გემრიელი პასქა ბებიის რეცეპტით, რომელიც ჩვენს ოჯახს თაობიდან თაობაზე გადაეცემა

0
1306

ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა პასქის მომზადება. ეს დელიკატესი მოხსენიებულია სამონასტრო დოკუმენტებში მე–16 საუკუნის ბოლოს, მაგრამ სადღესასწაულო პასქის რეცეპტები მაშინ უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. საბჭოთა კავშირის დროსაც, რომელიც არ ემხრობოდა რელიგიურ წეს–ჩვეულებებს, გაზაფხულზე საცხობებს დახლზე მაინც გამოჰქონდათ კექსი „მაისი“, რომელსაც საეჭვოდ ნაცნობი ფორმა ჰქონდა. გთავაზობთ პასქის რეცეპტს კვერცხის გულებით, რომელიც ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე საზოგადოებისთვის ნაცნობი დელიკატესი!

პასქა კვერცხის გულებით, პრაქტიკაში გამოცდილი ბებიის რეცეპტით

საოცარი გემრიელობა

მიყვარს ექსპერიმენტები კულინარიაში, მაგრამ ზოგიერთ კერძთან ექსპერიმენტები უბრალოდ ზედმეტია. პასქა კვერცხის გულებით, რომლის რეცეპტიც ბებიამ გადმომცა, ერთ–ერთი ასეთი კერძია. რამდენჯერაც არ ვცადე სხვა რეცეპტით პასქის მომზადება, მათ შორის იტალიური ვარიანტის, იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ ამ პასქაზე უკეთესი არაფერია!

ინგრედიენტები:

  • 200 გ კარაქი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • 7 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა რძე
  • 7 კვერცხის გული
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ კონიაკი
  • ფორთოხლის ცედრა
  • 200 გ ქიშმიში

მომზადების წესი:

1. საფუარი თბილ რძეში გახსენით, ნახევარი გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პარკი დააფარეთ, პირსახოცში შეფუთეთ და ცომის ხაში სითბოში დაასვენეთ.

2. კვერცხის გულებს დაუმატეთ შაქარი, აურიეთ და ცომის ხაშს დაუმატეთ. აქვე დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, გამდნარი კარაქი, ცედრა, კონიაკი, ქიშმიში. რბილი და ელასტიკური ცომი მოზილეთ.

3. ცომს სამჯერ ამოსვლა აცადეთ, შემდეგ კარაქწასმულ ფორმებში გადაიტანეთ. თითოეული ფორმა ორი მესამედით გაავსეთ. 40 წუთი სითბოში გააჩერეთ.

4. პასქები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. ჩართეთ „ზედა–ქვედა“ რეჟიმი.

საქმე გაკეთებულია. მაღალი ხარისხის პასქები კვერცხის გულებით მზადაა. ისღა დაგრჩენიათ საყვარელი რეცეპტით მომზადებული ჭიქურით პასქები გააფორმოთ და სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!