როგორ მოვამზადოთ მოხარშული შაქარი რძით

945

შინ მომზადებული კანფეტები ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნაყიდი. თანაც, ზუსტად გეცოდინებათ მაინც, თუ რისგანაა მომზადებული თქვენი შვილების საყვარელი ტკბილეული.

მოხარშული შაქარი

დღეს ჩვენ გაგაცნობთ მაღაზიის უგემრიელესი ნაღების კანფეტის, “კაროვკას” საშინაო, ნატურალურ ალტერნატივას.

მოხარშული შაქრის ეს რეცეპტი შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდა დედებისთვის, თუ ბავშვს უცებ რაღაც ტკბილი მოუნდა. ამ კანფეტების მომზადება შესაძლებელია სწრაფად, მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტის გამოყენებით.

რძიანი მოხარშული შაქრის მომზადებას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. სისქისა და სიმყარის დარეგულირება სურვილისამებრაა შესაძლებელი.

ინგრედიენტები

  • 200 გ შაქარი
  • 45 გ კარაქი
  • 40 მლ რძე

მომზადება

1. მოხარშული შაქრის სწრაფად მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი სარძევე ქვაბი. ჩაყარეთ მასში შაქარი და დადგით ნელ ცეცხლზე.

გახსოვდეთ, რომ შაქარს არ უნდა ურიოთ, თუმცა, სწრაფად უნდა შენიშნოთ მომენტი, როცა მთელი შაქარი დადნება.

2. ამის შემდეგ, მაშინვე მოუმატეთ ცეცხლს და შაქარს დაუმატეთ კარაქი. ახლა შეგიძლიათ მოურიოთ.

3. რძე გაათბეთ ცალკე ჭურჭელში და დაუმატეთ შაქრის მასას ცხლად. ამასთან, არ დაგავიწყდეთ ყველაფრის მორევა სილიკონის ნიჩბით.

4. ხარშეთ კარამელი კიდევ რამდენიმე წუთით. ჩაასხით ფორმებში – ამისთვის ყინულის ან სპეციალური საკანფეტე ფორმების გამოყენება შეგიძლიათ.

5. გააგრილეთ კარამელი 15 წუთით. შემდეგ შედგით ფორმა მაცივარში რამდენიმე საათით.

კანფეტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ასეთი ტკბილეული თქვენი შვილებისთვის შესანიშნავ სურპრიზად იქცევა. გემრიელი პიტნის ჩაი მის გემოს არაჩვეულებრივად გამოკვეთს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს