ორი წლის წინ
ვალერიმ კარი გააღო და სტუმრები დაინახა.
-შემოდით, სწრაფად!
სტუმრები დაბნეულები ჩანდნენ.
-ვალერი, დარწმუნებული ხარ, რომ ხელს არ შეგიშლით?
-არა, შემოდით. დიდი სამოთახიანი ბინა მაქვს, ადგილი ყველასთვის საკმარისი იქნება.
-ძალიან გვეხმარები! – ქალმა ჯერ 5 წლის ვაჟს გახადა ფეხზე, შემდეგ კი ფეხსაცმელი თავადაც გაიხადა და ბინაში შეაბიჯა.
ამ დროს მამაკაცმა სტუმრების ნივთები ბინაში შეიტანა და კარი მიხურა.
ამრიგად, ყოფილმა სამხედრომ, ახლა კი თითქმის განყოფილების უფროსმა, მარტო ცხოვრება შეწყვიტა.
ერთი წლის წინ
ვალერიმ ბინის კარი გააღო და ხმაურისგან მაშინვე დაუგუბდა ყურები.
პატარა ბიჭი და თინეიჯერი გოგონა გიჟებივით დარბოდნენ ბინაში. ყვიროდნენ, წიოდნენ და დედას უხმობდნენ საშველად. პლუს ტელევიზორი ყვიროდა მთელი ხმით.
კაცს არავინ მისალმებია. ხუთი წუთის შემდეგ სამზარეულოში შევიდა და კარი შიგნიდან ჩაკეტა. ხელები დაიბანა და მაცივარი გამოაღო.
საჭმელი რომ არ დაინახა, თავისი თავშესაფარი დატოვა. ტელევიზორი გათიშა და საძინებლისკენ წავიდა.
ნათია საწოლზე იწვა და ვიღაცას მესიჯს სწერდა.
-ნათია, საჭმელი რატომ არ გვაქვს?
ქალმა მხოლოდ ახლა შენიშნა სტუმარი და ტელეფონიდან თავი ასწია.
-ვალერი, საიდან გვექნება საჭმელი, თუ არაფერი გიყიდია?
-შენ ვერ იყიდე? ხომ იცი, რომ 24 საათი სამსახურში ვარ!
-მე ყველაფერი მხოლოდ ჩვენ სამისთვის მაქვს გათვლილი. ასე რომ, არ არის პროდუქტი – არ არის საკვები. ყველაფერი სამართლიანადაა.
ვალერი ოთახში შევიდა და კარი მიხურა. ქალს ხელიდან ნაზად გამოართვა ტელეფონი და პირდაპირ თვალებში ჩახედა:
-შენ გესმის, რომ ჩემს ბინაში ცხოვრობ?
-რას გულისხმობ? სხვათა შოროს მე კომუნალურ გადასახადებს ვიხდი. ზუსტად ნახევარს.
-ჯერ ერთი, სამნი ცხოვრობთ და ნახევარს იხდით. მეორეც, მე ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენს გადაიხდიდი ქირას, ასეთ ბინაში რომ გეცხოვრა.
-მაგრამ მე შენთან ერთად ვცხოვრობ! ამაში ფულის გადახდას მთავაზობ?
-რატომაც არა? მე ვიხდი კომუნალური გადასახადების ნახევარს და იპოთეკას.
ნათიამ წარბები შეჭმუხნა:
-გინდა, რომ იპოთეკის ნაწილი მე გადავიხადო? ორი შვილის დედამ? როგორ ბედავ?! ჯერ მომიწვიე, შემომიტყუე და ახლა ფულს ითხოვ? როგორ არ გრცხვენია!
-ნათია, რაღაცას ვერ ვხვდები, – წარბები შეჭმუხნა ვალერიმ. – მე როდის მოგიწვიე? მგონი, შენ თვითონ მოხვედი ჩემთან. ტიროდი და წუწუნები, რომ საცხოვრებელი არსად გქონდა. მე შემოგიშვი: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გრძნობები გვქონდა. მაშინ ვაჟთან ერთად იყავი, მერე კი უკვე ქალიშვილთან ერთადაც ჩამოხვედი ჩემთან. არც კი გამაფრთხილე, პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენე. ამასაც დავთანხმდი. მე როდის დაგიძახე?
ნათია მაშინვე წამოხტა და კარში გავარდა:
-მე წავალ. ბავშვები უნდა დავაძინო.
ეს საუბარი ასე დამთავრდა. ნათია უწინდებურად იხდიდა მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს, მაგრამ ახლა მთლიანი თანხის 75%-ს.
ოთხი დღის წინ
ვალერი უყურებდა, როგორ დარბოდნენ ნათია და ბავშვები ბინაში და როგორ ალაგებდნენ თავიანთ ნივთებს დიდ ჩემოდანში და პატარა ზურგჩანთებში.
შიგადაშიგ ნათია ინფორმაციის მცირე პორციებს გასცემდა:
-ერთი თვით მივდივართ. ბავშვების მამა ზღვისპირა ქალაქში გადავიდა და ბავშვები დასასვენებლად მიიწვია.
-შენ რისთვის მიდიხარ?
-რატომ არ უნდა წავიდე? – მხრები აიჩეჩა ნათიამ, – მეც ავიღე შვებულება. აქ აუტანელი სიცხეა. თან იქ ბავშვებთან ერთად ვიქნები.
-ამბობდი, რომ საერთოდ არ გქონდა მასთან კონტაქტი.
-რატომ? მისგან ალიმენტს ვიღებ. თანაც, შენც დაისვენებ.
როდესაც ნივთები შეგროვდა, ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ, ნათია სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად და ამასთან ერთად თქვა:
-ჩემი მანქანა სარემონტოდ წაიყვანე, გთხოვ… ჩემს ჩამოსვლის დროისთვის მზად იქნება.
-ფული სად არის?
-რა ფული?
-შენი მანქანის შესაკეთებლად.
-ვალერი, შენ გადაიხადე და მოგვიანებით მოგცემ. ახლა სამოგზაუროდ მივდივარ, ფული დამჭირდება.
ვალერიმ ჩუმად დაუქნია თავი. რა საჭირო იყო კამათი იმ თემაზე, რაც მან უკვე გადაწყვიტა?
-ძალიან კარგი.
ორი დღის შემდეგ ნათია და ბავშვები გაემგზავრნენ. ვალერი სამსახურში იყო და ისინი არ გაუცილებია. უბრალოდ უსაფრთხო ფრენა უსურვათ, მაგრამ შეტყობინება უპასუხოდ დარჩა.
უკვე მესამე დღე იყო, რაც კარგად ისვენებდა. ყველა გაგებით. არ იყო არც ბრძანებები და თხოვნები ნათიასგან, არც ხმაური მოუსვენარი ბავშვებისგან. მას უკვე აღარ ახსოვდა, თუ როგორი იყო იმის კეთება, რაც მოესურვებოდა.
არა, მას თავისი სამსახური და საქმეები არ მიუტოვებია, მაგრამ ამ სამი დღის განმავლობაში მისი ბინა ბევრად უფრო ნაცნობი და ახლობელი გახდა, ვიდრე ბოლო დროს იყო.
შაბათს, როცა სიცხის პიკი ჯერ არ დამდგარიყო, მაგრამ ქუჩაში ყოფნა უკვე არასასიამოვნო იყო, ვალერი კონდიციონერის მშვიდი ხმაურით ტკბებოდა და ყოფილ კოლეგებს სწერდა სათევზაოდ წასვლასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ასეთი რამ, ერთი კვირით ადრე უნდა დაგეგმილიყო, მაგრამ მან მაინც შეძლო კარგი კომპანიის შეკრება.
კარზე ზარის ხმა გაისმა. კაცმა ტელეფონი დადო. ის ნამდვილად არავის ელოდა.
კარი გააღო და დაინახა მსუქანი ქალი, ორი უზარმაზარი სამგზავრო ჩემოდნით, რომელიც სახიდან ოფლს იწმენდდა.
-ვინ ხართ? – დაინტერესდა ბინის მეპატრონე.
-მანანა ვარ. და შენ ვალერი?
– დიახ.
-მშვენიერია! დამეხმარე ჩემოდნების შეტანაში!
-სად?
-ბინაში, სხვა სად!
-რატომ?
-ვალერი, ხუმრობთ? მე ნათიას დედა ვარ. აქ უნდა ვიცხოვრო!
კაცი არ ინძრეოდა.
-ამ ბინაში?
