მეზობელმა გამიმხილა, რით რწყავს ნერგებს, რომ ძლიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს

0
13760

გაზაფხულის დადგომისთანავე მეაგარაკეებს საქმე ემატებათ. მათ უნდა მოაწესრიგონ ნაკვეთის ტერიტორია, შეიძინონ სასუქები, იზრუნონ თესლის და ნერგების ხელმისაწვდომობაზე. ამ ყველაფრის შეძენა შეიძლება მაღაზიაში ან ბაზრობაზე, მაგრამ ბევრი მებოსტნე ამჯობინებს, ნერგები თავად გაზარდოს. თუ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, დაგაინტერესებთ, რა სახის სასუქები არსებობს ნერგებისთვის.

რა სახის სასუქები არსებობს?

მარტივია იმის გარკვევა, რა სახის სასუქები არსებობს. დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს ორი სახის სასუქი, კერძოდ ორგანული და მინერალური. ორგანული სასუქი მიიღება ბუნებრივად ნატურალური პროდუქტების დაშლის ან დუღილის შედეგად, ხოლო მინერალური სასუქი იწარმოება ქარხანაში ქიმიური რეაქციების გზით.

ახლა ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი სარგავი მასალის მომზადებაა, ამიტომ მინდა გაგახაროთ: ორივე ტიპის სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნერგებისთვის.

როგორც წესი, ნერგებს კონტეინერებში ფანჯრის რაფაზე ან სათბურში ზრდიან. მათთვის მიწას წინასწარ ამზადებენ. რეკომენდებულია, რომ დათესვამდე 1 კვირით ადრე მიწა თხევადი სასუქით გამოკვებოთ. თესლი სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარ მიწაში ითესება, მაგრამ მოგვიანებით ახალგაზრდა მცენარეს დამატებითი კვება სჭირდება. შერჩეული სასუქის მიუხედავად ნერგი აუცილებლად უნდა გამოკვებოთ, როცა მასზე გამოჩნდება მეორე ნამდვილი ფოთოლი. შემდეგ პროცედურა ყოველ 10 დღეში უნდა გაიმეოროთ. მყიფე ყლორტები რომ არ დაზიანდეს, სასუქი სველ მიწაზე მორწყვით მიაწოდეთ. ეს ნიშნავს, რომ სასუქი წინასწარ უნდა დააყენოთ ან წყალში გახსნათ.

ნერგს სრულფასოვანი განვითარებისთვის სჭირდება აზოტი, კალიუმი და ფოსფორი, ამიტომ მოსახერხებელია ყველა საკვები ნივთიერებების დეფიციტის ერთდროულად აღმოფხვრა კომპლექსური მინერალური პრეპარატებით. თუ მას გამოიყენებთ მცენარის განვითარების საწყის ეტაპზე, პირველი მოსავლის მომწიფებამდე ნაყოფში ნიტრატების დონე ნორმალურ ზღვარს მიაღწევს და მათი ჭამისგან ზიანი არ იქნება.

თუ მინერალური სასუქების გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი ხართ ან ყიდვა ვერ მოასწარით, ყურადღება მიაქციეთ იმას, რა სახის ორგანული სასუქები მზადდება ნატურალური პროდუქტებისა და ხელმისაწვდომი მასალებისგან.

როგორ გავაკეთოთ სასუქი?

თაფლი დაგეხმარებათ მცენარის გაცოცხლებაში ან ახალგაზრდა მცენარის მხარდაჭერაში. 1 ლიტრ თბილ წყალს 5 გრამი ფუტკრის თაფლი დაუმატეთ და კარგად გახსენით. 30 წუთის შემდეგ მზა ხსნარით ნერგები მორწყეთ.

ნიშადურის სპირტით არა მხოლოდ გონწასულ ადამიანს დაეხმარებით, არამედ „ნერგებსაც მოაფხიზლებთ“. 5 ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალს 5 მლ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. ამ ნარევით მცენარის ქვეშ მიწა მორწყეთ.

წყალბადის ზეჟანგი სასარგებლო შეიძლება იყოს, როცა საჭიროა ნიადაგის ჟანგბადით გამდიდრება. 3 ლიტრ წყალზე 15 მლ წყალბადის ზეჟანგი დაგჭირდებათ. მზა ხსნარით მიწა და ყლორტები მორწყეთ.

ნერგები შეგიძლიათ გამოკვებოთ ხის ნაცრის ნაყენით. ამისთვის 30 გრამ ნაცარს 3 ლიტრი ცხელი წყალი დაასხით და რამდენიმე საათი გააჩერეთ. შემდეგ ამ სითხით მორწყეთ ნერგების მიწა.

ნერგები შეგიძლიათ მორწყათ დაქუცმაცებული კვერცხის ნაჭუჭების ნაყენით. ამისთვის სამლიტრიანი ქილა წყლით აავსეთ და 30 გრამი ფხვნილი ჩაყარეთ. რამდენიმე დღე გააჩერეთ. შემდეგ სითხე გადაწურეთ და ნერგები გამოკვებეთ.

კარგია მცენარის გამოკვება ფერმენტირებული საფუარით. ჯერ ხაში მოამზადეთ: 500 მლ თბილი წყალი, 10 გრამი მშრალი საფუარი (25 გრამი დაპრესილი საფუარი) და 2 კოვზი შაქარი აურიეთ. 2 საათის შემდეგ 10 ლიტრ წვიმის წყალში გააზავეთ. ნარევი ნერგების ქვეშ მიწის მოსარწყავადგ გამოიყენეთ.

ახალგაზრდა ნერგები ხახვის ფურცლებზე დაყენებული წყლით შეგიძლიათ მორწყათ. 1 მუჭა მშრალი ფურცლები აიღეთ და 1 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ სითხე გადაწურეთ, 5 ლიტრი სუფთა წყალი დაუმატეთ და ყლორტების ქვეშ მიწა მორწყეთ. ასეთი წყალი კიტრს ყველაზე მეტად მოსწონს.

რეკომენდებულია, რომ ნერგები გამოკვებოთ ფერმენტირებული მწვანე სარეველებით. დაქუცმაცებული მცენარის ნაწილებს წყალი დაასხით და მინიმუმ 7 დღე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და სასუქად გამოიყენეთ.

მწვანილის ნაცვლად ბანანის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სამლიტრიან ქილაში 2–3 ბანანის დაქუცმაცებული ქერქი ჩაყარეთ და წყალი დაასხით. რამდენიმე დღე გააჩერეთ. შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და ნერგები მორწყეთ.

ნერგები ჩაის ჩენჩოთი შეგიძლიათ მორწყათ. მდუღარე წყალი ხელახლა დაასხით და 48 საათი გააჩერეთ. 500 მლ წყალზე 1 ს/კ ჩაის ფოთლები დაგჭირდებათ.

სცადეთ, ხელმისაწვდომი მასალებისგან სასუქის საკუთარი ხელით გაკეთება და დარწმუნდებით, რომ ის შეიძლება იყოს იაფი და უფასო.