ნატურალური ბოსტნეული: როგორ მოვიყვანოთ ნიორი

842

გამოცდილი მეაგარაკე ისაა, ვინც თავად პოულობს ყოველგვარი პრობლემისგან გამოსავალს, დაუსრულებელი ცდებისა და შეცდომების მეთოდით. სწორედ ასე შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღწევა. თანაც, როგორ იამაყებთ, როცა თქვენი მეთოდი ნამდვილად გაამართლებს!

დიდი ნიორი

ნიორმა დიასახლისებს თავი დიდი ხნის წინ შეაყვარა. მას ხომ უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რომელთა დახმარებითაც ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

ასევე, ნიორი კერძების გემოვნურ თვისებებსაც აუმჯობესებს.

იმისათვის, რომ დიდი რაოდენობით ნიორი მოიმარაგოთ ზამთრისთვის, საჭიროა უხვი მოსავლის მიღება. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ხელებით მოყვანილი ნიორი გაცილებით უკეთესი და უსაფრთხოა, ვიდრე ნაყიდი.

დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ იმას გასწავლით, თუ როგორ მოიყვანოთ ნიორი დამოუკიდებლად.

დიდი ნივრის მოყვანის საიდუმლოები და რეკომენდაციები

1. დარგვა

მთავარია, დარგვის ვადას არ გადააცილოთ: არ დარგოთ ნიორი ძალიან ადრე, მაგალითად, სექტემბრის შუა რიცხვებში, თუმცა, არც ძალიან გადადება იქნება კარგი.

ეცადეთ, არამხოლოდ კალენდარს, არამედ ამინდის პროგნოზსაც მიაქციოთ ყურადღება. ნიორი უნდა დარგოთ მომავალ ყინვებამდე 1 თვით ადრე. მაშინ ნიორი ვერ მოასწრებს გაზრდას, თუმცა კარგად დაფესვიანდება.

2. მოვლა

ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ნიადაგზე, რომელშიც ნიორს რგავთ. შეგიძლიათ, სასუქის გამოყენებას თავი აარიდოთ, თუ თავად ნაყოფიერ და კარგ ნიადაგს შეარჩევთ.

თუ ნიადაგი მეტისმეტად მჟავიანია, სასურველია, დარგვისას თხრილში ცოტაოდენი ხის ფერფლი ჩაყაროთ. გაასუფთავეთ ნარგავები გაზაფხულზე – სწორედ მაშინაა ნაკვეთებზე ყველაზე მეტი სარეველა.

მორწყვისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ჭარბი ტენიანობა იწვევს ლპობას, ხოლო ტენის ნაკლებობა – გაყვითლებასა და გახმობას.

ყვავილოვანი ისრები ყველა ნერგს უნდა მოატეხოთ, როგორც კი გაჩნდება. რამდენიმე მათგანის დატოვება შეგიძლიათ თესლისთვის.

3. მავნებლები

მცენარე ჯანმრთელი რომ იყოს და მავნებლებმა თქვენი მოსავალი არ გაანადგურონ, არ დაგავიწყდეთ ადგილის ცვლილება. ნივრის დარგვა ერთსა და იმავე ადგილას მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება. ამ დროში გააჯანსაღეთ ნიადაგი – დარგეთ აქ მდოგვი ან კალენდულა.

4. მოსავლის აღება

როგორც იქნა, ნიორი დამწიფდა. ერთი შეხედვით, მოდუნება შეიძლება, თუმცა არა! ახლა დროა, მოსავალი სწორად აიღოთ და შეინახოთ. ეს ნიორი ძალიან ცუდად ინახება, ამიტომ მისი საგულდაგულოდ გამოშრობა აუცილებელია!

ასევე, მნიშვნელოვანია მოსავლის დროული აღება. ნივრის ზედმეტი დროით გაჩერება ნიადაგში საფრთხილოა, ადრე მოგროვება – უკეთესი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს