მას შემდეგ, რაც მე და დედა ახალ სახლში გადავედით, დალაგება ჩემთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. კერძო სახლის დალაგება იგივე არაა, რაც ოროთახიანი ბინის დასუფთავება. ყველაზე ცუდია ის, რომ ამხელა ფართობზე ბევრი ნივთი გროვდება. ადრე ყველაფრის სისუფთავის შენარჩუნება არ შემეძლო, ამიტომ სტუდენტობის წლებში ნაქირავებ ბინაში ცხოვრება სამოთხედ მეჩვენებოდა.
წლებმა გაირბინა, დედა უკვე პენსიაზე გავიდა, მე და ჩემი და ძველი მოგონებების ხათრით მასთან დავდივართ „წესრიგის დასამყარებლად“. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც ბოლო ვიზიტისას ვერაფერი ვიპოვეთ, რაშიც დავეხმარებოდით. ყველაფერი სუფთაა, ყველაფერი თავის ადგილზე, თვალს უხარია. თავიდან გავიფიქრე, რომ რამდენიმე დღით ქმართან ერთად დასვენებამ დედაზე კარგად იმოქმედა. გაირკვა, რომ საქმე არა იმდენად დასვენებაშია, რამდენადაც მის ახალ ჰობში – კონმარი.
რა გავაკეთოთ, რომ გვიხაროდეს კერძო სახლის დასუფთავება?
ძნელი დასაჯერებელია, რომ ორსართულიანი სახლის დასუფთავება სასიხარულო შეიძლება იყოს. ალბათ, ამიტომაც დაინტერესდა დედა კონმარის მეთოდით – დალაგების ხელოვნება, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს მისი შემქმნელის მარი კონდოს სახელს. სწორედ მან დაწერა წიგნი „ჯადოსნური დალაგება“, რომელმაც გაგრძელებაც იპოვა ნეტფლიქსის სერიალში. დედა ამ მწერალზე არ შეჩერებულა. მისთვის რეჯინა რიდსის მეთოდი უფრო მისაღები აღმოჩნდა.
რეჯინა რიდსი ირწმუნება, ჩვენს გარშემო არსებულ სივრცეს სპეციალური ვიბრაციების შექმნა შეუძლია. ქაოტურად მიმოფანტული ნივთები და ჭუჭყი დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს, დეპრესიაში გვაგდებს. სიმარტივე და სიმსუბუქე კი კარგი საქმეების კეთებას შთაგვაგონებს. სახლთან ჰარმონიას რომ მიაღწიოთ, მწერალი გირჩევთ განახორციელოთ შემდეგი ნაბიჯები: დაშლა, დახარისხება და ორგანიზება.
განვიხილოთ დედაჩემის მაგალითზე, რა წესებს იყენებს დალაგებაში ამ თეორიიდან გამომდინარე. უნდა ითქვას, რომ სახლი უფრო სუფთა გახდა!
როგორ დავალაგოთ კერძო სახლი: სივრცის გაწმენდა
კერძო სახლის (და არა მარტო) დალაგება იწყება ხარახურის მოშორებით. ძველი ნივთები უნდა მოიშოროთ და ეს ყველაზე რთულია! პირველად ამის გაკეთება მარტივი არაა, ამიტომ დედამ თავისი მეთოდი შეიმუშავა. მისთვის ყოველთვის რთული იყოს ფოტოების ძველი ჩარჩოების, გამხმარი ყვავილების, დაზიანებული თეფშების მოშორება. წლებთან ერთად ასეთი იმდენი ნივთი დაგროვდა, რომ დედაც მიხვდა: ასე გაგრძელება არ შეიძლება.
გადაგდება ენანებოდა, ამიტომ ოთახები სათითაოდ დაალაგა, ცენტრში შეაგროვა ნივთები და დაიწყო ფრთხილად გადარჩევა. ჯერ გვერდზე გადადეთ აუცილებელი და ძვირფასი ნივთები, ყოველდღიური საჭიროების ნივთები. შემდეგ ნივთები, რომლებიც ნამდვილად აღარ გჭირდებათ და გადაგდება ან გაჩუქება შეიძლება. შემდეგ აღმოაჩენთ, რომ დარჩენილი ნივთების 40% საკმაოდ ძველი ნივთები და ტანსაცმელია, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ. თუმცა საკმარისად არ დაძველებულა, რომ გადაყაროთ. შესაძლოა მოდიდან გადასულია, ცოტა გაცვეთილი ან საჭიროება დაკარგა. ასეთი ნივთები დედამ ყუთებში ლამაზად ჩააწყო და კარადაში დამალა.
ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ამ ყუთებს ისევ ახარისხებს და მიდის დასკვნამდე, რომ ამ ნივთების უმეტესობა აღარც ახსოვს. ასე მათთან განშორება უფრო ადვილი ახდება. მოდის ცნობიერება, რომ ეს საგნები საერთოდ არ სჭირდება. როგორც ამბობენ, განშორებას დრო სჭირდება.
რეჯინა რიდსი ასევე აღნიშნავს თავის წიგნში „იდეალური წესრიგი“: ნივთების გადაყრა ან გაცემა აუცილებელი არაა. ზოგჯერ საკმარისია, რომ შეაკეთოთ ან განაახლოთ. ზოგჯერ უბრალოდ გვეზარება რაღაცის შეკეთება, ამიტომ მათ შენახვას ვაგრძელებთ.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: როგორ მოვაწყოთ სივრცე სახლში?
ნივთები სწორად რომ შეინახოთ, ჯერ შენახვის ადგილები უნდა მოაწყოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენი საკიდი გჭირდებათ, რომ ერთი პერანგი მეორეს არ გადააკიდოთ? საშუალოდ გარდერობში უნდა იყოს 30 საკიდი, რომ ყველა ნივთმა თავისი ადგილი დაიკავოს. ამაზე დაზოგვა არ ღირს.
რაც შეეხება უჯრებს? თუ დაყოფთ მოსახერხებელ სექტორებად წინდების, საცვლების და სხვა პატარა ნივთების შესანახად, უფრო გაგიადვილდებათ. დედამ უფრო საინტერესოდ გადაწყვიტა. იყიდა ყუთები (ის, რომელსაც ჩვეულებრივ ოფისში ათავსებენ) ყველაფრისთვის, რაც სჭირდებოდა. აქვს ყუთები საცვლებისთვის, რომელთაც საწოლის ქვეშ ინახავს. ყუთები სხვადასხვა წვრილმანისთვის, როგორიცაა სავარცხელი, სარკე, თმის სამაგრი. ყუთები პირსახოცებისთვის და ჟურნალებისთვისაც.
როცა მისი კარადის კარს აღებ, ხვდები, რომ თვალში არაფერი გხვდება და ზედა თაროებიდან არაფერი ცვივა. თითოეულ ნივთს თავისი სექტორი აქვს, რაც ძალიან მოსახერხებელია. იგივე სიტუაციაა სამზარეულოში: დედამ იყიდა გამჭვირვალე კონტეინერები მარცვლეულისთვის და სხვა ფხვიერი პროდუქტისთვის. სანელებლები ლამაზ ქილებში გადაანაწილა. არანაირი პლასტმასის პარკი და დახეული შეფუთვა! პროდუქტებიც დიდხანს ინახება.
მხოლოდ დედა აღიარებს, რომ მისი მეხსიერებით უჭირს გახსენება, სად რას ინახავს. რამდენიმე ყუთზე სტიკერიც დააკრა.
ყველაფერს თავისი დრო აქვს: როდის ჩავატაროთ გენერალური დალაგება?
რეჯინა რიდსის მეთოდის მთავარი წესია პერიოდულობა. თითოეულ ნივთს აქვს თავისი სეზონი და არ უნდა იყოს სხვებთან შერეული. თბილი ამინდის დადგომისთანავე ქურთუკები იგზავნება ქიმწმენდაში, ხოლო სვიტერი – შორეულ თაროზე. იქ, სადაც 6 თვე არ გაიხსენებთ. ცივი სეზონიდან თბილზე გადასვლა დასუფთავების ერთადერთი მიზეზი არაა.
კვლევის მიხედვით, გენერალური დალაგება კვარტალში ერთხელ უნდა მოხდეს. 3 თვეში ერთხელ ყველა ყუთი უნდა გაწმინდოთ, შეამოწმოთ და თავის ადგილზე დააბრუნოთ. სახლის სისუფთავე უპირველეს ყოვლისა! ამის შესრულება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც მთელი სივრცე უკვე ორგანიზებულია.
სახლში სისუფთავის შენარჩუნების ბევრი მეთოდი არსებობს. მათ შორისაა მარია კონდო, მარლა სალი მისი FlyLady–ის სისტემით. მათ წიგნებში შეგიძლიათ ისწავლოთ რამდენიმე კარგი ცხოვრებისეული ხრიკი, როდესაც გჭირდებათ კერძო სახლის დალაგება მთელი შაბათ–კვირის შეწირვით. მე და ჩემი და ძალიან ვამაყობთ, რომ დედამ სახლთან ჰარმონია იპოვა. სიამოვნებით ვაკვირდებით კერძო სახლის დალაგების მის ახალ მეთოდებს.