როგორ გამოვაზამთრებინოთ გარეთ დარგულ ვარდებს

249

ვარდებს უჭირთ დაბალი ტემპერატურის ატანა, ამიტომ მათი მომზადება ზამთრისთვის ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა დავიწყოთ.

პირველ რიგში, ვარდის ბუჩქები უნდა გაასუფთავოთ: მოაშოროთ დაზიანებული და დაავადებული ფოთლები, რათა “თავშესაფარში” მათ მთელი მცენარე არ დააზიანონ. უნდა მოაშოროთ ის, რაც შეიძლება ინფექციის წყაროდ იქცეს.

როგორ გადავატანინოთ ვარდს ზამთარი

შემდეგ უნდა მოაჭრათ გაუწყლოებული ყვავილები. ამის გაკეთება არ ღირს ადრეულ შემოდგომაზე – ეს ასტიმულირებს ახალგაზრდა მორჩების ზრდას, თუმცა ისინი ზამთარში დამწიფებას ვერ მოასწრებენ და დაიღუპებიან. განსაკუთრებით, თუ მკვეთრი, ხანმოკლე დათბობა ხდება.

თუ ვარდს თავისი ციკლის დასრულების საშუალებას მისცემთ, იგი ბუნებრივადაც შეძლებს ზამთრისთვის მომზადებას. ფოთლებში არსებული შაქარი გადავა ღეროებში, მათში ყინულის კრისტალების წარმოქმნა იკლებს, რაც იცავს მცენარის უჯრედებს დახეთქვისგან.

გვიან შემოდგომაზე, ყინვების წინ, უკვე თამამად მოჭერით დაუმწიფებელი მორჩები და ყვავილები ძირითად მცენარეს.

დაფარვამდე, ვარდები უნდა დაამუშავოთ და შეასუქოოთ. შემოდგომაზე ვარდებს ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი ესაჭიროებათ. სასუქის მისაღებად, 10 ლ წყალში გახსენით 16 გ კალიუმის მონოფოსფატი და 15 გ სუპერფოსფატი ან 10 გ კალიუმის გოგირდმჟავა, 25 გ სუპერფოსფატი და 3 გ ბორის მჟავა. ყოველ ბუჩქს დაუსხით 4-4 ლ ხსნარი.

სასუქად ხალხური მეთოდის გამოყენებაც შეიძლება – ჩარგეთ ბუჩქის ძირას ბანანის კანი ან ხის ფერფლი.

თვითონ ბუჩქებს შეაშხეფეთ ფიტოსპორინის ან რკინის კუპოროსის ხსნარი (300 გ 10 ლ წყალზე).

ჯერ კიდევ ყინვების დადგომამდე, ვარდები მიწაზე უნდა დააწვინოთ, თორემ გაყინული ტოტები მოტყდება. დახრილი ვარდები ამ მდგომარეობაში თოკით თოკით ან მავთულით დააბით.

ვარდები ნაზად დახარეთ მიწისკენ და დააფიქსირეთ ღეროები მეტალის დამჭერებით ან ტანსაცმლის საკიდებით. ბუჩქის ძირს მიაყარეთ ქვიშა, ნაძვის წიწვები ან ფოთლები. გვირგვინის ქვეშ და ზემოდან ალაგებენ ნაძვის წიწვებიან ტოტებს, ხოლო შემდეგ ამ ყველაფერს აფარებენ ცელოფანს ან ჰიდროიზოლატორ მასალას.

იდეალური იქნება, თუ ვარდებს ზემოთ დაამაგრებთ სქელი რკინის მავთულებს. ისინი მიწაში დაწვენილი ბუჩქიდან ცოტათი ზემოთ უნდა იყოს, რათა თავშესაფარი მას არ ეხებოდეს. მავთულები იმისთვისაა საჭირო, რომ, თოვლის მოსვლის შემთხვევაში, სიმძიმე ვარდებს არ დააწვეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს