„მივხვდი: ჩვენ ქორწილი არ გვჭირდება“. როდესაც სხვისი თამაშის წესებს ეთანხმები, მაგრამ ყველაფერს შენებურად აკეთებ

616

ბარათმა დაიწრიპინა და ტერმინალის ეკრანზე შეტყობინება გამოჩნდა:

„არასაკმარისი თანხა“

-ეს რა ჯანდაბაა…? – ჩუმად ჩაილაპარაკა ლიზამ და სწრაფად ამოიღო საკრედიტო ბარათი.

მაშინვე გაახსენდა, რომ დიდი ხანია არ უნახავს ბანკიდან შეტყობინება სწორედ ამ ბარათის შევსების შესახებ.

მან აიღო ნაყიდი ნივთები და ჩაჯდა მიკროავტობუსში. შეამოწმა შეტყობინებები და ლაშას მისწერა: „გამარჯობა! ამ თვეში ბარათზე თანხა ჩარიცხე? შეტყობინება ვერ ვნახე.

მესიჯი წაიკითხეს, მაგრამ პასუხი არ ყოფილა.

ლიზამ ტელეფონი ჩანთაში ჩადო და დაჟინებით დაიწყო ფანჯრიდან ყურება.

ლაშა სახლში, როგორც ყოველთვის, შუაღამის შემდეგ დაბრუნდა. ლიზას უკვე ეძინა, მან გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის გარკვევა დილითაც შეიძლებოდა.

დილით ლაშა ამ საუბარს ვეღარ გაექცეოდა, ამიტომ შეტევაზე პირველი გადავიდა.

-ლიზა, ვნახე შენი შეტყობინება. არა, ბარათზე თანხა არ გადმომირიცხავს. მთელი თანხა რემონტს მოხმარდა, მაგრამ შემდეგ თვეში აუცილებლად გადმოვრიცხავ.

დილით ლიზა მშვიდი იყო და ამიტომ მხოლოდ შენიშნა:

-ეს ბარათი რომ ავიღეთ, შევთანხმდით, რომ აქ ფული მხოლოდ საკვები პროდუქტების, ქიმიური საშუალებებისთვის და სახლისთვის საჭირო სხვა ნივთებისთვის იქნებოდა და არა შენი რემონტისთვის.

-ლიზ, ამ თვეში ფული მჭირდება. ბინაში რაღაცეები მინდა დავასრულო და მერე სხვა რამეზე გადავიდე.

-შენი ბინით და რემონტით უკვე თავი მომაბეზრე. რატომ არ გინდა, რომ სესხი აიღო, რემონტი სწრაფად დაასრულო და მერე სესხი გადაიხადო? რატომ გეშინია სესხების? ასე კი, შენ უბრალოდ მოიპარე ფული ჩვენი ოჯახიდან – შენი ბინისთვის.

-ოჯახიდან? – გაუკვირდა ლაშას. – ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვართ, ლიზა, ჩვენ უბრალოდ ერთობლივი ბიუჯეტი გვაქვს.

-ხოდა ცუდია, რომ ცოლ-ქმარი არ ვართ, – გადაწყვიტა ლიზამ საქმის ბოლომდე გარკვევა. – შენ ხელს არ მთხოვ, მე კი უკვე დიდი ხანია პატარა გოგონა აღარ ვარ. რემონტს შეიძლება წლები დასჭირდეს!

-რა გეჩქარება გათხოვება? შენ თვითონ ამბობ, რომ გოგონა არ ხარ. „თუ ჩემს ფულზე გაქვს პრეტენზია?“ – ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზული სახით ჰკითხა მამაკაცმა.

-რომელ ფულზე, რომელიც რემონტის შემდეგ დარჩება?

-მაშინ რა გინდა? ახლა ერთად ვცხოვრობთ. დავასრულებ რემონტს, ქორწილს გადავიხდით და ჩემთან გადავალთ.

-ქორწილის გადახდას რით აპირებ? თუ ის იმდენი ხნის შემდეგ იქნება, რომ ამასობაში დაგაწინაურებენ და უფრო კარგი შემოსავალი გექნება? ამჟამინდელი ხელფასით და შენი ბინის ხარჯებით, მხოლოდ ნაყინის ჭამა შეგვიძლია.

-რატომ ბრაზობ, ლიზა! ყველაფერი კარგად იქნება. გარდა ამისა, შენც ხომ გაქვს ფული.

-ოჰო! ეს ჭკვიანურად მოგიფიქრებია! – ლიზამ ტრადიციული დილის ყავაც კი გვერდზე გადადო.

-კონკრეტულად რა მოიფიქრე?

-არ გინდა შენი ფულის ჩვენი ქორწილისთვის დახარჯვა?

-მინდა, როგორ არა? ოღონდ ზუსტად იმდენის, რამდენსაც შენ დახარჯავ.

-მაშინ ქორწილი პენსიაზე რომ გავალთ, მაშინ გვექნება. მე ხომ რემონტს ვაკეთებ!

-და ამის გამო, მხოლოდ მე რატომ უნდა დავიხარჯო ქორწილისთვის?

-მხოლოდ შენ არა! მაგრამ თანხის უმეტესი ნაწილის გადახდა შენ მოგიწევს. და ეს არ უნდა გაღელვებდეს, რადგან ზუსტად იმ ბინაში უნდა იცხოვრო, რომელშიც ახლა ფულს მე ვდებ! ყველაფერი ლოგიკურია.

-შენი ლოგიკა შენთვის შეინახე.

ჩხუბი სიჩუმის ეტაპზე გადავიდა, რომელიც საღამომდე გაგრძელდა.

როდესაც ლაშა თავის ბინაში მეორე ცვლაში მუშაობის შემდეგ იძინებდა, ლიზა მიუბრუნდა და მშვიდად უთხრა:

-იცი რა, ლაშა? ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ ქორწილს!

-აი, ეს უკვე სხვა საქმეა! – ჩაეხუტა მამაკაცი ლიზას. – კარგია, რომ გესმის, რომ ქორწილში ფულის დახარჯვა უაზრობაა. მაგალითად, მანქანის ყიდვა სჯობს. როგორი გაგებული ხარ!

გავიდა სამი დღე

ლაშა ბინაში შევიდა, რათა, როგორც ყოველთვის, სწრაფად ესადილა, ტანსაცმელი გამოეცვლა და რემონტის გასაგრძელებლად წასულიყო.

-ლიზა, – შესძახა მან კარებიდან. – რამე გვაქვს სწრაფად წასახემსებელი?

პასუხი არავის გაუცია.

-ლიზა? ყურსასმენები გიკეთია, თუ რა ხდება?

ქალი არც მისაღებში იყო, არც საძინებელში, არც სამზარეულოში და აბაზანაში.

ლაშას დრო არ ჰქონდა დასარეკად და იმის გასარკვევად, სად გაუჩინარდა ლიზა.

ის სწრაფად შევიდა სამზარეულოში, გააღო მაცივარი და დაინახა ტაფა, რომელშიც რაღაც საკვები იყო. თან ტელეფონში მიღებულ შეტყობინებებს ათვალიერებდა, ისე გამოიღო ტაფა მაცივრიდან.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტაფა გაზქურაზე დადგა, კაცმა შენიშნა იატაკზე პატარა ქაღალდის ნაჭერი. ვარდისფერი, საოფისე ჩანაწერებისთვის.

მან აიღო ფურცელი, გაკვირვებით აღნიშნა, რომ რატომღაც ქაღალდს საჭმლის სუნი ასდიოდა და წაიკითხა.

მხოლოდ 4 სიტყვა იყო, მაგრამ ამ სიტყვებმა სასწრაფოდ აიძულა მამაკაცი, რომ ტელეფონზე დაერეკა.

ლაშას გასაკვირად ლიზამ მაშინვე უპასუხა.

-რას აკეთებ?

-ახლა? – ჰკითხა ქალმა. – ლამაზად გამოწყობილი, პაემანზე ვიმყოფები. შენმა ზარმა მომწყვიტა შესანიშნავ სადილს და გადასარევ საუბარს. წერილი წაიკითხე? მორჩა, სხვა რა კითხვები გაქვს?

-ეს ყველაფერი იმ დაწყევლილი ქორწილის გამოა? თუ რემონტის გამო? თუ შენი აზრით ქორწილიც მე უნდა გადავიხადო და ის ბინაც უნდა გავარემონტო, სადაც შენც იცხოვრებ? და შენ საერთო ბიუჯეტში საერთოდ არაფერი უნდა ჩადო?

-ლაშა, ასე ნუ ღელავ. ბინა შენია, არა ჩემი ან ჩვენი. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შენს გამოა. აი ასე, მარტივად! მე მივხვდი, რომ შენნაირი ადამიანი არ მჭირდება.

-ჩემნაირ ადამიანს სხვას სად ნახავ? გაცნობის საიტებზე?

-ვნახოთ. და თუ ვერ ვნახავ, საშიში არაფერია. ჩემი ცხოვრება წინასწარ კი არ იქნება დაგეგმილი წლების განმავლობაში, არამედ სავსე იქნება სასიამოვნო სიურპრიზებით.

და სანამ ლაშა პასუხს გასცემდა, ლიზამ სრულიად განსხვავებული ტონით დაასრულა საუბარი:

-მოკლედ, ჩემი ბინიდან შენი ტანსაცმელი წაიღე. გასაღები საფოსტო ყუთში დატოვე. და აღარ გამოჩნდე!

-გესმის რას აკეთებ, ლიზა? გინდა, რომ ჩვენი ურთიერთობის სამი წელი წყალს გაატანო!

-ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია წყალს გაჰყვა. შენ უბრალოდ ვერ შეამჩნიე ეს, შენი რემონტის გამო. მორჩა, კარი ჩაკეტე.

-და სად წავიდე?

-შენს სახლში. სადაც დაიძინებ, იქვე იმუშავებ. მშვიდობით!

ლაშამ გაზქურა გამორთო, დიდი სამოგზაურო ჩემოდანი აიღო და კარადები და თაროები შეამოწმა, რამე ხომ არ გამორჩენოდა ლიზას.

მერე ჩაიცვა და… თავი ხელებში ჩარგო. მის ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო – წყალი და დენი ჯერ არ ჰქონდა. და ბინის დაქირავება, თანაც მარტო… ასეთ პირობებში რემონტს პენსიამდე ვერ დაასრულებს.

ხუთი წუთიანი მძიმე ფიქრების შემდეგ მამაკაცი ფეხზე წამოდგა, ჩემოდნის სახელური დაიჭირა და ის ქაღალდი იატაკზე დააგდო.

კარი ჩაკეტა და ლიფტი გამოიძახა.

ქაღალდზე, რომელმაც უკვე ტაფის სახურავზეც მოასწრო ყოფნა, სამზარეულოს იატაკზეც, ლაშას ხელებშიც, ბოლოს კი – დერეფნის იატაკზეც, ლიზას ხელწერით ეწერა:

„ნივთები ჩემოდანშია. ჯანდაბამდე გზა გქონია!“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს