ხუთი მიზეზი, რის გამოც ჭკვიან ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ დეპრესია

318

ბევრი ფიქრობს, რომ საშუალოზე მაღალი IQ, რა თქმა უნდა, უპირატესობაა. ინტელექტის მაღალი დონე ცხოვრებაში უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა და ხშირად იწვევს ცხოვრებით კმაყოფილების უფრო მაღალ დონეს.

მაგრამ იცოდით, რომ ამან ასევე შეიძლება დეპრესია და სტრესი გამოიწვიოს?

რასთან არის ეს დაკავშირებული? ამის გარკვევას პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით.

თანამედროვე დროში იყო ჭკვიანი – ნიშნავს პრობლემების მარტივად გადაჭრის უნარის ქონას.

დეტექტივი მიდის შემთხვევის ადგილზე, ნელა, აუჩქარებლად ათვალიერებს ყველაფერს და ამჩნევს პატარა დეტალს, რომელიც ყველას გამორჩა. ევრიკა! ის თამამად აცხადებს, რომ დანაშაული ჩადენილია…

ყველას ჰგონია, რომ ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ მარტივად მოაგვარონ ნებისმიერი „საქმე“, რომელსაც ცხოვრებაში გადაეყრებიან.

მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უფრო მაღალი IQ-ის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აწუხებთ განწყობის აშლილობა და დეპრესია.

აი, 5 მიზეზი, რის გამოც უფრო მაღალი IQ-ის მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ.

1. ჭკვიანი ადამიანები ბევრს ფიქრობენ და აანალიზებენ.

ჭკვიანი ადამიანები ზედმეტად ბევრ ფიქრობენ და რაც უფრო მეტს ფიქრობენ, მით უფრო ღელავენ ყველაფერზე.

„დიად რამეებზე ფიქრი“ და სხვა თემები, რაზეც ჩვეულებრივი ადამიანი არც დაფიქრდებოდა, აწუხებს გონიერ ადამიანებს.

მათ ასევე შეიძლება თავი აარიდონ მოქმედებებს, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება და ამიტომ ხშირად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ჭკვიან ადამიანებს უჭირთ ღამით დაძინება, რადგან ისინი ბევრს ფიქრობენ.

რაღაც მომენტში ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ უამრავი ნეგატიური ფიქრის პირისპირ, რაც იწვევენ სტრესს, შფოთვას და დეპრესიას.

2. ჭკვიანი ადამიანები მიდრეკილნი არიან შფოთვისკენ.

ისინი უფრო ბევრს ფიქრობენ ნეგატიურ მოვლენებზე, რაც მათ ემართებათ, აანალიზებენ და იმეორებენ სცენარებს, რათა გაარკვიონ, რა მოხდა არასწორად. მათ შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ ან კონცენტრირდნენ ისეთ რამეებზე, რასაც სხვები მცირედ ან უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.

3. ჭკვიანი ადამიანები მიჩვეულები არიან მარტივ წარმატებას.

ისინი მიჩვეულნი არიან მარტივ წარმატებას სკოლაში და ინსტიტუტში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში წარმატება მხოლოდ ინტელექტზე არ არის დამოკიდებული.

ისინი შეიძლება ისე მიეჩვიონ წარმატების მარტივად მიღწევას, რომ არასოდეს გამოუმუშავდეთ დაჟინების ჩვევა, რაც ასე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი წარმატებისთვის. და ამასთან მჭიდრო კავშირშია ის, რომ ისინი არ იძენენ თვითდისციპლინას, რომელიც აუცილებელია საქმის საუკეთესოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.

ბედის ირონიით, ვინაიდან ისინი არ არიან მიჩვეულნი ბრძოლას, ისეთ სიტუაციებში აღმოჩენისას, რომელიც მათგან ძალისხმევას მოითხოვს, ჭკვიანმა ადამიანებმა შეიძლება დიდი ხნით გადადონ რაიმეს გაკეთება ან მთლიანად უარი თქვან მასზე. ეს შეიძლება უბრალოდ ძალიან რთული ჩანდეს მათთვის და ძალიან შორეული მათი კომფორტის ზონიდან.

ძალიან ხშირად, ჭკვიანი ადამიანები, როდესაც ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რომელთა მოგვარებაც არც ისე მარტივია, იწყებენ ნერვიულობას და შფოთვას.

4. ჭკვიან ადამიანებს ძალიან დიდი მოთხოვნები აქვთ საკუთარი თავის მიმართ.

ძალიან ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ ჭკვიანები არიან, ამიტომ მიდრეკილნი არიან იქონიონ დიდი მოლოდინები საკუთარი თავისგან, რომლებსაც ძალიან ხშირად ვერ შეესაბამებიან. ამრიგად, ისინი ხშირად იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ მათი მიღწევის დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათ იდეალებს.

5. ჭკვიან ადამიანებს უჭირთ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება.

ადამიანებს უჭირთ თავი კომფორტულად იგრძნონ ვინმესთან, ვისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიც ბევრად აღემატება მათსას. ამიტომ ხშირად ჭკვიან ადამიანებს ამპარტავნობაში ადანაშაულებენ. მათ შეიძლება იმედგაცრუება იგრძნონ, როდესაც სხვები ვერ ხვდებიან, რის გადმოცემას ცდილობენ ისინი, მიუხედავად ინფორმაციის ბევრჯერ გამეორებისა და გამარტივებისა. კომუნიკაცია გართულებულია, ამიტომ მათ უჭირთ მეგობრების შეძენა.

ადვილია იფიქრო, რომ ჭკვიან ადამიანებს მარტივი ცხოვრება ექნებათ, მაგრამ რეალობა შორს არის ამისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს