწავლეა, ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ სასარგებლო საგანმანათლებლო ვიდეოები, რომლებიც ახალი მასალის შესწავლაში დაგეხმარებათ. ბავშვმა შეუძლია უყუროს სხვადასხვა ოსტატებს და როგორ ავითარებენ ისინი ნიჭს. ასე ქცევის გამეორების სურვილი გაუჩნდება. თანამედროვე ბავშვისთვის ავტორიტეტია არა მშობელი ან მასწავლებელი, არამედ ექსპერტი ინტერნეტიდან. მშობელი ამას უნდა შეეგუოს და უპირატესობად გამოიყენოს.

დისტანციური სწავლების მეორე დადებითი მომენტია ნახევრად ფორმალური სასწავლო გარემო. ბავშვები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ოთახის ნაცნობ კედლებში, საყვარელი ნივთების გარემოცვაში. უფრო მოდუნებულნი არიან და გაკვეთილის ახალ თემაზე მეტად კონცენტრირებულნი. პანდემიის დროს მშობლებმა და მასწავლებლებმა აღნიშნეს ფაქტი, რომ მორცხვი ბავშვები უფრო გაიხსნენ. კამერიდან ლაპარაკი გაუადვილდათ. სწავლის ასეთ მეთოდს აქვს ერთი დიდი მინუსი. რთულია ბავშვების ყურადღების მიქცევა, როცა კლასელის ავატარში კატის კუდი ქიცინებს. თან ბავშვები თვითდისციპლინას ნაკლებად ფლობენ და დროს კარგად ვერ მართავენ.

როგორ განვავითაროთ თვითდისციპლინა და ბეჯითობა?

როგორ უნდა აუმაღლოს მშობელმა ბავშვს სწავლის მოტივაცია და განავითაროს მასში თვითდისციპლინა და ბეჯითობა? ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფსიქოლოგები და ექსპერტები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ.

პირველ რიგში, პირადი მაგალითი. ბავშვი მშობლების ქცევას, მათ ჰობს და ჩვევებს იმეორებს. ბავშვი მიაჩვიეთ ოჯახურ ტრადიციებს. ერთად ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ნარდი, ჭადრაკი. ასე შვილების თვალში მშობლების ავტორიტეტი გაიზრდება. კარგია, როცა ბავშვი კლასელთან ტრაბახობს, რომ მამასთან ერთად საკუთარი ხელით გააკეთა საშოშიე ან დედასთან ერთად მოამზადა გემრიელი კერძი. კითხვის მოტივაცია ჩნდება, როცა ბავშვი ხედავს მშობელს წიგნით ხელში და არა ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ.

მეორეც, თქვენმა შვილმა დროის მართვა რომ ისწავლოს, მკაფიო დღის წესრიგი შეუდგინეთ. ასე ბავშვი მიხვდება,როდის აქვს დრო გაკვეთილებისთვის, როდის სათამაშოდ. რა თქმა უნდა, დროის კონტროლის ჩვევების განვითარებას მოთმინება და ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ მომავალში ბავშვი მადლობას გეტყვით. ტელეფონთან ან პლანშეტთან დროის გატარება შეზღუდეთ. მკაცრად აკონტროლეთ, რას უყურებს. ბავშვი შეიძლება გაიტაცოს უაზრო ვიდეომ, იმის ნაცვლად, რომ უყუროს ხატვის კურსს ან ლეგოს აწყობის ვიდეოებს.

მესამეც, იპოვეთ წარმატებული ადამიანების მაგალითები, რომლებმაც თვითგანათლებით ბევრს მიაღწიეს. აუხსენით ბავშვს, რომ განათლება ადამიანს არ ამდიდრებს ან არ ხდის წარმატებულს, არამედ ადამიანი წარმატებული ხდება საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობით. სკოლის პროგრამა იძლევა საფუძველს, ხოლო ცოდნის გაფართოება დამატებითი ლიტერატურის კითხვით, კურსების ყურებით ან მასწავლებლებთან კომუნიკაციით შეგიძლიათ.

სასწავლო პროცესი მოსაწყენი არ იქნება, თუ სწორ მოტივაციას შექმნით და სწორ ხელსაწყოებს გამოიყენებთ. მით უფრო, ახლა არსებობს ბევრი რესურსი, რომელიც ამ საკითხში გვეხმარება.