ბევრმა იცის იმის შესახებ, რომ ტერფებზე უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია განლაგებული. ისინი დიდი ხანია გამოიყენება ჩინური მასაჟის ტექნიკაში და შესანიშნავ შედეგებს იძლევა სხვადასხვა ამოცანებისთვის, თუნდაც ისეთებისთვის, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ფეხებთან.
სინამდვილეში, არა მხოლოდ რეფლექსოლოგია, არამედ უბრალოდ ტერფის ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხები ჩვენი სხეულის ნამდვილი საყრდენია. ყველაფერი დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად ფუნქციონირებენ ისინი.
ადამიანის ტერფი შედგება 26 ძვლისგან და დაახლოებით 100 კუნთისგან, მყესებისა და ლიგატებისგან. ფეხის ეს ნაწილი ყველაზე დიდ წონას ატარებს (მთელი ჩვენი სხეულის წონას), ამიტომ ასეთი დატვირთვისას მას ხშირად სჭირდება დახმარება გაძლიერებისა და მოდუნების სახით.
ტერფებზე მუშაობა არც ერთ ასაკში არ არის გვიანი. ეს არის ის, რაც დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში არა მხოლოდ ფეხებიდან, არამედ მთელი სხეულიდან. ლიმფის ნაკადის გაუმჯობესება, ტერფის მოდუნება და ჰარმონიზაცია საშუალებას იძლევა დიდხანს შეინარჩუნოთ სილამაზე, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.
ვარჯიში, რომელიც კარგ შედეგს აჩვენებს, ძალიან ბევრია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ძალიან მარტივ, მნიშვნელოვან და ეფექტურ მეთოდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააძლიეროთ ტერფის შიდა და გარე კუნთები.
ტერფის ვარჯიშის დაწყებამდე წინასწარ გაათბეთ ისინი თვითმასაჟით. ამისათვის დაიზილეთ და დაიმასაჟეთ ტერფები, რაც უნდა დაიწყოთ კოჭებიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფეხის თითებს.
ფეხის მასაჟის ხანგრძლივობა შესაძლოა არც ისე დიდი იყოს, მთავარია ფეხების გახურება. როგორც კი ისინი თბილი და ვარდისფერი გახდება, შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიში.
ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ რეზინი (არც ისე მჭიდრო). თუ საკანცელარიო რეზინს გამოიყენებთ, უნდა აიღოთ რამდენიმე ცალი, ერთი შეიძლება გაწყდეს. უფრო მოსახერხებელია ჩვეულებრივი თხელი ქსოვილის თმის სამგრების გამოყენება.
ვარჯიში სრულდება დგომისას. წონასწორობის არ დაკარგვის მიზნით, ხელები სკამს ან კედელს უნდა მიაბჯინოთ.
რეზინი მოათავსეთ ისე, როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოშია ნაჩვენები. ფეხები უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, რეზინი ზომიერად დაჭიმული, მაგრამ არ შექმნას დაძაბულობა (სუსტად დაჭიმული).
მსუბუქად აწიეთ თითები იატაკიდან და გაშალეთ ისინი ისე, რომ რეზინი შესამჩნევად დაიჭიმოს. დათვალეთ ხუთამდე და დააბრუნეთ ფეხები საწყის პოზიციაზე. აუცილებლად დატოვეთ მოდუნებულ მდგომარეობაში 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.
მიუხედავად მისი აშკარა სიმარტივისა, ეს ვარჯიში კარგ შედეგს იძლევა მრავალი პრობლემის პრევენციისთვის. ის მუშაობს იმ კუნთების მონაცვლეობით დაძაბვით და მოდუნებით, რომლებიც იშვიათად მონაწილეობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტერფის ვარჯიში გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად სხეულზე.
წინააღმდეგობა, რომელსაც რეზინი ქმნის, იდეალურად ამუშავებს კუნთებს. პირველი ვარჯიშების დროს არ უნდა დაძაბოთ კუნთები, უმჯობესია დატვირთვა თანდათან დაამატოთ, როგორც გამეორებების რაოდენობაში, ასევე რეზინის გაჭიმვის სიძლიერეში.