რა გამართლება აქვს ცოლს, რომელიც ღალატობს ქმარს მის საუკეთესო მეგობართან

0
2982

ურთიერთობაში არსებობს აღმასვლის და დაღმასვლის ეტაპები, ასევე სრული ფინიში. მიზეზი, რატომაც წყვილს აღარ შეუძლია ერთი წუთითაც ერთად ყოფნა, ბევრი რამ შეიძლება იყოს: ქმარი სვამს და ცოლს სცემს, ცოლი ღალატობს ქმარს მეგობართან, პარტნიორებს ერთმანეთი აღარ აინტერესებთ და ა.შ. მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი დაშორების პროცესია. შეძლებენ პარტნიორები დაშორებას ერთმანეთზე გადაბრალების გარეშე თუ, პირიქით, წარმოუდგენელი სკანდალი ატყდება? რატომ ასე და არა სხვაგვარად?

ახლა, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი მამაკაცი ინტერნეტით ერთმანეთს ეხმიანება, დაიწყეს შემჩნევა, რომ განქორწინებისას თითქმის ყველას ერთი და იგივე მომენტი ჰქონდათ. ადრე ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. მომენტი, როცა 100%–ით ქალია დამნაშავე, მაგრამ ეშმაკურად ახერხებს გვერდის ავლას ისე, რომ საბოლოოდ ჩნდება განცდა, თითქოს მსხვერპლი ქალია და არა ის, ვისაც უღალატეს. ახლა კაცების ფორუმზე ამ ფენომენს აქტიურად განიხილავენ და ერთ აზრამდე ვერ მიდიან. როგორ ახერხებს ქალი ასე ოსტატურად მანიპულირებას?

ცოლი ღალატობს ქმარს მეგობართან

მე, ლია და ნოდარი

ცოლმა მიღალატა. თან არა ვინმე უცხოსთან, არამედ ჩვენი ოჯახის კარგ მეგობართან. მასთან, ვისაც თვეში მინიმუმ ერთხელ ვნახულობდით, ტელეფონით მუდმივად ვკონტაქტობდით და მასში 101%–ით დარწმუნებული ვიყავი. ნოდარი ყოველთვის მაძლევდა რჩევებს, ახლაც, როცა ასაკი მოგვემატა, ზარმაცები და გაღიზიანებულები გავხდით. ახალგაზრდობიდან ვიცნობ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენს ოჯახს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის ლიას, ჩემს ცოლს.

მე და ნოდარი ყოველთვის განსხვავებულები ვიყავით. მე მიყვარს სიმშვიდე, საიმედოობა და მშვიდი ყოფა. დაოჯახებისას ვიცოდი, ცოლი ჩემი უახლოესი ადამიანი გახდებოდა, მთელ ცხოვრებას მასთან გავატარებდი. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ თავი კარგად და კომფორტულად ეგრძნო. რატომაც არა? ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, მაგრამ გარკვეული შედარების გაკეთება შემიძლია. ლია თავის „კონკურენტებზე“ ერთი თავით მაღლა იდგა.

ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა. ცოცხალი, ჭკვიანი ქალი იყო, სიტყვებს ჯიბეში არასდროს ეძებდა. ზოგიერთი ჩემი წინა ურთიერთობა თოჯინასთან ურთიერთობად მეჩვენებოდა. ურთიერთობა მესენჯერთან, როგორიცაა „ჩამირიცხე ფული მანიკიურისთვის, მიყიდე კრევეტები და რაღაც გარნირი“. და მორჩა. არანაირი ადამიანური ურთიერთობა, მხოლოდ რაღაც სიმულაცია. ლიასთან ყველაფერი საუკეთესოდ მეჩვენებოდა. ჩემზე ზრუნავდა, როცა ავად ვიყავი. მისგან ბევრჯერ მომისმენია ბევრი დარიგება, როგორ მოვიქცე ამა თუ იმ ვითარებაში, მაგრამ არა ბრძანება. ასე შემიყვარდა. უგონოდ.

თავის მხრივ, ნოდარი ყოველთვის განსხვავებული ხასიათის პიროვნება იყო. რაღაც მომენტში შეიძლება ჰქონოდა ბევრი ფული ჯიბეში, რომელიც მაშინვე უნდა დაეხარჯა. ძირითადად, გართობაზე და მავნე ჩვევებზე. თუმცა ხშირად ტაქსის ფულიც არ ჰქონდა. ასეც ხდებოდა. ეს ჩვენს ასაკში, როცა უკვე 30 წელს გადავშორდით. ყოველთვის მახვილი ენა ჰქონდა, მხიარული იყო და პრობლემებზე არ წუწუნებდა. მასში ამას ყოველთვის ვაფასებდი, თან ისე, რომ, როგორც ჩანს, გადავაჭარბე ქებაში.

ჩემი ყოფილი მეგობარი ქალებს ყოველთვის მოსწონდათ, მას ისინი. სწორედ ამიტომ, ნოდარი აგრძელებდა სავარჯიშო დარბაზში სიარულს, თუმცა გემივით ორთქლს უშვებდა და ფხიზელსაც ხშირად ვერ ნახავდი. როგორც წესი, ჩვენს ასაკში ასეთი კაცები სინანულის გრძნობას იწვევენ. ნათელია, რომ გულში ყველაფერი რიგზე არ აქვთ და რა მომავალი შეიძლება გქონდეს მასთან? უფრო გვიან ასაკში იპოვი შესაფერისს პარტნიორს ცხოვრებისთვის? არა მგონია, ეს ფანტასტიკაა.

სიმართლე გამოაშკარავდა

ღალატის შესახებ შემთხვევით გავიგე. ეჭვიანი არ ვარ, თან ლიას ამის საბაბი არასოდეს მოუცია. თუმცა იყო ერთი ცვლილება მის ქცევაში. ბოლო დროს, მეუხეშებოდა. ჯერ ნელა, მექანიკურად. მაშინვე ბოდიშს იხდიდა და ბავშვურ სახეს იღებდა. ამ ყველაფერს სტრესს ან ჰორმონალურ მომენტებს ვაწერდი. მოგვიანებით, მსგავსი შემთხვევები გახშირდა და ამ თემაზე ლაპარაკიც გვქონდა.

ვერ ვიტან ჩემს მიმართ უხეშობას. ამას ნორმალურად არ ვთვლი, თუ არ აქვს კონსტრუქციული საფუძველი და დახვეწილი ირონია. კომიკური შეწვა, რომელსაც ყველა ვერ უმკლავდება. ზოგიერთ პროფესიონალ კომიკოსს ადამიანის მხიარულად „დაცინვა“ შეუძლია. ჩემს ნაცნობებს შორის ნოდარი ასეთი ადამიანი იყო. ნიჭი, რომლის მიმართ ზოგს უბრალოდ მიდრეკილება აქვს და მეტი არაფერი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ, მისი ბასრი სიტყვები, განსაკუთრებით ნასვამ მდგომარეობაში, ყოველთვის სასაცილოდ მეჩვენებოდა და არა საწყენად. ლიას ასე ხუმრობა არ შეეძლო. მისი დაცინვები იყო გესლიანი და პირდაპირ შუბლში ნასროლი.

ისინი ავტოსადგომზე დავინახე. იდგნენ, ეხუტებოდნენ. მეგობრული შეხვედრა აშკარად არ იყო. ამ დროს ქალაქის მეორე ბოლოში უნდა ვყოფილიყავი. მეტი საერთო ნაცნობი მე და ჩემს ცოლს არ გვყავდა, დიდი წვეულებების მოყვარული არ ვარ. სწორედ ამიტომ, არც მიკვირს, რომ გადაწყვიტეს გრძნობების საჯაროდ გამოხატვა. რას ვიზამთ, ყველა ცდება რაღაც მომენტში.

დაახლოებით 2 დღე ცოლთან საუბრისთვის ვემზადებოდი. ვცდილობდი დამშვიდებას და ემოციების მოთოკვას. ლიას ცრემლების, ვედრების და ფიცის გულგრილად მიღებას. სახის შენარჩუნებას და ზრდასრული ადამიანებივით დაშორებას. როცა დრო მოვიდა და ცოლს ნანახის შესახებ ვუთხარი, მისმა რეაქციამ წყობიდან გამომიყვანა. როგორც მინიმუმ, არ ველოდი, რომ ზანტად გამომხედავდა და შემეკითხებოდა: „და რა, თავი უკეთ იგრძენი?“

ლიამ არ დაიწყო თავის მართლება ან დამცირება. ამის ნაცვლად ყველაფერში მე დამადანაშაულა. თურმე ჩემთან გატარებული ყოველი წამი მისთვის ტანჯვა იყო. ამაში მე ვარ დამნაშავე და სხვა არავინ. მე ვარ დამნაშავე, რომ დღემდე არ გვყავს შვილები, თუმცა ადრე თავად ამბობდა, რომ ჯერ არ სურს აჩქარება. ჩემი ბრალია, რომ ისე არ ვცხოვრობთ, როგორც მას უნდა, თუმცა ვფიქრობთ, ქალაქგარეთ კერძო სახლი ცუდი ვარიანტი არაა. ასევე სუსტი ვარ, ჩემთან ყოფნა მოსაწყენია. სალაპარაკო არაფერი გვაქვს. აი, ნოდარისთან ასე არაა. საერთოდ, სანამ ერთად დაწოლას დაიწყებდნენ, ხშირად ხვდებოდნენ უბრალოდ სალაპარაკოდ.

შედეგად, ის, რის სწრაფად დასრულებასაც ვგეგმავდი, როგორც კანიდან ლენტის მოწყვეტას, მთელი ღამე გაჭიანურდა. ძირითადად, ჩემი ცოლი ლაპარაკობდა. მსაყვედურობდა, ყვიროდა, ტიროდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ ცდილობდა თემის შეცვლას, ჩემს დამცირებას, დამტკიცებას, რომ არარაობა ვარ. იქნებ, ყველაფერი მომეჩვენა, ვინ იცის. რაც ნამდვილად ვიცი, რომ მე ამქვეყნად ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ. და მაინც ჩემთან ცხოვრობს. ყოველ წუთს მსხვერპლს იღებს გაურკვეველი მიზეზით.

არ გაგიკვირდეთ, სისუსტე გამოვავლინე. სახლიდან წავედი სასტუმროში ღამის გასათევად. თავში არ მეტეოდა მთელი ის სიძულვილი, რომელიც ერთ დროს საყვარელმა ცოლმა ამოაფრქვია. თავს ვეღარ ვიკავებდი, მასთან ერთ შენობაში ყოფნა აღარ შემეძლო. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდი. დამშვიდებული, დაწყნარებული, თავდაჯერებული. ყოფილ ცოლს ერთი საათი მივეცი, რომ ნივთები ჩაელაგებინა. ერთი სიტყვაც არ ვთქვი, როცა ცოლმა დაიწყო ბოდიშის მოხდა და კიდევ ერთხელ დალაპარაკება. ტაქსიც გამოვუძახე და გადავუხადე. თუმცა მისი მშობლების სახლი შორს არაა. ჯერ ოფიციალურად განქორწინებულები არ ვართ, მაგრამ მხოლოდ დანიშნულ თარიღს ველოდები.

ნოდარისთან მოკლე საუბარი მქონდა. დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ სადმე ახლოს დავინახავდი, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ახლობლებმა ვეღარ იცნონ. რა თქმა უნდა, იცოდა, რაში იყო საქმე. დამეთანხმა და ტელეფონი გათიშა. ახლა როგორღაც მოუწევს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან ლიას უყვარს კომფორტი. თუმცა ეს არ მაინტერესებს, თუნდაც ფანჯრიდან გადამხტარან.

სხვა რამ მაოცებს. ნოდარი ყოფილი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მასთან ურთიერთობა სწრაფად შევწყვიტე. კაცები ერთმანეთს ღალატს არასდროს პატიობენ. აი, ლია, მას ხომ ვუყვარდი. ეს ნამდვილად ვიცი, ვგრძნობდი. და მაინც, მისი პირველი აზრი იყო მის ღალატში ჩემი დადანაშაულება. მყისიერად, ასე ვერ შევძლებდი. რა არის ეს, უნარი, რომელიც ჩადებულია ნებისმიერი სტანდარტული ქალის ტვინში თუ ამას ვიღაც სადღაც ასწავლის? ყველასთან ასეა თუ მხოლოდ მე გამიმართლა? რამდენი დრო ამაოდ დავკარგე. აზრი აქვს ვინმესთან რაღაცის დაწყებას, თუ ისიც ყოფილ ცოლზე უკეთესი არ აღმოჩნდება? როგორც ჩანს, მარტოობა ერთადერთი გამოსავალია.