კერძები, რომლებიც გაამრავალფეროვნებს მენიუს მარხვის პერიოდში

0
49

2024 წლის სამარხვო მენიუ სრულად გამორიცხავს სახსნილო ინგრედიენტებს, თევზის ჭამაც მხოლოდ ხარებას და ბზობას შეიძლება. თუ მარხვის დაცვა გადაწყვიტეთ, ცილებით და ამინომჟავებით მდიდარ საკვებს ყურადღება მიაქციეთ. რაციონი შეგიძლიათ შეავსოთ სოკოთი, ტოფუთი, ბოსტნეულით და პარკოსანით. სამარხვო კერძები გემრიელი და ნოყიერი შეიძლება იყოს. თუ ფანტაზიას გამოიჩენთ და ცოტა ეცდებით, ორიგინალური და ნოყიერი სამარხვო მენიუს შედგენას შეძლებთ. ყველა კმაყოფილი დარჩება.

2024 წლის სამარხვო მენიუ

მარხვის პერიოდში მენიუ გაამრავალფეროვნეთ შემდეგი კერძებით.

მუხუდოს წვნიანი

ინგრედიენტები:

  • 250 გ მუხუდო
  • 1 ბროკოლი
  • 1 პრასი
  • 3 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 ღერო ნიახური
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • ლიმონი
  • მწვანილი
  • წყალი

მომზადების წესი:

წინასწარ ჩალბობილი მუხუდო თითქმის მომზადებამდე მოხარშეთ. დაჭრილი პრასი და ნიახური ზეთში შეწვით. აქვე ჩაყარეთ მუხუდოს უმეტესი ნაწილი, რამდენიმე წუთი ჩაშუშეთ და დაჭრილი კარტოფილი დაუმატეთ. ქვაბში ჩაასხით ბულიონი, რომელშიც იხარშებოდა ბარდა, მარილი და სანელებლები დაუმატეთ და კარტოფილის დარბილებამდე ხარშეთ.

დარჩენილი მუხუდო დააბლენდერეთ და ბარდის პიურე წვნიანს დაუმატეთ. ბოლოს წვნიანს ყვავილებად დაშლილი ბროკოლი დაუმატეთ. მზა კერძს მწვანილი მოაყარეთ და ლიმონის წვენი მოასხით.

ქამა სოკო ბოსტნეულებით

ინგრედიენტები:

  • 500 გ ქამა სოკო
  • სტაფილო
  • ხახვი
  • 1 ქილა დაკონსერვებული ბარდა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

ქამა სოკო მზესუმზირის ზეთში შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. ცალკე ხახვი და სტაფილო ჩაშუშეთ და შემდეგ სოკოს დაუმატეთ. მზა პროდუქტებს დაუმატეთ ბარდა, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. ინგრედიენტებს აურიეთ და მაქსიმუმ ერთი წუთი ცეცხლზე გააჩერეთ.

საფანელში ამოვლებული შემწვარი ტოფუ  

ინგრედიენტები:

  • 1 შეფუთვა (250 გ) ტოფუ
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ფუტკრის თაფლი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი
  • საფანელი (ფქვილი)

მომზადების წესი:

მარინადის მოსამზადებლად სოუსი, დაქუცმაცებული ნიორი, თაფლი და სანელებლები აურიეთ. ტოფუ ნაჭრებად დაჭერით და 10 წუთი მარინადში გააჩერეთ. ყველი საფანელში ან ფქვილში ამოავლეთ და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

სამარხვო ტოლმა

კომბოსტოს ტოლმისთვის 2 თავი კომბოსტო ორთქლზე მოხარშეთ, დაშალეთ და ფოთლებს სქელი ნაწილები მოაჭერით. შიგთავსი კომბოსტოში გაახვიეთ, შემდეგ ტოლმები ქვაბში ჩააწყვეთ. რეკომენდებულია, რომ წინასწარ ქვაბის ძირს მზესუმზირის ზეთი წაუსვათ და არასტანდარტული ფოთლები ჩააფინოთ. ქვაბში წყალი და 1 ს/კ პომიდვრის პასტა ჩაასხით ისე, რომ სითხემ ტოლმის დონეს მიაღწიოს. კერძი ღუმელში 1 საათი აცხვეთ.

შიგთავსი ბრინჯით კომბოსტოს ტოლმისთვის:

  • 2 ჭიქა ბრინჯი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 500 გ ახალი ქამა სოკო
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული რაფინირებული ზეთი

მომზადების წესი:

ბრინჯი ქვაბში ჩაყარეთ, გარეცხეთ, შემდეგ წყალი დაასხით ისე, რომ მარცვლეულს 1 სმ–ით ფარავდეს და მოსახარშად ქურაზე მოათავსეთ. როცა წყალი ადუღდება, ქურიდან გადმოდგით. ქამა სოკო მოხარშეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით ან ხორცსაკეპში გაატარეთ. გაყინული ტყის სოკოც გამოგადგებათ.

ხახვი და სტაფილო დაჭერით და ზეთში შეწვით, ბოლოს პომიდვრის პასტა დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და კარგად აურიეთ.

შიგთავსი კარტოფილით კომბოსტოს ტოლმისთვის:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 დიდი ზომის სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 100 გ ხმელი სოკო (სასურველია ბოლეტუსი)
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

სოკო გარეცხეთ, მოხარშეთ და ხორცსაკეპში გაატარეთ. ხახვი და სტაფილო დაჭერით, წინასწარ ზეთში შეწვით. ბოსტნეულს პომიდვრის პასტა დაუმატეთ.

გათლილი უმი კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ლიმონის წვენი მოასხით, რომ მასა არ გამუქდეს. ზედმეტი სითხე გადაწურეთ. შემდეგ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში მოათავსეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და აურიეთ.

ღვეზელის ცომი

ინგრედიენტები:

  • 500 მლ თბილი წყალი
  • 1 კგ ფქვილი
  • 50 გ დაპრესილი საფუარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

წყალი დიდ თასში ჩაასხით და მასში შაქარი და საფუარი გახსენით. აქვე 1 ჭიქა ფქვილი ჩაყარეთ, აურიეთ და ცომის ხაში 30 წუთი თბილ ადგილას გააჩერეთ.

შემდეგ ცომის ხაშს დაუმატეთ მარილი, ზეთი, დარჩენილი ფქვილი და რბილი ცომი მოზილეთ. მინიმუმ ნახევარ საათი თბილ ადგილას გააჩერეთ, რომ კიდევ ერთხელ ამოვიდეს. მზა ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა შიგთავსის მქონე ღვეზელისთვის. ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ ფუნჩულები, პეროგი.