-რა თქმა უნდა, სხვა რომელში!? ნუ მაცდენთ, ახლახან ჩამოვედი თვითმფრინავიდან და ტაქსიში თითქმის ერთი საათი ვიჯანჯღარე.
-და რის საფუძველზე გადაწყვიტეთ, რომ შეგიძლიათ აქ ცხოვრება?
-რის საფუძველზე? მიზეზი არ მჭირდება. ნათია აქ ცხოვრობს? ესე იგი, ეს ჩემთვის საკმარისია. გამატარე!
მაგრამ შეტევა წარმატებული არ აღმოჩნდა.
-ნათია და მისი შვილები ნამდვილად აქ ცხოვრობენ, მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ?
-რას გულისხმობთ? ჩემი ქალიშვილი ბავშვების მამასთან წავიდა ერთი თვით, ასე არ არის?
-დიახ.
-ხოდა! – უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდებოდა მანანა. – სანამ ის არ ჩამოვა, აქ მე ვიცხოვრებ. სწორედ ასეთი სითბო მჭირდება, როგორიც აქ არის. მე ხომ იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც მაისშიც კი თოვლი დევს!
-თქვენ ნათიამ მოგიწვიათ?
-დიახ, სწორედ ასე მითხრა: „დედა, ჩამოდი და ჩემთან იცხოვრე!”
-მშვენიერია, მაშინ ამ ბინაში რატომ მოხვედით?
-რას გულისხმობთ? რატომ მასულელებთ? პოლიცია გამოვიძახო? ახლავე გავაკეთებ ამას.
ვალერიმ დაინახა, როგორ გაიღო მეზობლის კარი. ხმაურმა ცნობისმოყვარე ხალხის ყურადღება მიიპყრო.
-პოლიცია არ არის საჭირო, – შემრიგებლური ტონით უპასუხა ვალერიმ. – აქ დამელოდე, მალე მოვალ.
მამაკაცი გაუჩინარდა. შიგნიდან კარის ჩაკეტვა არ დავიწყებია. ერთი წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა.
-აი, აიღეთ, – მას ხელში გასაღები ეჭირა.
-ეს რა არის? – გაუკვირდა მანანას.
-ეს იმის გასაღებია, რაც თქვენს ქალიშვილს ეკუთვნის. რის შესახებაც ჩემთვის ცნობილია.
-და რა არის?
-ნება მომეცით გაჩვენოთ.
ისინი სადარბაზოს ფანჯარასთან მივიდნენ.
-აი, იქ. ხედავთ? პატარა მანქანაა, მუქი ალუბლის ფერი.
-და?
-აი, ეგ არის თქვენი ქალიშვილის საკუთრება. სხვა არაფერი აქვს. ასე რომ, აიღეთ ჩემოდანი და „მასთან“ დარჩით საცხოვრებლად.
-რა სისულელეა?
ქალმა ტელეფონი ამოიღო.
-ალო, ნათია. მგონი შენი ვალერი გაგიჟდა. ბინაში არ მიშვებს! მე რა ვიცი, რა სჭირს?! დიახ, ახლავე.
მანანამ ტელეფონი ვალერის გადასცა:
-დაელაპარაკე.
ვალერიმ ტელეფონი აიღო და სწრაფად აცნობა:
-შენ და შენი შვილები ჩემთან აღარ ცხოვრობთ. შენს ნივთებს დედაშენს ერთ საათში გადავცემ ან გადავაგდებ. მორჩა, კავშირის დასასრული.
ვალერიმ გაოგნებულ მანანას ტელეფონი დაუბრუნა და გაუღიმა.
-ახლა კი მშვიდად ჩადით დაბლა და მე დამელოდეთ. გნებავთ მანქანაში, გნებავთ სკამზე. თუ ერთ საათში არ დამხვდებით, თქვენი ქალიშვილისა და მისი შვილების ნივთებს გადავყრი. თავი დამიქნიეთ, თუ გაიგეთ, რაც გითხარით.
ნათიას დედამ თავი დაუქნია.
-მორჩა, დავიშალოთ.
ერთი საათის შემდეგ მანანას წინ სამი დიდი შავი ცელოფანი გაჩნდა.
-ბედნიერი გარუჯვა, – ეს იყო ვალერის ბოლო სიტყვები, რომელიც მან თავის ვერ შემდგარ ოჯახს უთხრა.